გრიგოლ ვაშაძეს სალომე ზურაბიშვილთან ოთხი შეკითხვა აქვს
გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვით მიმართა. ვაშაძის თქმით, ეს ის შეკითხვებია, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს.
"რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობისა და უკანონობის კასკადმა, რისი მტკიცებულებებიც ვიხილეთ და მოვისმინთ. ამაზე მუდმივად საუბრობს საზოგადოება და ჩვენი შტაბი, მაგრამ არცერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდეტობის სამთავრობო კანდიდატისგან.
მხოლოდ ის ვიცით, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანის პლანტაციად გადაქცევას და ასევე ეთანხმება პუტინ-მედვედევს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადებას აქვს უფლება პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან მიიღოს პასუხები შემდეგ კითხვეზე: პარლამენტის საგამოძიებო წევრობისას რატომ არ დაუჭირა მხარი დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას; რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე; რატომ არ გამოეხმაურა კომპანია "ომეგას" დარეკეტებას და "იბერიის" დახურვას; რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს მედიაში ნაჩვენებ ე.წ. ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სასახლეებზე,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით, ამომრჩევლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ლეგალიზაციის მომხრე არ არის და არასდროს იქნება.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებულ საკითხს, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის დასაწყისში თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაიწყო. თუმცა, საქართველო წამოეგო რუსულ პროვოკაციას, რამაც კონფლიქტის ახალი ტალღის პროვოცირება გამოიწვია.
სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ბევრ წარმომადგენელს არ მოეწონა. მაგრამ მოგვიანებით მან განმარტა, რომ 2008 წელს რუსეთი მოქმედებდა როგორც აგრესორი, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მოსკოვს მიზნების განხორციელებაში შეუწყვეს ხელი, რადგან რუსულ პროვოკაციაზე სამხედრო რეაგირება მოახდინეს. ეს კი რუსეთმა გამოიყენა როგორც საბაბი, საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის დასაწყებად.
„ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენი სამოქალაქო ვალია ეს გვახსოვდეს“, - დაწერა ზურაბიშვილმა.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 11:42
მსოფლიო
მარკო რუბიო: რატომ ფიქრობს ვინმე, მათ შორის რომის პაპიც, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ოდესმე ქონა კარგი იდეაა?
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რომის პაპის ლეო მე-XIV დაპირისპირებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ვატიკანში ვიზიტის წინ ეხმიანება.
06 მაისი 2026, 11:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, მშენებლობა დაიწყო, ეს კომპლექსური ობიექტი მოიცავს როგორც საპორტო, ისე - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას
ქვეყნისთვის ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში, სადაც ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
06 მაისი 2026, 11:31
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
06 მაისი 2026, 11:17
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინა
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 651 ფაქტი. დალუქულია 20 უკანონო სახერხი საამქრო.
06 მაისი 2026, 11:09
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გაცილების ოპერაცია დროებით შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გაცილების ოპერაციას, რომელსაც „თავისუფლების პროექტი“ უწოდა, დროებით აჩერებს.
06 მაისი 2026, 11:08
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე მეუფე ზენონის განცხადებაზე: მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ ატეხეთ ხმაური და წინ არ აღუდექით იგივენაირად, როგორც ახლა?
რადგანაც ნაცების ყვითელი მედია არ წყვეტს პროცესზე ზეწოლას და ვისმენ/ვკითხულობ მსგავს მავნებლობებს, რამდენიმე აქცენტს/კითხვას დავსვამ, - წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსთან დაკავშირებით, მეუფე ზენონ იარაჯულის განცხადებას ეხმიანება.
06 მაისი 2026, 11:08
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ რაშად ისმაილოვს შეხვდა
„ჩვენ ვაფასებთ საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში. არსებული პარტნიორობა მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, თუმცა მისი მეტად გაძლიერების პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატურ რისკებზე ერთობლივი რეაგირების კუთხით. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობამ რეალური გავლენა მოახდინოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
06 მაისი 2026, 11:06
საზოგადოება
პატრიარქის არჩევნების წინ შეტევები გააქტიურდა - მეუფე ზენონის მიერ „ტვ პირველზე“ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებების და ბრალდებების ტირაჟირებას ოპოზიცია და ცალკეული მედიასაშუალებები ახდენენ
პატრიარქის არჩევნების წინ შეტევები გააქტიურდა. „ტვ პირველმა“ ეთერი დაუთმო მეუფე ზენონს. შეურაცხყოფების გარდა იყო მძიმე ბრალდებები.
06 მაისი 2026, 10:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა
უწყების ხელმძღვანელმა უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ.
06 მაისი 2026, 10:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.
06 მაისი 2026, 10:56
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან, დეტალური ინფორმაცია მოისმინა მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამუშაო სპეციფიკის შესახებ.
06 მაისი 2026, 10:52
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები სტამბოლში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობენ
კონფერენციის ფარგლებში ილია ბეგიაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობაზე.
06 მაისი 2026, 10:51
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 მაისი 2026, 10:44
პოლიტიკა
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 10:39
მსოფლიო
Reuters: მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ გამორიცხა
მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება შესაძლებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 10:39
ტექნოლოგიები
კვლევა: Linkin Park-ი სტრესის მოსახსნელად ყველაზე პოპულარულ ჯგუფად დასახელდა
ანგარიში ეყრდნობა აშშ-ში გამოკითხული 1 000 ადამიანის მონაცემებს და 560 საჯარო ფლეილისტის (სტრესის მოსახსნელი და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემატიკის) ანალიზს, რომელიც ჯამში 155 626 ტრეკს მოიცავდა. კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეული სიმღერები და სტილი ემოციური შვების ძიებისას მუდმივად ფიგურირებს.
06 მაისი 2026, 10:32
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სოსო ობოლაძე უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სოსო ობოლაძე წარუდგინა.
06 მაისი 2026, 10:27
მსოფლიო
Reuters: აბას არაღჩი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 10:21
რეგიონი
რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მე-19 მიკრო რაიონში დაიწყო
„რუსთავში ვაგრძელებთ გზების რეაბილიტაციისა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. საავტომობილო გზას 5600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განვაახლებთ. გათვალისწინებული გვაქვს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ტროტუარების, გარე განათების ქსელის მოწყობა და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა. გზის აღნიშნული მონაკვეთის გავლა უწევთ N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და N43 ბაგა-ბაღის ბავშვებს, შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
06 მაისი 2026, 10:15
სპორტი
„პსჟ“ „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრას დღეს გამართავს⚽
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად მიუნხენის „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრას გამართავს. მატჩი „ალიანც არენაზე“ თბილისის დროით 23:00 დაიწყება. გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. კვარაცხელიამ იმ თამაშში დუბლი შეასრულა.


