Imedi /  25 ოქტომბერი 2018, 12:52 / სანდო წყარო

კუკავამ და წულაიამ ქუთაისში „ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ გახსნეს

გოგი წულაია და ბიძინა ივანიშვილი

პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ ქუთაისში პერფორმანსი გამართეს და ბიძინა ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს.

ამ ფორმით მათ ის დაპირება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი 2019 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ადგილზე ამ დრომდე ჭაობია. პერფომანსის ფარგლებში კუკავამ და წულაიამ წითელი ლენტი გაჭრეს, დადგეს მერხი და მოსწავლეებს მითითებებიც მისცეს.

"ჩვენ შარშანაც ვიყავით აქ და გვითხრეს, რომ უნივერსიტეტს წელს უნდა მიეღო 40 ათასი სტუდენტი, მაგრამ დღეს აქ არის 40 ათასი ბაყაყი. ეს არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის სახე და ასევე აშენდება საქართველო ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში", - განაცხადა კახა კუკავამ.

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ნოემბერში დაიწყო. უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე აშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ” სრულად აფინანსებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. 

ყველა სიახლე

29 ივლისი 2026, 17:54

მსოფლიო

POLITICO: BMW 2027 წლის ბოლომდე 8 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

გერმანული ავტომწარმოებელი BMW 2027 წლის ბოლომდე ათასობით თანამშრომელს შეამცირებს. ინფორმაციას POLITICO კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 17:54

რეგიონი

რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში მიმდინარე საფეხბურთო სავარჯიშო მოედნების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო

„საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების უპრეცედენტო პროგრამას ახორციელებს. მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენს ქვეყანაში აქამდე არასდროს განხორციელებულა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 55 ლოკაციაზე შენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი, ასევე ათობით სარაგბო მოედანი და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

29 ივლისი 2026, 17:52

რეგიონი

ბოლნისის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული ბოლნისელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული ბოლნისელი გმირის, გიორგი მარგიანის, ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

თამთა მეგრელიშვილი

29 ივლისი 2026, 17:50

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს

ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

ნინო წილოსანი

29 ივლისი 2026, 17:48

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწვეტა. ეს არის კიდევ ერთი დამატებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ

ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწვეტა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

29 ივლისი 2026, 17:37

მსოფლიო

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე საფასურის დაწესებას განიხილავენ

იემენელი „ჰუსიტები“ განიხილავენ წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მოძრავი კომერციული გემებისთვის საფასურის დაწესებას. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

29 ივლისი 2026, 17:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს

მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი ვოლსკი

29 ივლისი 2026, 17:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები, რომელიც ნამდვილად არ ითვალისწინებს კვაზი წარმონაქმნთან პოლიტიკურ ურთიერთობას

მუშაობა მიმდინარეობდა განსაკუთრებით გაეროში, განსაკუთრებით გააქტიურდა ეს მცირე ოკეანეთის ქვეყნების ვიზიტები საქართველოში, მთელი დელეგაციები ჩამოვიდა რამდენიმეჯერ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

29 ივლისი 2026, 17:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არა მარტო სააკაშვილს აქვს ასეთი ჰალუცინაციები, რომ პრეზიდენტი ხდება, ბევრ მის თანაპარტიელსაც აქვს, ზოგი პრემიერობისთვის იბრძვის, ზოგი უკვე ხელისუფლებაშია

არა მარტო სააკაშვილს აქვს ასეთი ჰალუცინაციები, რომ პრეზიდენტი ხდება, ბევრ მის თანაპარტიელებსაც აქვს, ზოგი პრემიერობისთვის იბრძვის, ზოგი უკვე ხელისუფლებაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი

29 ივლისი 2026, 17:21

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა გამოვიდა, რომელიც პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში

„ეს იქნება ჩემი დახვეწილი ვერსია, მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში...ისევე როგორც ბრაზილიის პრეზიდენტი გამოვიდა ციხიდან და გახდა პრეზიდენტი ისევ, როგორც დღევანდელი მალაიზიის პრემიერი პირდაპირ ციხიდან გახდა პრემიერი. თქვენ გააკეთებთ ამას, მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ როლს და ფუნქციას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

29 ივლისი 2026, 17:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე: სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ცალკეული ქვეყნები, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამით პრაქტიკულად ქვეყნის სუვერენიტეტი ეჭვის ქვეშ დააყენა, უკან იწვევენ ამ აღიარებებს

გაივლიან რიყეზე და ქვას ვერ დაინახავენ, ვისაც არ უნდა ამის დანახვა. ასე იქცევიან რადიკალები და მათი იდეოლოგები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბენიამინ ნეთანიაჰუ

29 ივლისი 2026, 17:07

მსოფლიო

Haaretz: ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა. ინფორმაციას ისრაელური გამოცემა Haaretz-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 16:58

რეგიონი

დავით სონღულაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს გაეცნო

„თელავში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის პირველივე დღიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროცესში სრულად არის ჩართული და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით ყველა საჭირო ღონისძიებას ოპერატიულად ახორციელებს. სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოწვევების დროს რეაგირება იყოს სწრაფი, ხოლო ყველა პასუხისმგებელი უწყების მუშაობა - კოორდინირებული და ეფექტიანი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ჯარედ კუშნერი სტივ უიტკოფი

29 ივლისი 2026, 16:47

მსოფლიო

Financial Times: უიტკოფი და კუშნერი კიევს პირველად ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში პირველად ჩავლენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 16:40

ეკონომიკა

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია „ევროკონტროლი“: 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის“ ფრენების მონიტორინგის და ანალიზის ფარგლებში, 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც მორიგი რეკორდული მაჩვენებელია.

29 ივლისი 2026, 16:34

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ

აღინიშნა, რომ ფინტექ სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. განსაკუთრებული დინამიკით ვითარდებიან საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები, რომლებიც თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მათი საქმიანობა ხელს უწყობს ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, მომხმარებლებისთვის სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას, ასევე ფინანსურ სექტორში კონკურენციისა და ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერებას.

29 ივლისი 2026, 16:28

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სულხან თამაზაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გია აბაშიძე

29 ივლისი 2026, 16:28

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა

„ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი მუშაობით დასტურდება, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გლობალური წესრიგის ერთადერთი საფუძველია. ოფიციალური თბილისი მხოლოდ პოზიციას კი არ იცავს, არამედ მზადაა ნაურუსთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და ახალი პარტნიორული არეალი გააფართოვოს.“ - წერს აბაშიძე.

29 ივლისი 2026, 16:19

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

საერთაშორისო ფორუმის მიზანია პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ოპერატიული შედეგების/გამოწვევების შეფასება და რეგიონული თანამშრომლობისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის მექანიზმების განვითარებას, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სამართალდაცვითი ღონისძიებების შემცირებას.

29 ივლისი 2026, 16:04

საზოგადოება

ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“ ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭიდაობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.