imedi /  02 სექტემბერი 2018, 14:33 / სანდო წყარო

საგამოძიებო კომისია: მოსწავლეებს შორის შეურაცხყოფის ფაქტები საგრძნობლად გაზრდილია

"ირკვევა, რომ ფაქტორები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემურ და მზარდ პრობლემას წარმოადგენს,"- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში წერია. 

დასკვნაში წერია, რომ კომისიამ გაანალიზა სტატისტიკა, რაც ადასტურებს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემებს. სტატისტიკის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ:

1.   საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები: მაგალითად 2015-16 წლებში 2582 შემთხვევა იყო, ხოლო 2017-18 წლებში- 3673.

მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სტატისტიკა ასევე გაზრდილია კონფლიქტში მონაწილე პირების სკოლებში. კერძოდ, 51-ე საჯარო სკოლაში 2015-16 წლებში 77, ხოლო 2017-18 წლებში- 139 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 ექსპერიმენტულში კი 2015-16 წლებში მხოლოდ 13 შემთხვევა იყო, მაშინ როდესაც 2017-18 წლებში 62.

2.  ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების  მოხმარება. კერძოდ, 2015-16 წლებში 1806 შემთხვევა იყო, 2017-18 წლებში - 2452;

3.  ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ხორავას ტრაგედიაში მონაწილე სკოლებში. 

"შესწავლილი ინფორმაციით ნათელია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლაში დაფიქსირებული ყველა ის პრობლემური ქცევა, რომელიც ხორავას ქუჩის ტრაგედიას უძღოდა წინ, არ არის გამონაკლისი და დღევანდელი სასკოლო სისტემის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს,"- ნათქვამია დასკვნაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიულმა დანაყოფმა 2017 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისგან მიიღო 252 შეტყობინება, ხოლო 2018 წლის 7 თვის განმავლობაში - 295 შეტყობინება.

რაც შეეხება შეტყობინებებზე რეაგირებებს, ამავე წერილით რეაგირებად განხილულია, რომ ნაწილზე დაიწყო გამოძიება, ხოლო ნაწილზე - ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ზოგიერთ შემთხვევაში კი დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო, სამინისტროს შეფასებით შეტყობინებაზე რეაგირება სცილდებოდა მათი კომპეტენციის ფარგლებს. 

კომისიამ, მიუხედავად მოთხოვნისა, 2 კვირის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი საქართველოს მასშტაბით 2017 და 2018 წლებში მიღებულ შეტყობინებებზე არასრულწლოვანთა განყოფილების მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ. 

დასკვნაში წერია, რომ არ არსებობს სკოლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, შსს-ს მიერ უგულებელყოფილია და არ სრულდება მთავრობის დადგენილება ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე”.

1 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, პარლამენტის საგმოძიებო კომისიამ დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა. ასევე გაავრცელეს სათვალთავლო კამერით დაფიქსირებული კადრების ფრაგმენტი, რომელშიც, მათი განმარტებით, ჩანს რა ხდებოდა ჩხუბის დროს.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის ახალი ფრაგმენტები  კი 2 სექტემბერს გასაჯაროვდა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.

არქივი

ნავაზ შარიფი

19 სექტემბერი 2018, 16:33

მსოფლიო

პაკისტანის ყოფილი პრემიერი ციხიდან გაათავისუფლეს

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერიმინისტრი, ნავაზ შარიფი პატიმრობის მისჯიდან 2 თვის შემდეგ, გაათავისუფლეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ყოფილ პრემიერთან ერთად, მისი ქალიშვილი, მარიამიც გაათავისუფლეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ივლისში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

19 სექტემბერი 2018, 16:30

ვიდეო

შს მინისტრის მოადგილე აცხდებს, რომ უწყება კანაფის კულტივაცია ექსპორტზე, ეფექტურ კონტროლს განახორციელებს

19 სექტემბერი 2018, 16:27

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს კონკორდატის დარღვევაში ადანაშაულებს, რასაც შეფასებები მოჰყვა

19 სექტემბერი 2018, 16:18

ტაბლოიდი

ავსტრალიელმა ქალმა ქმრის ღალატის გამო შური სახლის გაყიდვით იძია

ერთხელ კაცს დივანზე ჩაეძინა, ლეპტოპი კი ჩართული დარჩა. სწორედ ამ დროს მას შეტყობინება სხვა ქალისგან მიუვიდა. მიმოწერიდან ქალმა გაიგო, რომ მისი ქმარი კანადაში სხვა ქალთან ცხოვრობს და დაქორწინებასაც გეგმავენ.

მაჭახელას ხეობა

19 სექტემბერი 2018, 16:17

კულტურა

საქართველოში პირველი ეთნოსოფელი მაჭახელას ხეობაში მოეწყობა

პროექტის განხორციელებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. კონცეფციის შესყიდვის ღირებულება 385 ათასი ლარია.

19 სექტემბერი 2018, 16:15

ვიდეო

კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლებმა და სასულიერო პირებმა იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელეს

რაბათის ციხე

19 სექტემბერი 2018, 16:08

საქართველო

ახალციხის ციხეზე 22 275-ლარიანი ასწყობი სცენა მოეწყობა

სცენის შეძენის ინიციატივა მერიას ორი წლის წინ ჰქონდა. რადგან გადაუხურავი სცენის გამო, წვიმიან ამინდებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გადადება უწევდათ.ამისთვის დირექტორი ქალაქის ბიუჯეტში 80 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვდა, თუმცა მაშინდელმა საკრებულომ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

19 სექტემბერი 2018, 16:03

საქართველო

ცნობილია, რატომ გაუვიდა შარშან ვადა C ჰეპატიტის სამკურნალო წამლების ნაწილს

ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს აღრიცხული აქვს 26 236 866 ლარის ვადაგასული მედიკამენტები.

19 სექტემბერი 2018, 16:03

მსოფლიო

აშშ პოლონეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს

აშშ-ის უვიზოდ მოგზაურობის პროგრამაში პოლონეთის დამატების შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ის ტურისტული და საქმიანი ვიზიტით ჩასვლისას, ვიზა არ დასჭირდებათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ ასევე განიხილავს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების საკითხსაც.

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი

19 სექტემბერი 2018, 15:53

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა ტონჩანის სარაკეტო პოლიგონს ხურავს

ლიდერების შეხვედრის დროს კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა. თუ ვიზიტი ნამდვილად შედგება, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქს ეწვევა.

19 სექტემბერი 2018, 15:53

ვიდეო

გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

მოსწავლე, რომელიც ქუთაისის სკოლაში
ჩაგვრის მსხვერპლი გახდა

19 სექტემბერი 2018, 15:51

საქართველო

ქუთაისის მე-2 სკოლაში მასწავლებელმა ბიჭი გრძელი თმის გამო დაჩაგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომლის ჩაგვრის ფაქტსაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს, სკოლაში გრძელი თმის გამო დაჩაგრეს. ამის შესახებ Facebook-ზე მისი დედა წერს. ბიჭის დედის თქმით, მასწავლებელმა მისი შვილის გრძელი თმის გამო, ბავშვის "გენდერი“ ეჭვქვეშ დააყენა.

19 სექტემბერი 2018, 15:39

ვიდეო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაათვალიერეს

19 სექტემბერი 2018, 15:34

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კანაფის შესახებ კანონპროექტის ერთი ნაწილის განხილვა, რომელი კულტივაცია-ექსპორტს ეხება, გაურკვეველი დროით გადაიდო. კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

19 სექტემბერი 2018, 15:27

ვიდეო

„არა ფობიას" ჭყონდიდის მიტროპოლიტს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს

19 სექტემბერი 2018, 15:26

ინტერვიუ

„ეს არის ყველაზე უკულტურო კამპანია, რაც კი ყოფილა საქართველოში“

კანდიდატის პასუხები ცილისწამებასა და საპრეზიდენტო გეგმებზე

ჯულია რობერთსი

19 სექტემბერი 2018, 15:26

ტაბლოიდი

მალიბუში ჯულია რობერტსის სახლი ქირავდება

სახლი თვეში 10 500 დოლარად ქირავდება და მისი ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 1650 კვადრატზე გაშენებული სახლი ოსკაროსანმა მსახიობმა გასულ წელს, 3 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლის ოთახებით თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.თავად სახლში სამი საძინებელი, დიდი ბუხარი და უზარმაზარი სამზარეულოა.

19 სექტემბერი 2018, 15:22

ვიდეო

კანაფთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა

19 სექტემბერი 2018, 15:04

ვიდეო

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

19 სექტემბერი 2018, 14:57

საქართველო

ადგილი ბათუმის სანაპიროზე, სადაც ცურვა აკრძალულია

ბათუმში, სავი ზღვის სანაპიროზე, ალისა და ნინოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იახტკლუბის უკან, ცურვა აკრძალულია. აკრძალვის გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წყლის სიღრმის და და წყალზე მცურავი საშუალებების გადაადგილების სირთულის გამო მიიღო.