imedi /  07 სექტემბერი 2018, 20:26 / სანდო წყარო

სახელმწიფო დაცვის სამსახური „სახელმწიფო დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებს განმარტავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამ სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარავს, რომ ეს ცვლილება კანონში იკვე არსებულმა კოლიზიამ გამოიწვია.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში არსებობდა კოლიზია „11“ და მე-4 პუნქტებს შორის, კერძოდ: მოქმედი რედაქციის „11“ პუნქტის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე უპირობოდ უნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა, მე-4 პუნქტის მიხედვით კი მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო თანამდებობის პირს (მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტიც - „ა“ ქვეპუნქტი) უფლებამოსილების შეწყვეტის/ვადის გასვლის შემდეგ დაცვა ენიშნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. აღნიშნული კანონის იმავე მუხლის საფუძველზე, დღეს სამსახურის დასაცავ პირთა სრული ნუსხა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის N427 განკარგულებით, რომლის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე დაცვით სარგებლობენ საქართველოს პრემიერმინისტრი და მისი ოჯახის წევრები. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ თანახმად კი, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დაცვა უნარჩუნდება მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. (კანონპროექტის მიღების შემდეგ, ზემოაღნიშნული რეგულაციები შესაბამისობაში მოვა ახალ საკანონმდებლო რეგულაციებთან და ერთიან სამართლებრივ რეჟიმში მოექცევა ყველა უმაღლესი თანამდებობის პირის დაცვის საკითხები)“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სწორდება კანონში დღეს არსებული ხარვეზი და ამასთან, ყველა უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გავრცელდება თანაბარი მიდგომა - კერძოდ, პროექტი უფლებამოსილების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ სავალდებულო წესით დაცვის შენარჩუნებას ითვალისწინებს ერთი წლით საქართველოს პრემიერმინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის. ასევე საქართველოს პრემიერმინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ მათი ოჯახის წევრებს. შემოთავაზებული ინიციატივის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით, დაცვის პერიოდის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.

სამსახურის განმარტებით, ახალი კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებაა.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს 5 აგვისტოს წარუდგინა.

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: საქართველო და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ადგილებია

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ოთარ დანელია

26 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

დანელია: გახარიას გადადგომით პოლიტიკური ამინდის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

საელჩო

26 ივნისი 2019, 00:01

საქართველო

ამერიკელი დიპლომატი ოჯახთან ერთად საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს, თუ რატომ არის საქართველოში გატარებული დრო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძვირფასი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

სააკაშვილი: მელია არ უნდა დავაჭერინოთ! ამოვიდა ყელში!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს. "მელია არ უნდა დავაჭერინოთ არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", - წერს სააკაშვილი.

შალვა ნათელაშვილი

25 ივნისი 2019, 22:18

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ.

სტეფანი გრიშემი

25 ივნისი 2019, 22:01

მსოფლიო

მელანია ტრამპის თანაშემწე თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თანაშემწე კომუნიკაციებისა და პერსონალის საკითხებში სტეფანი გრიშემი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციების გარდა სტეფანი გრიშემი კომუნიკაციების დირექტორის პოსტსაც შეითავსებს და ამავდროულად მელანია ტრამპის წარმომადგენელიც იქნება.

გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

სანდრა რულოვსი

25 ივნისი 2019, 21:56

საქართველო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

აქცია

25 ივნისი 2019, 21:28

საქართველო

პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს. რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა.

ჯორჯ მარტინი

25 ივნისი 2019, 21:28

კულტურა

ჯორჯ მარტინმა „ჩერნობილი“ შეაქო

ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის რომანების მიხედვითაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე სეზონი გადაიღეს, ბრიტანული HBO-ს მიერ გადაღებული მინი-სერიალი „ჩერნობილი“ შეაფასა. მან ასევე შეაქო ჯარედ ჰარისი, რომელმაც სერიალში მეცნიერი ვალერი ლეგასოვი განასახიერა.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 21:14

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას განუმარტეს, რომ მომიტინგეთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობა გაჩნდა.

კლოდ კერნი

25 ივნისი 2019, 20:54

საქართველო

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) 2020 წლის არჩევნების ნულოვანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

შეკვეთილი

25 ივნისი 2019, 20:53

საქართველო

შეკვეთილში აქციის ოთხმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო

შეკვეთილში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, ოთხმა ადამიანმა კი შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ოპოზიციის შეფასებით მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს, იმიტომ რომ "საქართველოს მოქალაქეს პარლამენტში შესვლა შეუძლია. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები შეერთებული შტატების სენატში და წარმომადგენლების პალატაში შევდივართ პირადობის მოწმობის გარეშე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პროკურატურა

25 ივნისი 2019, 20:27

ძალოვნები

გენპროკურატურა სასამართლოს აქციისას დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას დაკავებული პირებიდან უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 20:26

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები უკვე მეექვსე დღეა იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.