შშმ პირები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ
მამუკა ბახტაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ოჯახის წევრები და უფლებდამცველები პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავენ. წერილში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც დღემდე სახელმწიფო მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრობენ. ასეთი სულ 730 ადამიანია. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.
წერილში ნათქვამია, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ 25 ადამიანი იმყოფება საოჯახო ტიპის, ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში.
განცხადების მიხედვით, 2019 წელს ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის მიხედვით, იგეგმება შშმ პირების დიდი ინსტიტუციებიდან გაყვანა.
შშმ ბავშვების მშობლები წერენ, რომ მათი ცნობით, „სახელმწიფო „ამ ადამიანებისთვის გეგმავს სხვადასხვა ტიპის ახალი ინსტიტუციების აშენებას და ამით გვიჩვენებს, სინამდვილეში რამდენად არასწორად იაზრებს არსებულ პრობლემებს და ცვლილებების საჭიროებას ისევ და მხოლოდ ინფრასტრუქტურის შელამაზებაში ხედავს. მეტიც, თავისი პოლიტიკით ხელს უწყობს შშმ პირთა ინსტიტუციონალიზებას“.
მშობლები პრემიერს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ. „მოხდეს 2019 წლის ბიუჯეტის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი, ოჯახური ტიპის საცხოვრებლის“ კომპონენტის დაფინანსების გაზრდა 16 ლარიდან 32 ლარამდე. შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, იმუშავებს დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე. ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არცერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე“, - ნათქვამია პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში.
ყველა სიახლე
04 ივლისი 2026, 15:09
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საქართველოსთვის უზბეკური ტვირთების მოზიდვა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობას არ გულისხმობს. საქმე ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ტვირთზე მოთხოვნით სარგებლობდეს
უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენელთა ფოთსა და ანაკლიაში ერთგვარი ინპექტირება პრაქტიკული ნაბიჯებია საქართველოს გეოგრაფიის მდგრად ეკონომიკურ უპირატესობად გადაქცევისკენ ტრანზიტის უფრო მაღალი მოცულობით, ცენტრალური აზიის უფრო ძლიერი პარტნიორობით და პორტების/რკინიგზის დაჩქარებული განვითარებით. განსაკუთრებით დროული შუა დერეფანში მზარდი ტვირთბრუნვის ფონზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების ანაკლიაში ვიზიტზე წერს.
04 ივლისი 2026, 14:55
მსოფლიო
უკრაინული მედია: მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე, 39 წლის ანასტასია ბერეზოვსკაიაა
მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე, 39 წლის ანასტასია ბერეზოვსკაიაა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 14:45
მსოფლიო
მედია: ნეთანიაჰუ და ტრამპი უახლოეს მომავალში ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 14:44
კულტურა
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი „მე არსად წავსულვარ“ წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სპექტაკლი აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება და გადმოსცემს იმ თაობის სევდასა და განცდებს, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა ის მათი გენეტიკური მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. დადგმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შერიგებისა და დაკარგული კავშირის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
04 ივლისი 2026, 14:33
მსოფლიო
რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტიკოვკის აღების შესახებ იუწყება, თუმცა უკრაინული მხარე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტიკოვკის აღების შესახებ იუწყება, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეო მასალასაც მცდარს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ქალაქი უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.
04 ივლისი 2026, 14:30
რეგიონი
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვირსხევში რობოკლუბი გაიხსნა
შიდა ქართლის სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, რობოკლუბები ეტაპობრივად გაიხსნება როგორც ქალაქ გორში, ასევე მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში. პროექტის ფარგლებში მოზარდები შეისწავლიან LEGO რობოტექნიკას, პროგრამირების საფუძვლებსა და განივითარებენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს.
04 ივლისი 2026, 14:13
რეგიონი
აჭარაში მემთეურებს უფასო სამედიცინო კვლევები უტარდებათ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად დაესწრო.
04 ივლისი 2026, 14:12
მსოფლიო
Euronews: დიდი ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი ენდი ბერნემი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს
დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ, თუ პრემიერის თანამდებობაზე კირ სტარმერს შეცვლის, ვადამდელ საყოველთაო არჩევნებს არ დანიშნავს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 13:43
სამართალი
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
04 ივლისი 2026, 13:40
მსოფლიო
Euronews: ირლანდია რუსეთში ალუმინის ექსპორტთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა
ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში საკუთარ როლს „პატიოსან შუამავლად“ ხედავს, თუმცა ქვეყანა რუსეთისთვის ალუმინის მიწოდებასთან დაკავშირებულ სკანდალს ვერ ასცდა. სტატიას ამ შინაარსით Euronews-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 13:36
კულტურა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ ბაკურაძესთან ერთად რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
04 ივლისი 2026, 13:14
მსოფლიო
ირანმა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტესთან სამხედრო ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ისლამური რესპუბლიკა.
04 ივლისი 2026, 12:42
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
04 ივლისი 2026, 12:31
მსოფლიო
ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის 250-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომუნიზმი აღზევებას განიცდის, რაც, მისი აზრით, ქვეყნის აყვავებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 12:05
მსოფლიო
Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო
აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი სიცხის ტალღამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით აღლუმი, კონცერტი და ფოიერვერკი გაუქმდა ან გადაიდო, წერს Reuters-ი.
04 ივლისი 2026, 12:01
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
04 ივლისი 2026, 11:58
კულტურა
„უღრანი ტყის ყაჩაღები" - მოზარდ მაყურებელთა თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
„უღრანი ტყის ყაჩაღები" - ასე ჰქვია საბავშვო დადგმას, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა შექმნა. ზღაპრის ავტორმა სპექტაკლი ჯადოსნურ ამბავზე, ტყის თავგადასავლებზე, სიკეთესა და მეგობრობაზე თეატრისთვის ახალგაზრდა რეჟისორ გიორგი სულთანიშვილთან ერთად დადგა.
04 ივლისი 2026, 11:55
ეკონომიკა
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ანაკლიის ღმარწყლოვან პორტსა და ფოთის პორტზე: დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომელიც მიმდინარეობს გლობალურ ლოჯისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და პორტების ოპერატორებთან, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული და მყარი გეგმა. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი ეკონომიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა.
04 ივლისი 2026, 11:52
ეკონომიკა
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ფოთის პორტზე: დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში, ზოგადად, ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში
დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში, ზოგადად, ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, - განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახკამოვმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებისა და ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ.
04 ივლისი 2026, 11:34
მსოფლიო
Euractiv-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს აშარჟებს და მას „ევროპის დაუშვებელ სისულელეს“ უწოდებს
გამოცემა Euractiv-ი სატირულ-ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესია მიმოხილული.


