imedi /  07 სექტემბერი 2018, 14:08 / სანდო წყარო

2017-2018 წლებში ტყიბულის შახტებში 15 მუშა დაიღუპა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 2017-2018 წლებში 15 დასაქმებული დაიღუპა. 

ტყიბულის შახტებში არსებული შრომის პირობების შესასწავლად მზადყოფნა რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტულმა ორგანიზაციამ გამოთქვა, რომელთა ნაწილმაც შესასრულებელი სამუშაოს გეგმა, ვადა და ბიუჯეტი უკვე წარმოადგინა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს სამმხრივ კომისიაზე დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ.

ექსპერტიზის მიზანს შახტში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა და შესაბამისი ობიექტების უსაფრთხოების შესწავლა წარმოადგენს. ოთხ საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციას, რომელთა წინადადებებსაც სამმხრივი კომისია განიხილავს, რეკომენდაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაუწია.

6 აგვისტოს, შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ: მინდელის შახტის საქმეზე დაკავებულებმა იცოდნენ, რომ უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო.

ცნობისთვის, ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საწარმო 5 აპრილს დაიხურა.

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა, 3 კი დაშავდა.

იმავე შახტში ტრაგედია16 ივლისსაც მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ვერსიით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვვნენ.

23 ივლისს კომპანიის დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიის სამი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

15 დეკემბერი 2018, 19:32

მსოფლიო

უკრაინის ეკლესიის წინამძღვარი კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე გახდა

გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი ესწრებოდა. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირი იყო შეკრებილი. კრებაზე მთავარი პრეტენდენტები, პატრიარქის მონაცვლე ეპიფანე, კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი, ასევე ლუკცის და ვოლინის მიტროპოლიტი მიქაელი იყვნენ. კრებას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

პაოლო სკარონი

15 დეკემბერი 2018, 19:26

სპორტი

კლუბ „მილანის“ პრეზიდენტს მანქანიდან 10 000 ევრო მოპარეს

ქურდმა მანქანა გატეხა და ჩანთა მოიპარა, რომელშიც 10 000 ევრო იდო. პაოლო სკარონი დამნაშავეს მანქანით დაედევნა, თუმცა მას გზის გაგრძელების საშუალება სავარაუდოდ ქურდის თანამზრახველმა არ მისცა.

15 დეკემბერი 2018, 19:13

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აიკრძალა

ქარბუქისა და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

არქიტექტორი

15 დეკემბერი 2018, 18:56

კულტურა

თბილისში საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალი ჩატარდა

არქიტექტურის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პრემია 2018-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნამუშევრების ატვირთვა ორი თვე მიმდინარეობდა. სულ წარდგენილი იყო 153 ქართველი და უცხოელი არქიტექტორის 168 ნამუშევარი. პრიზები 10 ნომინაციაში გაიცა.

15 დეკემბერი 2018, 18:51

მსოფლიო

ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა, არის მსხვერპლი

ინციდენტი 14 დეკემბერს საღამოს მოხდა. ადგილობრივები თანასოფლელის დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ამ დრომდე მაშველებს არ დაუდგენიათ სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში.

ალმასი

15 დეკემბერი 2018, 18:39

ტექნოლოგიები

ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ალმასი კანადაში აღმოაჩინეს

სამთო კომპანია Dominion Diamond Mines-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კანადაში, დაიავიკის ველზე 552-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს. ძვირფასი ქვის ზომებია 33.74 მილიმეტრი 54.56 მილიმეტრზე. კომპანიაში განმარტავენ, რომ ალმასი ჯერ არაა შეფასებული.

15 დეკემბერი 2018, 18:37

საქართველო

ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-მა კალაძის ნათქვამი განზრახ დაამახინჯა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს ჟურნალისტს და მეთერთმეტე, რომლის თანახმადაც, უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.

სუ-27

15 დეკემბერი 2018, 18:15

მსოფლიო

უკრაინაში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნისას პილოტი დაიღუპა

უკრაინაში ჟიტომირის რეგიონში დაშვების დროს გამანადგურებელი სუ-27 ჩამოვარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, პილოტი დაიღუპა.

15 დეკემბერი 2018, 18:14

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მემორიალს პატივი მიაგო

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც ლოცვას დაესწრო.

15 დეკემბერი 2018, 18:11

საქართველო

საქართველოში მოლდოვას ვიცეპრემიერი ჩამოვიდა

„კრისტინა ლესნიკი მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კრისტინა ლესნიკი ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ელჩების კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს

15 დეკემბერი 2018, 17:51

ძალოვნები

შსს აჭარაში ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2018, 17:48

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სია ცნობილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სიას ასაჯაროვებს. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ თქვა, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ევროპისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები.

წიგნი

15 დეკემბერი 2018, 17:46

კულტურა

დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის გერმანელ მთარგმნელს სპეციალური ჯილდო გადაეცა

ღონისძიების ფარგლებში, პირველად უჩვენეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამის ამსახველი ვიდეოფილმი. დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ცნობილ მთარგმნელს რახელ გრაცფილდს კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

15 დეკემბერი 2018, 17:43

ტაბლოიდი

ბერლინში ღამის კლუბები უსახლკაროებს შეიფარებენ

ბერლინში ქალაქის ღამის კლუბებმა გადაწყვიტეს, სუსხიან დღეებში უსახლკარო ადამიანებს დაეხმარონ. Electronic Beats-ის ინფორმაციით, ორი კლუბი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას, კვირაში ორჯერ საცეკვაო მოედნები თავშესაფრად აქციონ.

თვითმკვლელობა

15 დეკემბერი 2018, 17:35

საქართველო

2018 წლის ათ თვეში საქართველოში თვითმკვლელობის 1500-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა

2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში განზრახ მკვლელობის 60 შემთხვევა აღირიცხა. მათგან გახსნილია 37 საქმე. ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობის 70 შემთხვევას. გაიხსნა - 51 ანუ 72,8%. მატება წინა წელთან შედარებით - 34%.

ელექტრომობილი

15 დეკემბერი 2018, 17:19

ტექნოლოგიები

ელექტრომობილების დატენვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი

ახალი თაობის ელექტრობილების დატენვა რეკორდულად მცირე დროში, - 15 წუთში იქნება შესაძლებელი. რამდენიმე კომპანია, მათ შორის გერმანული BMW, Porsche და Siemens-ი გეგმავს, აწარმოონ ელექტრომობილები, რომელიც მძღოლებს რაც შეიძლება მცირე დროს დააკარგვინებს მის დატენვაში.

15 დეკემბერი 2018, 17:18

საქართველო

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისში ლიეტუვის სეიმის სპიკერი ჩამოვიდა

საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია. საგარეი საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.

15 დეკემბერი 2018, 17:10

ტაბლოიდი

ნიდერლანდებში მეთხუთმეტე საუკუნის ეკლესიაში ახალ წელს ტექნო რეივით აღნიშნავენ

2019 წლის 5 იანვარს ამ კლუბში რიგით მეორედ აღინიშნება ახალი წლის მოსვლა. ახალი წლის Enigma-ს ლაინაფი ისეთ არტისტებს მოიცავს, როგორებიცაა: Juan Sanchez, Mirella Kroes და Mike Ravelli.

15 დეკემბერი 2018, 17:08

კულტურა

საჰარას უდაბნოში აღმოჩენილი სამარხი 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად შეფასდა

არქეოლოგების თქმით, სამარხი იმ პერიოდის მაღალი წრის წარმომადგენელს ეკუთვნოდა. არტეფაქტი არქოლოგებმა 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად შეაფასეს. სამარხი არ იყო გაძარცვული და კედლების მხატვრობა სრულად იყო შენარჩუნებული. მეცნიერები სამარხის კვლევას აგრძელებენ.

თელავი

15 დეკემბერი 2018, 17:03

არჩევნები 2018

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

კახეთში, თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა. რეპეტიცია დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. მასში საჯარისო დანაყოფების, სპეცრაზმის წარმომადგენლები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. შესრულდა ეროვნული ჰიმნი და მრავალჟამიერი.