მამუკა ბახტაძე საერთაშორისო კომპანიებისთვის გადასახადების კიდევ უფრო შემცირებას გეგმავს
მამუკა ბახტაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ WSJ Frontiers-თან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ", - განაცხადა ინტერვიუში ბახტაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, გრძელდება თუ არა რეფორმები მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შემდგომი გაუმჯობესებისთვის, პრემიერი პასუხობს, რომ იგეგმება გადასახადების კიდევ უფრო შემცირება.
“ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ კორპორატიული გადასახადების გაუქმებას საქართველოში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისთვის, არამედ ამ კომპანიებში მომუშავე პირების ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებასაც. რადგანაც საქართველოს ბაზარი მცირეა, ვცდილობთ უფრო ეფექტიან ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენ ვემხრობით მცირე მთავრობის იდეას - სულ ახლახან ჩვენ ათამდე შევამცირეთ სამინისტროების რაოდენობა. გარდა ამისა, ვცდილობთ ჩვენი მომსახურების ციფრულ რეჟიმში სრულ გადაყვანას", - აცხადებს პრემიერი.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რა კეთდება სიღარიბესთან საბრძოლველად. "როდესაც ჩვენ წამოვიწყეთ ჩვენი რეფორმები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ წავაწყდით, იყო სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ია, თუმცა შესაძლებელია მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შემცირება. თუკი შევხედავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტრუქტურას, დავინახავთ, რომ იგი საკმაოდ ინკლუზიურია. ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელსაც ვაგრძელებთ, ეხება განათლების სექტორს. ჩვენ გვინდა ადამიანური კაპიტალის გაზრდა 20%-მდე, ხოლო განათლების წილისა მთლიან შიდა პროდუქტში - 10-11%-მდე. ჩვენ გვსურს, ბიზნესსა და განათლებას შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს",- აცხადებს მამუკა ბახტაძე.
WSJ Frontiers-ის ჟურნალისტის კითხვას, რაზე მახვილდება განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, პრემიერი პასუხობს, რომ მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
"შარშან დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი - მთლიანი შიდა პროდუქტის 12%. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რათა შეიქმნას მეტი დამატებითი ღირებულების მატარებელი პროდუქტი, რადგანაც ჩვენი მიზანია დამწყები ბიზნესებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა",- აცხადებს პრემიერმინისტრი ინტერვიუში, რომელიც WSJ Frontiers-ს აშშ-ში ვიზიტისას მისცა.
ყველა სიახლე
03 მაისი 2026, 11:45
მსოფლიო
რესპუბლიკელი სენატორები, როჯერ უიკერი და მაიკ როჯერსი გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
რესპუბლიკელი სენატორები როჯერ უიკერი და მაიკ როჯერსი გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
03 მაისი 2026, 11:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: დარტყმების განახლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ირანი არასწორად მოიქცევა
„დარტყმების განახლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ირანი არასწორად მოიქცევა და რაიმე ცუდს ჩაიდენს. ჩვენ რომ დღეს წავიდეთ, მათ აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ. მაგრამ არსად მივდივართ. ისე გავაკეთებთ, რომ 2 ან 5 წლის შემდეგ დაბრუნება არ დაგვჭირდეს“, - აცხადებს ტრამპი.
03 მაისი 2026, 11:37
პოლიტიკა
„ქუთაისქალაქობა 2026“ გალაკონცერტით დასრულდა
„ქუთაისქალაქობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაში ცნობილი ქართველი მომღერლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ.
03 მაისი 2026, 11:33
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, დღეს გარე ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა და მათი დეზორიენტაციაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და, რაც მთავარია, ეროვნულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.
03 მაისი 2026, 11:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან - მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში
„ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ოპოზიციაში უდგას თავის ქვეყანას. შესაბამისად, მათ არანაირი ოპოზიციური პარტიები აღარ ჰქვიათ, მით უფრო როცა საკონსტიტუციო სასამართლოში არის მათი საქმე. არაფერი გააჩნიათ და იმას ვერ იყოფენ და რამე ძალაუფლება რომ მისცე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებენ ერთმანეთს და რა კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ საერთოდ? ამიტომ, ბუნებრივად, მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
03 მაისი 2026, 11:25
სამართალი
სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს - ის წარსულში გატაცების 30-მდე ფაქტზე იყო მხილებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
03 მაისი 2026, 11:25
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ
იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
03 მაისი 2026, 11:23
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა გამოთქვეს მზაობა, შექმნან საოჯახო კალათა და საუკეთესო ფასები შესთავაზონ მომხმარებელს
„არსებობს საშუალოვადიანი გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია და კომისიამ იმსჯელა და მოკლევადიანი გეგმაც შეიმუშავა. არაერთი პრაქტიკა შევისწავლეთ, მათ შორის უნგრული და რუმინული, რომელიც იყო ძალიან აგრესიული ჩარევა, მაგრამ ისეთი ქვეყნების მაგალითებიც შევისწავლეთ, როგორებიც იყო საფრანგეთი და საბერძნეთი, სადაც იყო რბილი ინტერვენცია და ჩვენც ამის რეკომენდაცია გავეცით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა აღნიშნული მიმართულებით გამოთქვეს მზაობა, რომ ასეთ მოდელის საფუძველზე იმუშაონ, შექმნან საოჯახო კალათა, სადაც სწრაფი მოხმარების საბაზისო პროდუქტები იქნება და გამოთქვეს მზაობა, რომ საუკეთესო ფასები შესთავაზონ მომხმარებელს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
03 მაისი 2026, 11:18
სამართალი
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
03 მაისი 2026, 11:16
ეკონომიკა
ლაშა რიჟამაძე: პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას მთლიანად სადისტრიბუციო და მწარმოებელთა სექტორი იზიარებს
კომისიის დასკვნას მთლიანად სადისტრიბუციო და მწარმოებელთა სექტორი იზიარებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ.
03 მაისი 2026, 11:00
სპორტი
სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან, დეტალური ინფორმაცია მიიღო სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს. სულხან თამაზაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე მესაზღვრეებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
03 მაისი 2026, 10:36
სპორტი
მიქაუტაძემ და ზივზივაძემ ესპანეთის და გერმანიის ჩემპიონატებში დუბლები შეასრულეს⚽
ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. 5-დან 2 გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გაიტანა. მიქაუტაძემ მეტოქის კარი 38-ე და 68-ე წუთზე აიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
03 მაისი 2026, 10:33
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს.
03 მაისი 2026, 10:22
ჯანდაცვა
თელ-ავივში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
თელ-ავივში, ჰაბიმას მოედანზე დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის მცდელობას, საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცოს ულტრაორთოდოქსი ებრაელების გათავისუფლება სამხედრო სამსახურისგან. ასევე, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს მთავრობის უარი, შეიქმნას სახელმწიფო საგამოძიებო კომისია 2023 წლის 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებული ჩავარდნების გამოსაძიებლად.
03 მაისი 2026, 09:20
მსოფლიო
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა.
03 მაისი 2026, 09:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
03 მაისი 2026, 08:17
მსოფლიო
ბრაზილიაში ძლიერ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია
ბრაზილიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი ევაკუირებულია.
03 მაისი 2026, 08:04
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა.
02 მაისი 2026, 22:46
ეკონომიკა
პრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
„სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება, ერთი მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი“.
02 მაისი 2026, 22:40
ეკონომიკა
პრემიერი: კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება
კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.


