imedi /  01 ნოემბერი 2018, 13:33 / სანდო წყარო

მმართველი გუნდი მოკლე და გრძელვადიან ცვლილებებზე შეთანხმდა

"ქართულ ოცნებაში" წინასაარჩევნო მოკლევადიან და არჩევნების შემდგომ გრძელვადიან სტრატეგიაზე შეთანხმდნენ.

ბიძინა ივანიშვილთან და სალომე ზურაბიშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ დეპუტატმა ეკა ბესელიამ თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის მისაცემად მივიდეს.

როგორც ბესელიამ განმარტა, მმართველმა გუნდმა პირველი ტურის შედეგებით, მოსახლეობისგან გზავნილი მიიღო და პრობლემების მოგვარებას დაიწყებს.

„რა გზავნილიც მივიღეთ, ამას კარგად ვაცნობიერებთ. არის საჭირო მნიშვნელოვანი ცვლილებები, ისეთი, რომელიც სჭირდება ჩვენ ხალხს. პირველი ეტაპი არის მოკლევადიანი, რომელიც ეხება ამ მოკლე ვადაში, საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე დასაგეგმ ღონისძიებებს, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, შესაცვლელია. ჩვენი შიდა საქმეა, როგორ დავალაგებთ შიდა მენეჯმენტს. იქნება ცვლილებები ამ მხრივ, იმისთვის, რომ მეორე ტურზე ყველა ამომრჩეველი მოვიდეს და გავაცნობიეროთ, რომ რეალური საფრთხეა ქვეყანაში. თუ მოვიდა რევანშისტული ძალა და ეს სახიფათოა არა "ქართული ოცნებისთვის", არამედ ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, მშვიდობა ქვეყანაში თუ წარსულში დაბრუნება. მეორე საკითხი ეხება არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს. ახლა დროა კონსოლიდირების, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების.

ბესელიას თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს საფრთხე და არჩევნებზე მივიდეს.

„საკითხი არ დგას ისე, რომ დარჩება თუ არა "ოცნება" ხელისუფლებაში. ეს არჩევნები იმიტომაც არის სახიფათო, რომ ძალა რომელიც რევანშისთვის ემზადება, ეს ძალა ემზადება უმძიმესი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებისთვის. თუ ბატონ ვაშაძეს ჰგონია, რომ შეწყალების უფლება ისეთი უფლებაა, რომ ვისაც რა უნდა ქვეყანაში დააშავოს და მერე ეს ადამიანები მან შეიწყალოს, ის ცდება. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ მეორე ტური მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ბევრი რამე ისე არ არის, როგორც უნდა იყო", - ეს განცხადება კი დეპუტატმა მირიან წიკლაურმა გააკეთა.

"არის გარკვეული რეზერვი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, რომ აღნიშნული პრობლემები მეტნაკლებად გადავჭრათ ან შევარბილოთ და სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება სტრატეგია. გუნდს უნდა ემუშავა ერთობლივად, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ აღნიშნული პრობლემები მოეგვარებინა. შესაბამისი ჩართულობა არ იყო და ზოგიერთი შეიძლება ვერც აკეთებდა საქმეს, როგორც უნდა გაეკეთებინა", - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

თუმცა წიკლაურის თქმით, ეს პრობლემა კანდიდატიდან არ გამომდინარეობდა. მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურაა და მის მიმართ შენიშვნები დღევანდელ შეხვედრაზე არ გამოთქმულა.

„ბატონი ბიძინას ავტორიტეტი განუზომელია და ალბათ, ერთ ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება ამ არჩევნებში. ფორმალურად რა თანამდებობას დაიკავებს, არ ვიცი. დღეს კრიტიკული და იმედიანი პოზიცია ჰქონდა. კრიტიკა იყო მთლიანად გუნდის მუშაობის მიამრთ. მათ შორის, მან აღნიშნა ასეთი რამ, როგორც ხელმძღვანელი, მე ვიღებ ამ კრიტიკას საკუთარ თავზეც", - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ცხოველები

18 იანვარი 2019, 18:19

ტაბლოიდი

მექსიკაში ცხოველები აკურთხეს

მექსიკაში ის ფრანცისკანელმა ბერებმა დაამკვიდრეს. წმინდა ანტონი ეგვიპტეში მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, ობლად დარჩენილმა წმინდანმა საკუთარი ქონება ღარიბებს დაურიგა და უდაბნოში წავიდა, სადაც ცხოველების გარემოცვაში ცხოვრობდა.

სოცქსელები

18 იანვარი 2019, 18:12

ტექნოლოგიები

გადაიხდიდით ონლაინ უსაფრთხოებისთვის? კვლევა ამბობს, რომ ადამიანების უმეტესობა არა

კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც Facebook-ის ირგვლივ პირადი ინფორმაციის დაცულობაზე და ამ თემის რეგულაციაზე მსოფლიო ალაპარაკდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა 3,240-მა მოზარდმა მიიღო. კვლევა 2018 წლის 13-16 დეკემბერს ჩატარდა.

მენდელეევის ცხრილი

18 იანვარი 2019, 18:09

მსოფლიო

შოტლანდიაში მსოფლიოში უძველესი მენდელეევის ცხრილი იპოვეს

შოტლანდიაში სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დალაგებისას ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდური ეგზემპლარი იპოვეს, რომელიც მსოფლიოში უძველესად მიიჩნევა.

ბრიუსელი ხიდი

18 იანვარი 2019, 17:54

მსოფლიო

ბრიუსელში ხიდი ჩაინგრა

ბრიუსელში ვილებრუკის არხზე გამავალი ხიდი ჩაინგრა, რის გამოც დედაქალაქსა და სხვა ქალაქებს შორის მოძრაობა დროებით შეფერხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კირა მებუკე

18 იანვარი 2019, 17:47

კულტურა

მსახიობი კირა მებუკე გარდაიცვალა

ის იყო შალიკაშვილის თეატრის პირველი ქალი მიმი, რომელმაც შეცვალა პანტომიმის ჟანრის მიმართულება და ქართული სტილით წაიყვანა პანტომიმის განვითარება. მან უდუდესი წვლილი შეიტანა ქართული პანტომიმის განვითარებაში.

Tesla

18 იანვარი 2019, 17:44

ეკონომიკა

Tesla კომპანიაში დასაქმებულებს 7%-ით შეამცირებს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი უახლოეს მომავალში წარმოებასთან დაგეგმილი პროცესებია. ამერიკულ ავტომწარმოებელს ამ დროისთვის 45,000 დასაქმებული ჰყავს. მანამდე SpaceX-მა განაცხადა, რომ დასაქმებულებს 10%-ით შეამცირებს.

გაზპრომი

18 იანვარი 2019, 17:38

მსოფლიო

„გაზპრომი“ ჩეჩნეთის მოსახლეობისთვის დავალიანების ჩამოწერას არ აპირებს

აბონენტებისთვის 9 მილიარდი რუბლის ოდენობის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება გროზნოს რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 2015 წელს ჩეჩნეთის დავალიანება „გაზპრომის“ მიმართ 152 მილიარდ რუბლს აჭარბებდა.

18 იანვარი 2019, 17:36

ტექნოლოგიები

იაპონიამ ხელოვნური ვარსკვლავთცვენის მოსაწყობად ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვა

თანამგზავრი სტარტაპმა ALE-მ შექმნა. მის ბორტზე მეტალის 400 ბურთია მოთავსებული. დანიშნულ დროს მათ თანამგზავრიდან ისვრიან, რის შემდეგაც ბურთები დედამიწის მიმართულებით გაფრინდებიან. ფრენის პროცესში ისინი დაიწვებიან, დედამიწიდან კი ეს ვასკვლავთცვენასავით გამოჩნდება.

პარლამენტი

18 იანვარი 2019, 17:29

საქართველო

ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

სიახლე შეეხო ალჟირს, მაროკოსა და ტუნისსაც. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომაც უნდა დაამტკიცოს. ასეთ შემთხვევაში გერმანია მერვე ქვეყანა იქნება, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩართავს.

18 იანვარი 2019, 17:25

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 150 ათასზე მეტი ფრენა შესრულდა

შპს “საქაერონავიგაცია” გასულ წელს საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 48 643 აფრენა - დაფრენას მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7 332 ფრენით, ანუ 17.7%-ით არის გაზრდილი.გაზრდილია როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობა.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2019, 17:14

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ფეთხუმობაში ამხილეს

მოდის ექსპერეტებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ მეგან მარკლი საზოგადოებაში ხშირად ჩნდება დაჭმუჭნილი ტანსაცმლით. მაგალითად გამოცემას მისი ერთ-ერთი ბოლო აქტივობა მოჰყავს, როდესაც მარკლი საქველმოქმედო ორგანიზაცია Smart Works-ს ეწვია, რომელიც უმუშევარ ქალებს დახმარებას სთავაზობს.

Tesla ავტოპილოტი

18 იანვარი 2019, 17:12

ტექნოლოგიები

ავტოპილოტზე მოძრავი Tesla ორმოში ჩავარდა

Tesla-ს უპილოტო ავტომობილი, რომელიც კალიფორნიაში ერთ-ერთ გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, გზისპირა თხრილში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს 10 საათზე, დამაკავშირებელი გზის გზაგასაყარზე მოხდა. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის ნოემბერშიც მოხდა.

18 იანვარი 2019, 17:05

საქართველო

დაკავებულის და: შემოწმებისას აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დააფიქსირა

"მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ, რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო“, - განაცხადა თეონა ტატიშვილმა.

გიგი უგულავა

18 იანვარი 2019, 17:01

საქართველო

თბილისის მოქმედ მერს ყოფილმა უპასუხა

მან კალაძე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და მერის გზავნილებს ჯანსაღ აზრს აცდენილი უწოდა. თემაზე კომენტარები გაკეთდა საკრებულოშიც. ოპოზიციამ კახა კალაძეს "ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მმართველი უწოდა და შსს-ს მისი დაკითხვისკენ მოუწოდა.

გზა

18 იანვარი 2019, 16:51

საქართველო

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

H1N1

18 იანვარი 2019, 16:45

მსოფლიო

ინდოეთში წელს H1N1 ვირუსით 40 ადამიანი დაიღუპა

ამავე ინფორმაციით, 1-17 იანვარს ინფიცირების 1036 შემთხვევა გამოვლინდა.გასულ წელს ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსს 1100 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 15 000-ს გადააჭარბა.

ინდონეზია პოლიცია

18 იანვარი 2019, 16:40

მსოფლიო

ინდონეზიელმა ქალმა ტელეფონის პინ-კოდის დამალვის გამო ქმარი დაწვა

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარს, რომელიც სახურავის შესაკეთებლად იყო ასული, ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა, მისთვის ტელეფონის პინ-კოდი ეთქვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო ცოლ-ქმარს მწვავე კონფლიქტი მოუვიდა.

18 იანვარი 2019, 16:36

ეკონომიკა

კახა კალაძე უარყოფს, რომ 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა. თუმცა ადასტურებს, რომ 2006-2007 წლებში მის ბიზნეს-ჯგუფს ასეთი ინტერესი ჰქონდა,მაგრამ მაშინ კომპანიაში სპეცმმართველი დაინიშნა და ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ეროვნული ბანკი

18 იანვარი 2019, 16:35

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეს უკვე მეოთხე ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იენს ლემანი

18 იანვარი 2019, 16:34

მსოფლიო

ცნობილი გერმანელები დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენას სთხოვენ

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი და „არსენალის“ ყოფილი მეკარე იენს ლემანი ერთ-ერთ მათგანია, რომელებიც ჟურნალ The Times-ში გამოქვეყნებულ წერილს 31 ადამიანთან ერთად ხელს აწერს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს გადის.