imedi /  03 აგვისტო 2018, 16:56 / სანდო წყარო

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის გამოკითხვა რეკორდულად სწრაფად დასრულდა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა რეკორდულად სწრაფად დასრულდა.

კომისიის წევრების ნაწილმა, კერძოდ უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ საქმეზე წულუკიანის სხდომაზე დაბარების აზრს თავიდანვე ვერ ხედავდნენ. 

რაც შეეხება კომისიის ოპოზიციურ სპექტრს, თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ კითხვის დასმის შესაძლებლობა თავის თანაპარტიელ ოთარ კახიძეს მისცა. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის იუსტიციის მინისტრისთვის დასმული მთავარი შეკითხვა ასეთი იყო: კომისიის მიერ გამოძიების პროცესში ხარვეზების აღმოჩენის შემდეგ, კვლავ მიაჩნდა თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორის, ირალი შოთაძის გადადგომა შეცდომად და მინისტრისგან მოკლე პასუხი, „კი“ ან „არა“ მოითხოვა. თეა წულუკიანმა კახიძეს უპასუხა „კი“, რის შემდეგაც სხდომა დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა კომისიის სხდომაზე თავისი ხანმოკლე ყოფნა ახსნა როგორც დასტური იმისა, რომ ოპონენტებს მის მიმართ რეალური კითხვები არც არასდროს გააჩნდათ.

მანამდე, პალამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს და უსმენდნენ შს მინისტრს, გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს.

საგამოძიებო კომისიის მუშაობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზე მეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. 

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. ამავდროულად, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება.

ყველა სიახლე

სალომე გოგინაშვილი

23 სექტემბერი 2019, 14:51

საქართველო

საბერძნეთში გაუჩინარებულ ქართველ გოგოს ეძებენ

სა­ბერ­ძნეთ­ში 32 წლის ქარ­თველ გო­გო­ს სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვილს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გუ­ლის დე­დამ ნონა კუპ­რაშ­ვილ­მა სოციალუ ქსელში გა­ავ­რცე­ლა. მშობლების ინფორმაციით, სალომე ბოლოს ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა. როგორც ცნობილი გახდა, საქმეს ათენის პოლიცია იძიებს და საქართველოს საკონსულოც საქმის კურსშია.

მოკლული ქალი

23 სექტემბერი 2019, 14:41

ძალოვნები

თელავში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

რა გახდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი ჯერ უცნობია. ამ თემაზე არ საუბრობენ არც მოკლულის ნათესავები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება რა მუხლით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტო

23 სექტემბერი 2019, 14:38

მსოფლიო

რუსეთმა CIA-ს ინფორმატორი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნაში გამოაცხადა კრემლის ყოფილი თანამშრომელი ოლეგ სმოლენკოვი, რომელიც სავარაუდოდ CIA-ს ინფორმატორი იყო. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, უწყებამ სმოელნკოვი ჩერნოგორიაში შვებულების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნო.

ქართველი მოფარიკავეები

23 სექტემბერი 2019, 14:33

სპორტი

ქართველმა მოფარიკავეებმა საერთაშორისო ტურნირებზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ქართველმა მოფარიკავეებმა უზბეკეთსა და ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა 3 სპორტსმენით იასპარეზა და სამივე მათგანმა ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაშკენტში უმაღლესი სინჯის მედალს მაია გუჩმაზოვა დაეუფლა.

ირმა ნადირაშვილი

23 სექტემბერი 2019, 14:30

საქართველო

ნადირაშვილი: ჩემი წყარო ახლობლის შეწყალებით თავადაც იყო დაინტერესებული

შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი გამოკითხა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა არ თქვა, საიდან იცის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას სავარაუდო დანაშაულის შესახებ, თუმცა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია დეტალურად გააცნო.

14 წლის გოგო გარდაიცვალა

23 სექტემბერი 2019, 14:22

ძალოვნები

კორპუსიდან გადავარდნილი მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდნილი 14 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს. მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ იყო გადაყვანილი, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მოტეხილობებით მოათავსეს.

საჭესთან მობილური

23 სექტემბერი 2019, 14:20

ტექნოლოგიები

ავსტრალიაში ტელეფონით მოსარგებლე მძღოლების გამოსავლენად ახალი ტექნოლოგია დაინერგა

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატი საჭესთან მობილური ტელეფონით მოსარგებლე მძღოლების გამოსავლენად ახალ ტექნოლოგიას ნერგავს. გზებზე დამონტაჟდება ორი ვიდეოკამერისგან შემდგარი მოწყობილობა, რომელთაგან ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანზე, მეორე კი ავტომობილის წინა საქარე მინაზე იქნება მიმართული და მძღოლის ხელებს გადაიღებს.

სამეფო კარის თამაშები

23 სექტემბერი 2019, 14:18

კულტურა

რა ეცვათ Emmy-ის დაჯილდოებაზე. ფოტოები

განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია "სამეფო კარის თამაშების" მსახიობთა საზეიმო ჩაცმულობამ, ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა ბილი პორტერის მაღალპლატფორმიანი ფეხსაცმელი, ფარფლებიანი ქუდი და მაიკლ კორსის შარვალ-კოსტიუმი. მსახიობების გარკვეულმა ნაწილმა აქცენტი ოქროსფერსა და ვერცლისფერზე გააკეთა.

კვლევა

23 სექტემბერი 2019, 14:07

საქართველო

კვლევა: საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის მიმართ კვლავ დადებითად არიან განწყობილი

გამოკითხული მოქალაქეები ევროინტეგრაციის მიმართ კვლავ დადებითად და იმედიანად არიან განწყობილი; გამოკითხუკლი მოსახლეობის 53% სურვილს გამოთქვამს, მეტი ინფორმაცია მიიღოს ევროკავშირის შესახებ; გამოკითხულთა 71% ევროკავშირს ქვეყნისთვის სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად მოიაზრებს და მიუხედავად სხვადასხვა გაცნობიერებული რისკისა, საქართველოს

ტანკერი Stena Impero

23 სექტემბერი 2019, 14:00

მსოფლიო

ირანმა ბრიტანული ტანკერის გასათავისუფლებად ლეგალური პროცედურები დაასრულა

ირანმა ბრიტანული ტანკერის Stena Impero-ს გასათავისუფლებლად საჭირო ლეგალური პროცედურები დაასრულა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერ ალი რაბიეიზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ტანკერი ირანულ წყლებს.

დავით ნარმანია

23 სექტემბერი 2019, 13:50

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარედ ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა (10 არცერთის წინააღმდეგ). სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

სალომე დემურია

23 სექტემბერი 2019, 13:42

კულტურა

სალომე დემურია ყაზახეთის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ფილმში დემურიამ 37 წლის ექიმი ირინეს როლი შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, ირინე ციხიდან გამოდის და ცდილობს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. სურათის გადაღება იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში მიმდინარეობდა.

მარწყვი

23 სექტემბერი 2019, 13:32

მსოფლიო

ავსტრალიაში მარწყვში ნემსები ისევ აღმოაჩინეს

„მარწყვების საქმიდან“ ერთი წლის შემდეგ ავსტრალიელებმა კენკრაში ნემსები კვლავ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი The Age-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა შტატ ვიქტორიაში მოხდა. დაზარალებულმა ქალმა ნემსი ტორტის მოსამზადებლად ნაყიდ მარწყვში იპოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2019, 13:14

მსოფლიო

ზელენსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მანამდე 10 სექტემბერს უკრაინის რადამ ზელენსკის მიერ მომზადებულ კანონპროექტს იმპიჩმენტის შესახებ მხარი დაუჭირა და ის დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

 ცურვის ფესტივალი

23 სექტემბერი 2019, 13:11

სპორტი

საქართველოში პირველად ცურვის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა

თბილისის ზღვაზე, ისტორიაში პირველად „ცურვის საერთაშორისო ფესტივალი“ ჩატარდა. ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. პროფესიონალ, თუ მოყვარულ მოცურავეებს წარმატებული ასპარეზობისთვის 1850 მეტრიანი, 3 და 7 კმ-იანი დისტანციის გავლა მოუწიათ.

შეწყალება

23 სექტემბერი 2019, 13:04

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვარ და მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში მოვედი, რომ საზოგადოებას განმარტებები მივაწოდო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს.

საქართველოს ფოსტა

23 სექტემბერი 2019, 13:03

საქართველო

„საქართველოს ფოსტის“ სახელით ინტერნეტში ყალბი გათამაშების შესახებ ცნობა გავრცელდა

„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, ინტერნეტსივრცეში მათი სახელით სხვადასხვა გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანიც თაღლითური გზით თანხის გამოძალვა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანაა. ისინი მოუწოდებენ საზოგადოეაბს არ გადავიდნენ უცხო პირების ბმულებზე.

მანჩესტერი აროპორტი

23 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

მანჩესტერის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტში საეჭვო ნივთის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, საეჭვო ნივთი აეროპორტის რკინიგზის სადგურზე აღმოაჩინეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს.

ირმა ნადირაშვილი

23 სექტემბერი 2019, 12:55

საქართველო

ნადირაშვილი: პროკურატურაში წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით

ირმა ნადირაშვილის თქმით, ის წყაროს გამხელას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ პირი რომელიც მას დაუკავშირდა, თავად იყო დაინტერესებული რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა მისი ახლობელი. ნადირაშვილის თქმით წყარო მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სკანდალური შეწყალებების საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ბორის ჯონსონი

23 სექტემბერი 2019, 12:45

მსოფლიო

საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანს ბორის ჯონსონიც ადანაშაულებს

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში ირანს აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც ადანაშაულებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯონსონმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრის წინ განაცხადა.