ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
ნინო ბურჯანაძე
ფოტო: არქივი
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თანამოაზრეების ამ ფარსში ჩართვას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთვის არა იმ მიზნით, რომ საკუთარი სურვილები და ინტერესები განვახორციელოთ, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილი აკეთებს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძოლებთ იმ მიზნით, რომ შევცვალოთ ის დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ჩამოყალიბდა. უნდა დავუბრუნო ჩემს ქვეყანას ღირსება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა. ამისთვის აუცილებელია ეს ფარსი გავატაროთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რომ არ ფარსში მონაწილეობა არ მივიღოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დღეიდან შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ქართველი ერის ამ დამცირებას ბოლოს მოუღებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ბრიფინგზე პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებაც ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ ნგრევაზე საზოგადოებას პროტესტი არ გამოუხატავს. საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ აღნიშნული ქვეყანას ასუსტებდა და მხოლოდ ოლიგარქის ძალაუფლებას აძლიერებდა. პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის სურვილების განხორციელების სიმბოლო. ემსახურება ერთი ადამიანის და მისი ახლობლების კომფორტულ გარემოში ცხოვრებას", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა, მან მაშინ ხმების 10,18 პროცენტი მიიღო.
პარტია ბოიკოტი გამოუცხადა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებს და მასში მონაწილეობა არ მიუღია. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიამ ხმების 10,22 % მოიპოვა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 3,54 %, ხოლო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 2,59%.
2018 წლის თებერვალში ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მასზე კარგი კანდიდატი არავინ არ იქნებოდა. ბურჯანაძის თქმით, ის თავის თავზე უკეთესად მიიჩნევს ისეთ კანდიდატს, რომელიც უფრო გამოცდილი, უფრო კომპეტენტური იქნება და მასზე გაცილებით უკეთესი კონტაქტები ექნება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 10:56
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
03 აპრილი 2026, 10:47
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:44
რეგიონი
ლევან მეხუზლა: რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:31
მსოფლიო
აბას არაღჩი: სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანში ხიდის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სამოქალაქო ობიექტების განადგურება ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.
03 აპრილი 2026, 10:27
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:25
სამართალი
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.
03 აპრილი 2026, 10:17
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:08
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:54
მსოფლიო
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:40
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.
03 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
03 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
სეს: ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:10
მსოფლიო
რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში
ისრაელში ღამით საჰაერო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული. თელ-ავივის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფარში გაატარა. ისრაელზე იერიშები ირანის პარალელურად „ჰუსიტებმაც“ მიიტანეს და განაცხადეს რომ თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“იყო კოორდინირებული.
03 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა
გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 08:59
საზოგადოება
„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.
03 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ
ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:35
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს
გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.
03 აპრილი 2026, 08:27
საზოგადოება
მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან
„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:21
საზოგადოება
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის განსაზღვრული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.
03 აპრილი 2026, 08:12
პოლიტიკა
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა


