Imedi /  11 სექტემბერი 2018, 16:32 / სანდო წყარო

ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს. მამაცაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ განკეთებულ განცხადებები "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნული პროვოკაციაა.

„ლეგენდები ჩემი, ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.
გამონაკლისი, არც ,,ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ,,ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.
შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს", - აცხადებს უჩა მამაცაშვილი.

9 სექტემბერს სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება. მათ საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელზეც ამბობენ, რომ ის "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

მანამდე, 7 სექტემბერს ტელეკომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "იბერიას" დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. საუბარია კომპანია "ომეგა ჯგუფზე", რომლის შემადგენლობაშიც "იბერია" შედის. ამ საკითხზე საპასუხო განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ტელეკომპანია "იბერიის" შესახებ განცხადება 10 სექტემბერს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. მისი თქმით, მიუღებელია და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთ ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადიდან თავი აირიდოს. 

ყველა სიახლე

აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედელი

25 მაისი 2019, 12:20

მსოფლიო

ფედერალურმა სასამართლომ აშშ-მექსიკის კედლის დაფინანსება შეაჩერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა მოსამართლემ თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გამოყენება დროებით დაბლოკა. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდს გამოყოფს.

25 მაისი 2019, 12:06

საქართველო

ბათუმში ძლიერი ქარის გამო ავტომობილები დაზიანდა

ძლიერი ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმში. მშენებარე ობიექტებიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომობილები დააზიანა. დაშავებულზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ ქარმა წააქია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლებს გადახადა სახურავი.

პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია

25 მაისი 2019, 11:43

საქართველო

თბილისში პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია იმართება

კონფერენციაში სამოქალაქო განათლების 300 პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობს. ისინი სამოქალაქო განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს გაეცნენ და კოლეგების მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. ღონისძიებას თბილისი მერვედ მასპინძლობს.

25 მაისი 2019, 11:41

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კომუნიკაციების კომისია „სამაუწყებლო შემოსავლების ანალიზის შედეგად, აცხადებს, რომ სამაუწყებლო ბაზარი სტაბილურია. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 8% -იანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო მაუწყებლებმა 12,686,428.19 ლარის შემოსავალი მიიღეს, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 11,789,995.20 ლარი იყო.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2019, 11:24

საქართველო

ანდრია ჯაღმაიძე: აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა

დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. „შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური“.

ფეხბურთელების დაპირისპირება

25 მაისი 2019, 11:15

სპორტი

ეროვნული ლიგის მატჩისას ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მატჩის 61-ე წუთზე მოთამაშეებს შორის დაწყებული ხელჩართული ჩხუბი 4 წითელი ბარათით დასრულდა. მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ვილი ისიანი, დავით თარგამაძე, ლაშა ქოჩლაძე და ლუკა გადრანი გააძევა. გუნდებმა შეხვედრა 9-9 ფეხბურთელით გააგრძელეს. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 11:09

მსოფლიო

ტრამპი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ $8 მილიარდიანი შეთანხმების შესრულებას ითხოვს

ტრამპის ადმინისტრაციამ ამის შესახებ კონგრესის კომიტეტებს უკვე აცნობა. დემოკრატები პრეზიდენტს კონგრესის იგნორირებაში ადანაშაულებენ, რადგან იარაღით ვაჭრობას ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ იარაღის მიყიდვა საჭიროა, რადგან ირანის მიერ შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო შეერთებული შტატების პარტნიორებისთვის რისკები იზრდება.

25 მაისი 2019, 11:00

ძალოვნები

მოკლული ჩვილის დედას გარესამყაროსთან კონტაქტი შეეზღუდა

მოკლული ჩვილის დედის მონახულებას მხოლოდ ადვოკატი შეძლებს. გადაწყვეტყილება საქმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე გამომძიებელმა მიიღო. 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა.

იენს სტოლტენბერგი

25 მაისი 2019, 10:57

მსოფლიო

რუსეთის ქმედებების გამო ნატო საკუთარ სამხედრო სტრატეგიას ცვლის

სტოლტენბერგის თქმით, 2014 წლის შემდეგ ევროპის ზოგიერთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ახალი გარემო შეიქმნა, რის შემდეგაც რუსეთის მხრიდან მზარდ ბირთვულ საფრთხეზე რეაგირება გახდა საჭირო. „ალიანსმა მომავალშიც უნდა განაგრძოს თავდაცვისუნარიანობის დემონსტრირება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მცურავი ტანკერი MARVEA

25 მაისი 2019, 10:44

ძალოვნები

სანაპირო დაცვამ მალტის დროშით მცურავი ტანკერი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის გამო მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 50,000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. "MARVEA”-ს კაპიტანი უკრაინის მოქალაქე იყო.

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი

25 მაისი 2019, 10:32

ძალოვნები

„ალფას“ ასეული ნატოს რეაგირების ძალებს შეუერთდა

დოკუმენტის ხელმოწერამდე, „ალფა“ ასეულმა ნატოს მეორე დონის შეფასება გაიარა. პროცესს ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. „ალფას“ ასეული ნატოს პროგრამაში 2013 წლიდან მონაწილეობს. 2015-დან 2018 წლის ჩათვლით ასეული ჩართული იყო ნატოს რეაგირების ძალებში.

ტერეზა მეი

25 მაისი 2019, 10:19

მსოფლიო

ტერეზა მეის გადადგომას გამოხმაურება მოჰყვა

პრეზიდენტმა ტრამპმა ტერეზა მეის მიმართ სიმპათია ვერ დამალა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წუხს მომხდარის გამო. ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით მოსკოვში ტერეზა მეის მოღვაწეობა ნეგატიურად შეაფასეს და რუსოფობიაში დაადანაშაულეს.

სავარაუდო ეჭვმიტანილი

25 მაისი 2019, 10:00

მსოფლიო

ლიონში მომხდარი აფეთქების სავარაუდო შემსრულებლის ფოტო გავრცელდა

სავარაუდო ეჭვმიტანილი სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრში ჩანს კაცი ველოსიპედით, რომელიც მზის შავ სათვალეს ატარებს. ფოტოზე მისი სახე თითქმის არ ჩანს. პოლიცია 30-35 წლის კაცს ეძებს. აფეთქება ლიონში 24 მაისს, ვიქტორ ჰიუგოს საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა. ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაშავდა.

Spice Girls

25 მაისი 2019, 09:46

ტაბლოიდი

Spice Girls-ით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა კონცერტი დატოვეს

გამოცემის ინფორმაციით, გულშემატკივრები გახმოვანების სისტემის გაუმართაობამ გააღიზიანა, რის გამოც საკონცერტო დარბაზი დატოვეს. მათი თქმით, დამსწრე აუდიტორიისთვის Spice Girls-ის რამდენიმე სიმღერის მოსმენა შეუძლებელი იყო.

ადამ ლევინი

25 მაისი 2019, 09:19

კულტურა

ამერიკულ The Voice-ში ადამ ლევინის შემცვლელი დასახელდა

გადაწყვეტილება მუსიკოსმა პროექტში 8-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ მიიღო. 2011 წლიდან ლევინმა 16 სეზონში მიიღო მონაწილეობა. The Voice-ის ახალ სეზონში Maroon 5-ის სოლისტს გვენ სტეფანი ჩაანაცვლებს. ამერიკელი მომღერალი პროექტში 2014-15 წლებში იყო მენტორი.

McLaren Senna

25 მაისი 2019, 09:02

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ ავტოპარკი კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომობილით შეავსო

„იუვენტუსის“ ფორვარდის ავტოპარკს ამიერიდან დაახლოებით 1 მილიონ ევროდ ღირებული McLaren Senna დაამშვენებს. ავტომობილს 659 ცხენის ძალა აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 340 კილომეტრია. McLaren Senna ფორმულა 1-ის ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელის აირტონ სენას სახელს ატარებს.

Google Duo

25 მაისი 2019, 08:50

ტექნოლოგიები

Google Duo-ს ვიდეოკონფერენციით 8 ადამიანი ისარგებლებს

FaceTime-თან (32), WhatsApp-თან (4), Skype-სთან (50) და Messenger-თან (50) შედარებით ეს თითქოს არაფერია, თუმცა სიახლე ნამდვილად არის. ვიდეოკონფერენციის განახლებული ფუნქცია როგორც Android ისე iOS პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია.

ცეკვა აჭარული

25 მაისი 2019, 08:38

საქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ში კონცერტი გაიმართა

ფილადელფიაში ქართული ელემენტებით გაჯერებულ ღონისძიებას მიწვეული და არაერთი გამვლელი დაესწრო. საჯარო თავშეყრის ადგილზე შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვები, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ჯერემი ჰანთი რორი სტიუარტი ბორის ჯონსონი ესთერ მაკვეი

25 მაისი 2019, 08:15

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლა დაიწყო

ტერეზა მეი თანახმაა ქვეყნის ახალი ლიდერი მისი გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ აირჩოინ. თავად მეი კი პრემიერის პოსტს ოფიციალურად 7 ივნისს დატოვებს, თუმცა მოვალეობას იქამდე შეასრულებს სანამ ახალ კანდიდატს არ დაამტკიცებენ. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

აფეთქება ლიონში

25 მაისი 2019, 08:00

საქართველო

ლიონში მომხდარი აფეთქების გამო საფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

დიპლომატიური უწყება ლიონში მყოფ ადამიანებს ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის ქალაქ ლიონის ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაშავდა. უბედური შემთხვევა ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მოხდა.