imedi /  14 სექტემბერი 2018, 16:01 / სანდო წყარო

გორში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

აქცია

აქცია

გორში მიმდინარე აქციაზე, რომელზეც 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიებით უკმაყოფილო პირები შეიკრიბნენ, საკრებულოს თავმჯდომარესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ და ითხოვდნენ, ხელისუფლებამ გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადებას მოჰყვა. რაზმაძის განცხადებით კი, აქცია პოლიტიკურად მართულია და აქციაზე არაერთი პირია „ნაციონალური მოძრაობიდან.“

გორის ცენტრში, ადამინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძეც შეუერთდნენ.

„მე და ზაზა სარალიძე გორში ჩამოვედით იმისათვის, რომ ორივე შევუერთდეთ ამ აქციას და ამ ხალხს გვერდში დავუდგეთ. ჩვენ ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგი ვართ. ჩვენს ძალებს აუცილებლად გავაერთიანებთ არამარტო გორში, არამედ ყველგან. მე იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ფეხზე დადგება“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც.

„ჩვენი სიამაყეები უკვე მიწაში ლპებიან. ვიდრე დამნაშავეები არ დალპებიან, მანამ აქ ვიდგებით. არ ეგონოთ, რომ რომელიმე წავიქცევით. ჩვენ ყველაფერს მშვიდობიანად ვითხოვთ. კანონს თავად არღვევენ და კიდევ უფრო დაარვევენ თუ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება“,- განაცხადა სარალიძემ.

შსს დღეს ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობის აქციას გამოეხმაურა. აქციის მონაწილეები სოფელ ხელთუბანში 2018 წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობას აპროტესტებენ.

დღეს ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.  მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებდა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

არქივი

19 სექტემბერი 2018, 16:59

ტექნოლოგიები

გაირკვა, რომ პირველი უარყოფითი შთაბეჭდილება სწრაფად იცვლება

ექსპერიმენტის ფარგლებში კვლევის მონაწილეებმა სწარაფად ჩამოიყალებს დადებითი შთაბეჭდილება "კარგი უცხოს" მიმართ. მაგრამ როდესაც "ცუდმა უცხომ" მოულოდნელად ქცევა შეცვალა და სულგრძელობა გამოიჩინა, მისდამი დამოკიდებულება მკვეთრად გაუმჯობესდა.

თავდაცვის სამინისტრო

19 სექტემბერი 2018, 16:57

ძალოვნები

აუდიტმა თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების ანგარიშებზე დარიცხული 140 ათასი ლარი აღმოაჩინა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე ხელფასის დარიცხვა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

19 სექტემბერი 2018, 16:56

ვიდეო

”ძლიერები არ ძალადობენ“ - გურამ კაშია სოციალური კამპანიას შეუერთდა

ტერეზა მეი

19 სექტემბერი 2018, 16:45

მსოფლიო

ტერეზა მეი ევროკავშირის მოთხოვნებს მიუღებელს უწოდებს

სტატიაში ტერეზა მეი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონა მხოლოდ პროდუქტებზე უნდა გავრცელდეს და არა მომსახურებაზე. ევროკავშირში კი ამტკიცებენ, რომ ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გაერთიანებულ სამეფოში მომსახურების დამოუკიდებელი სექტორი შეიქმნას, რაც კონკურენციას ძირს უთხრის.

19 სექტემბერი 2018, 16:45

ვიდეო

სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მურთაზ კიკორიამ პარლამენტს უკვე მიმართა

ეროვნული ბანკი

19 სექტემბერი 2018, 16:37

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მეორე ინტერვენციაა. 14 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 დოლარი შეისყიდა.

19 სექტემბერი 2018, 16:36

ვიდეო

პროკურატურამ, საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნავაზ შარიფი

19 სექტემბერი 2018, 16:33

მსოფლიო

პაკისტანის ყოფილი პრემიერი ციხიდან გაათავისუფლეს

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერიმინისტრი, ნავაზ შარიფი პატიმრობის მისჯიდან 2 თვის შემდეგ, გაათავისუფლეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ყოფილ პრემიერთან ერთად, მისი ქალიშვილი, მარიამიც გაათავისუფლეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ივლისში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

19 სექტემბერი 2018, 16:30

ვიდეო

შს მინისტრის მოადგილე აცხდებს, რომ უწყება კანაფის კულტივაცია ექსპორტზე, ეფექტურ კონტროლს განახორციელებს

19 სექტემბერი 2018, 16:28

ეკონომიკა

ავტოტრანსპორტით ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვა წლის ბოლომდე გადავადდა

ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

19 სექტემბერი 2018, 16:27

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს კონკორდატის დარღვევაში ადანაშაულებს, რასაც შეფასებები მოჰყვა

19 სექტემბერი 2018, 16:18

ტაბლოიდი

ავსტრალიელმა ქალმა ქმრის ღალატის გამო შური სახლის გაყიდვით იძია

ერთხელ კაცს დივანზე ჩაეძინა, ლეპტოპი კი ჩართული დარჩა. სწორედ ამ დროს მას შეტყობინება სხვა ქალისგან მიუვიდა. მიმოწერიდან ქალმა გაიგო, რომ მისი ქმარი კანადაში სხვა ქალთან ცხოვრობს და დაქორწინებასაც გეგმავენ.

მაჭახელას ხეობა

19 სექტემბერი 2018, 16:17

კულტურა

საქართველოში პირველი ეთნოსოფელი მაჭახელას ხეობაში მოეწყობა

პროექტის განხორციელებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. კონცეფციის შესყიდვის ღირებულება 385 ათასი ლარია.

19 სექტემბერი 2018, 16:15

ვიდეო

კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლებმა და სასულიერო პირებმა იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელეს

რაბათის ციხე

19 სექტემბერი 2018, 16:08

საქართველო

ახალციხის ციხეზე 22 275-ლარიანი ასწყობი სცენა მოეწყობა

სცენის შეძენის ინიციატივა მერიას ორი წლის წინ ჰქონდა. რადგან გადაუხურავი სცენის გამო, წვიმიან ამინდებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გადადება უწევდათ.ამისთვის დირექტორი ქალაქის ბიუჯეტში 80 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვდა, თუმცა მაშინდელმა საკრებულომ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

19 სექტემბერი 2018, 16:03

მსოფლიო

აშშ პოლონეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს

აშშ-ის უვიზოდ მოგზაურობის პროგრამაში პოლონეთის დამატების შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ის ტურისტული და საქმიანი ვიზიტით ჩასვლისას, ვიზა არ დასჭირდებათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ ასევე განიხილავს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების საკითხსაც.

19 სექტემბერი 2018, 16:03

საქართველო

ცნობილია, რატომ გაუვიდა შარშან ვადა C ჰეპატიტის სამკურნალო წამლების ნაწილს

ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს აღრიცხული აქვს 26 236 866 ლარის ვადაგასული მედიკამენტები.

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი

19 სექტემბერი 2018, 15:53

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა ტონჩანის სარაკეტო პოლიგონს ხურავს

ლიდერების შეხვედრის დროს კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა. თუ ვიზიტი ნამდვილად შედგება, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქს ეწვევა.

19 სექტემბერი 2018, 15:53

ვიდეო

გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

მოსწავლე, რომელიც ქუთაისის სკოლაში
ჩაგვრის მსხვერპლი გახდა

19 სექტემბერი 2018, 15:51

საქართველო

ქუთაისის მე-2 სკოლაში მასწავლებელმა ბიჭი გრძელი თმის გამო დაჩაგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომლის ჩაგვრის ფაქტსაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს, სკოლაში გრძელი თმის გამო დაჩაგრეს. ამის შესახებ Facebook-ზე მისი დედა წერს. ბიჭის დედის თქმით, მასწავლებელმა მისი შვილის გრძელი თმის გამო, ბავშვის "გენდერი“ ეჭვქვეშ დააყენა.