imedi /  27 აგვისტო 2018, 17:44 / სანდო წყარო

საქართველოში ოპიუმის მოყვანის შესახებ ინფორმაცია ნარკოლოგებს პაციენტებისგან აქვთ

დღეს სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი.

მენაბდიშვილი პრესასთან გაკეთებული განცხადებების გამო შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, სადაც დღის განმავლობაში მივა.

„ქრონიკა“ იმით დაინტერესდა, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებენ ნარკოლოგები, რომ საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაწყებულია. მათი თქმით, კლიმატის გამო საქართველოს რეგიონებში საძილე ყაყაჩოს კულტივირება შესაძლებელია. თუმცა მოჰყავთ თუ არა ის ნამდვილად ქვეყანაში, სპეციალისტების ნაწილი ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს იკავებს, ნაწილს კი, მათ შორის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამართთველოს უფროს გური მენაბდიშვილს მსგავს ცნობებს პაციენტები აწვდიან.

„ადამიანებმა რომლებიც მოიხმარენ ნაკოტიკულ საშუალებებს, ჩვენს ქვეყანაშიც და არამხოლოდ ჩვენთან, ძირითადად არ იციან რას მოიხმარენ, სადაურია, რა წარმომავლობისაა... ამას ყველაფერს ეუბნება გადამყიდველი. გადამყიდველმა კი არ არის გამორიცხული მას უთხრას რომ ეს არის საქართველოში ქართული ოპიუმისგან დამზადებული ჰეროინი“, - ამბობს მენაბდიშვილი.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

16 იანვარი 2019, 22:15

საქართველო

იაშვილის კლინიკაში სალომე ზრაბიშვილი მივიდა

იაშვილის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მოზარდები იმყოფებიან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მარზია ჰაშიმი

16 იანვარი 2019, 22:15

მსოფლიო

ირანი აშშ-ს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ში დაბადებული მარზია ჰაშიმი ოჯახური ვიზიტით სტუმრობდა შეერთებულ შტატებს. ის სამართალდამცველებმა მისურის ქალაქ სენტ-ლუისში თვითმფრინავის დაშვებისთანავე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანა. FBI ირანელი ჟურნალისტის დაკავებას არ ადასტურებს და არც კომენტარს აკეთებს.

შემთხვევის ადგილი

16 იანვარი 2019, 22:01

საქართველო

დიდ დიღომში შემთხვევის ადგილზე პრემიერმინისტრი მივიდა

დიდ დიღომში ცხრასართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. ვინაიდან შემთხვევის ადგილიდან მედია გაიყვანეს, კამერებმა პრემიერმინისტრის გადაღება ვერ მოახერხეს.

დაზიანებული კორპუსი

16 იანვარი 2019, 21:56

საქართველო

აფეთქებამდე დიდ დიღომში სპეციალისტებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს

დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 21:39

საქართველო

სერგეენკო: აფეთქებისას ოთხი ბავშვი დაშავდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ბავშვია მოთავსებული, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

თეიმურაზ კუპატაძე

16 იანვარი 2019, 21:12

ძალოვნები

შსს: დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მან მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა.

16 იანვარი 2019, 21:11

ძალოვნები

აფეთქებულ კორპუსთან კახა კალაძე მივიდა

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა. მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. წინასწაარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად კორპუსი დეფორმირებულია.

ულტრასონოგრაფიული კვლევა

16 იანვარი 2019, 21:04

ტექნოლოგიები

გამოიგონეს ულტრასონოგრაფიის მოწყობილობა, რომელიც iPhone-ს უერთდება

მედიკოსების განმარტებით, გამოგონება მოსახერხებელია მათთვის, რადგან თითოეული ორგანოს ულტრასონოგრაფიის ჩატარება ადგილზე, სპეციალისტთან პაციენტის გაგზავნის გარეშე თავად, ადგილზე შეუძლიათ. მოწყობილობას ნიუ-იორკის ვეტერანების სამედიცინო დაწესებულებაში უკვე იყენებენ.

16 იანვარი 2019, 20:58

ძალოვნები

დიდ დიღომში აფეთქებისას ორი ადამიანის დაღუპვა დასტურდება

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვა ტელეკომპანია „მაესტროს“ დაუდასტურეს. ამ დროისთვის კორპუსის ყველა მობინადრე ევაკუირებულია. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი. მათი რაოდენობა ზუსტდება.

აფეთქება სირიაში

16 იანვარი 2019, 20:49

მსოფლიო

სირიაში განხორციელებული ტერაქტისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ქურთების საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია სამი ამერიკელი ჯარისკაცი, ორი ადგილობრივი სამხედრო და 13 მოქალაქე. სირიის ქალაქ მანბიჯში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

police line

16 იანვარი 2019, 20:40

ძალოვნები

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. შენონაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარი.

16 იანვარი 2019, 20:28

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. პირველი იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

16 იანვარი 2019, 20:12

ტექნოლოგიები

Facebook-ის მომხმარებელთა უმეტესობამ არ იცის როგორ ხდება რეკლამის სამიზე

Facebook-ის მომხმარებელთა აქტივობაზე დაყრდნობით მარკეტოლოგები სამიზნე აუდიტორიას არჩევენ. 51% სოცქსელის პრაქტიკით უკმაყოფილოა. 27% კი მიიჩნევს, რომ Facebook-ში განთავსებული რეკლამა მათ ინტერესებს საერთოდ არ ემთხვევა.

16 იანვარი 2019, 20:10

ძალოვნები

გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ ინციდენტში თავისი ვაჟის მონაწილეობას გამორიცხავს

მსახიობ გია კორკოტაშვილის შვილთან, ვაჟა კორკოტაშვილთან გამოძიებას კითხვები აქვს. სამართალდამცველების ვერსიით, ის 15 იანვარს ვერაზე მომხდარ ინციდენტს შეასწრო, რა დროსაც გიორგი ადუაშვილს ჯერ სცემეს, მერე კი ცივი იარაღით 6 ჭრილობა მიაყენეს.

ლალი დარახველიძე

16 იანვარი 2019, 20:00

საქართველო

იანვარში ზუგდიდში წითელას 49 შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მიმართვიანობამ იმატა. როგორც კლინიკის ინფექციონისტი, ლალი დარახველიძე აცხადებს, იანვარში კლინიკას სულ 49 ადამიანმა მიმართა. ამათგან კი კლინიკაში მკურნალობას 5 პაციენტი განაგრძობს, მათ შორის 1 ბავშვია.

Deezer

16 იანვარი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

Deezer-ის ახალი აპლიკაციით 30 ათასამდე რადიოსადგურის უფასოდ მოსმენა შეიძლება

სიახლე რადიოსადგურების მოსმენის პარალელურად მომხმარებელს დამატებით სერვისსაც სთავაზობს. ნებისმიერი მუსიკალური კომპოზიციის მოწონებისას ის აპლიკაციის ბიბლიოთეკაში ინახება და მისი განმეორებით მოსმენა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება.

ტატიშვილის ქუჩა

16 იანვარი 2019, 19:32

ძალოვნები

„ქრონიკამ“ ტატიშვილის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა

„ქრონიკამ“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც ჩანს, თუ რა მოხდა 15 იანვარს ტატიშვილის ქუჩაზე. სისხლიანი გარჩევის დროს საღამოს თბილისის ცენტრში ორი ახლაგაზრდა კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა ორი ადამიანი.

ლაშა ხუციშვილი

16 იანვარი 2019, 19:20

ეკონომიკა

პრობლემური სესხების პატიების პროექტი დასრულდა

პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა პრობლემური სესხების განულების პროექტის შედეგების შეფასებისას განაცხადა .

ზვიად ძიძიგური

16 იანვარი 2019, 19:01

საქართველო

ზვიად ძიძიგური ამბობს, რა რისკი ახლავს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას

არსებობს საშიშროება, თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ვაღიარებთ, გაბრაზებულმა რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

16 იანვარი 2019, 18:54

მსოფლიო

კენიაში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

კენიის დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსზე თავადასხმას ბოლო მონაცემებით სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა. ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბაბმა“ აიღო.