imedi /  07 სექტემბერი 2018, 18:13 / სანდო წყარო

კობახიძემ მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა ჭეშმარიტების დადგენა იყო და გარკვეული შედეგიც არის.

„რამდენიმე თვის განმავლობაში წარიმართა კომისიის მუშაობა და თითოეული დეპუტატი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ჩვენი ამოცანა იყო ჭეშმარიტების დადგენა და საბოლოო ჯამში, გარკვეული შედეგები არის, რომელიც იძლევა ცალკეული დასკვნების გაკეთების საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ პოზიციები შეჯერდება.

„ჩვენ გვექნება კიდევ ერთი რაუნდი დისკუსია „ევროპულ საქართველოსთან“, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ კომისიაში და იმედი მაქვს, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება. თუ არ მოხერხდა პოზიციების შეჯერება, გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, რომელიც შესაბამის დოკუმენტში აისახება. ეს დოკუმენტი იქნება წარდგენილი პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ხელისუფლებას 32 რეკომენდაციით მიმართავს. კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ დღეს სამთვიანი მუშაობა შეაჯამა

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ილონ მასკი

19 დეკემბერი 2018, 09:01

ტექნოლოგიები

ილონ მასკი ლოს-ანჯელესში მიწისქვეშა გვირაბის გახსნას დღეს აპირებს

გვირაბის მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. პროექტის მიხედვით სატრანსპორტო გვირაბში, რომლის სიგრძე 3, 2 მეათედი კილომეტრი იქნება, სპეციალური პლატფორმების საშუალებით ავტომობილები 241 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებიან.

19 დეკემბერი 2018, 08:55

ტაბლოიდი

დრეზდენში საშობაო ცირკიდან 4 ზებრა გაიქცა

თუმცა, ამ მცდელობისას ერთი მათგანი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვოლიერში დაბრუნებული ზებრებიდან ერთი დაიღუპა. ცირკის თანამშრომლების თქმით, ცხოველის სიკვდილის მიზეზი გადატანილი სტრესი გახდა.

არიანა გრანდე

19 დეკემბერი 2018, 08:44

ტაბლოიდი

არიანა გრანდეს ყოფილი შეყვარებული: მე ნამდვილად არ მინდა ამ დედამიწაზე ყოფნა

ამავე პოსტს გამოეხმაურა გრანდე, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს თანადგომა გამოუცხადა.,,მე ქვემოთ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. თუკი ვინმე ან რამე დაგჭირდეს, მე აქ ვარ,”- დაწერა გრანდემ. არიანა გრანდე და პიტ დევიდსონი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხუთთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

ლაშა მალაღურაძე

19 დეკემბერი 2018, 08:33

სპორტი

ქართველი მორაგბე ლაშა მალაღურაძე კარიერას „ვევეა პადმასკოვიეში“ განაგრძობს

მალაღურაძის კარიერა „ყოჩებში“ დაიწყო. შემდეგ კი „კრასნი იარში“ გადასვლამდე საკლუბო კარიერა მან უკრაინულ „კრედო 1963-ში", ფრანგულ „ბეზიეში“, „ვალანსსა“ და „ბანერში“ გაატარა. მორაგბეს „ბორჯღალოსნების“ რიგებში 88 შეხვედრა აქვს ჩატარებული (184 ქულა).

19 დეკემბერი 2018, 08:26

მსოფლიო

ვაშინგტონის შტატს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა

ტორნადომ 10-მდე სახლს სახურავი ახადა. ფესვებიანად ამოგლიჯა ხეები. 20-მდე შემობაში ბუნებრივი გაზის მილები დაზიანდა და აირმა გაჟონა. სიეტლის მსგავსად სიქტიის ზონაში მოექცა სამხრეთ კიტსანის ოლქიც.

19 დეკემბერი 2018, 08:19

ეკონომიკა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები შედის

ცვლილებების მიზანია საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

19 დეკემბერი 2018, 08:07

კულტურა

ჯორჯ ლუკასი ცნობილ ამერიკელებს შორის ყველაზე მდიდარია

რეიტინგის ლიდერის ქონება 5.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების ათეულში მეორე და მესამე ადგილებს რეჟისორი სტივენ სპილბერგი და ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ინაწილებენ. ამერიკული ჟურნალის ცნობით, ფილმ „შინდლერის სიის“ შემქმნელის ქონება $3.7 მილიარდს, ტელეწამყვანისა კი $2.8 მილიარდს შეადგენს.

გიორგი ჩოგოვაძე

19 დეკემბერი 2018, 08:00

ეკონომიკა

საქართველოს შესახებ საერთაშორისო მედიაში დაბეჭდილი ფოტოებისა და სტატიების გამოფენა მოეწყო

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2018 წელს მომზადებული სტატიები, რომლებიც მსოფლიოში მაღალრეიტინგულმა გამოცემებმა მოამზადეს. ესენია: National Geographic Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, Liberation, Vogue და ა.შ.

შემთხვევის ადგილი

19 დეკემბერი 2018, 02:25

ძალოვნები

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს, მათ შორის თელავის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გენადის შვილი გიორგი გოგილაშვილია, დანარჩენი კი მისი მეგობრები არიან. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

შსს

19 დეკემბერი 2018, 00:36

ძალოვნები

შსს კახეთში 16 დეკემბრის ინციდენტზე 4 პირის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩანგრეული ხიდი გენუაში

19 დეკემბერი 2018, 00:35

მსოფლიო

გენუაში ჩანგრეულ ხიდს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი აღადგენს

ახალი პროექტი იტალიას €200 მილიონამდე დაუჯდება. ოფიციალური პირების განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს 12 თვე დასჭირდება. 51 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ გუნუაში ხიდი 14 აგვისტოს ჩაინგრა, რასაც 43 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისის მერია

19 დეკემბერი 2018, 00:21

საქართველო

მერია: აღმაშენებელზე ხმობადი დაავადებული ფიჭვები მოიჭრა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა საღი ხეები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს, რომლის თანახმადაც ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.

მოზამბიკის არმია

19 დეკემბერი 2018, 00:04

მსოფლიო

მოზამბიკის არმიამ ჟურნალისტები დააკავა

სამხედროებმა მედიის წარმომადგენლები მაშინ აიყვანეს, როდესაც პალმის რაიონიდან ჩიტოლოსკენ გადაადგილდებოდნენ. ჟურნალისტებს ადგილობრივი და პროვინციის სამხედრო მეთაურისგან გადაღების ნებართვა ჰქონდათ. დაკავებისას ჯარისკაცებმა მედიის წარმომადგენლებს სამუშაო აღჭურვილობა, მათ შორის კამერები ჩამოართვეს.

მამუკა მდინარაძე

18 დეკემბერი 2018, 23:42

ძალოვნები

მდინარაძე: ველისციხის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 16 დეკემბერს გურჯაანში პოლიციელებზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს და ამ დროისთვის ამ ინციდენტის ფარგლებში უკვე 4 პირია დაკავებული. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ირმა ინაშვილი

18 დეკემბერი 2018, 23:30

საქართველო

ინაშვილი: ვხედავ სამართლიანობის აღდგენის ნიშნებს

მე ვხედავ ნიშნებს, რომ ქვეყანაში შეიძლება დაიწყოს სამართლიანობის აღდენა, - ამის შესახებ გადაცემაში პირისპირ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ჩარლზ მაიკლი

18 დეკემბერი 2018, 23:22

მსოფლიო

ბელგიის პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ჩარლზ მაიკლმა კანონმდებლებთან ლაპარაკისას განმარტა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ ბელგიის მეფეს დღის ბოლომდე ჩააყენებს საქმის კურსში. ბელგიის პრემიერმინისტრმა განცხადება დეპუტატებთან მიმართვისას მას შემდეგ გააკეთა, რაც ნაციონალურ კოალიციაში ყოფილ პარტნიორებთან საერთაშორისო საიმიგრაციო პაქტის ირგვლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ფარავნის უღელტეხილი

18 დეკემბერი 2018, 23:17

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ისევ აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე (კმ94-კმ110) მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

კარვების აღება რუსთაველზე

18 დეკემბერი 2018, 23:02

საქართველო

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვების ნაწილი აიღო

რუსთაველზე ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურმა ჯგუფმა კარვების ნაწილი აიღო. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, აღებულია სამი კარავი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის კარნახით დაგეგმილი და შეუმდგარი აქციისთვის რუსთაველზე 16 დეკემბერს დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე განალაგეს.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

18 დეკემბერი 2018, 22:57

ტაბლოიდი

თეთრი სახლი დონალდ და მელანია ტრამპების საშობაო ფოტოს ავრცელებს

ფოტო საშობაოდ მორთულ Cross Hall-ში 15 დეკემბერს არის გადაღებული. დონალდ და მელანია ტრამპები შობას თეთრ სახლში მეორედ ხვდებიან. დეკემბერში თეთრი სახლი 30 ათასზე მეტ სტუმარს და 100-ზე მეტ მიღებას მასპინძლობს.

კანაფი

18 დეკემბერი 2018, 22:43

მსოფლიო

2020 წელს ახალი ზელანდია რეკრეაციული კანაფის ლეგალიზებას რეფერენდუმზე უყრის კენჭს

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ერთ კვირაში, მას შემდეგ გაჟღერდა რაც კანონმდებლებმა სამედიცინო კანაფს ახალ ზელანდიაში მწვანე შუქი აუნთეს. გასულ წელს ახალ ზელანდიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანაფის ლეგალიზაციის სასარგებლოდ არჩევანი მოსახლეობის ორმა მესამედმა დააფიქსირა.