imedi /  08 ნოემბერი 2018, 10:59 / სანდო წყარო

საქართველოსადმი მხარდაჭერა ირლანდიის სენატმა რეზოლუციით დაადასტურა

 საქართველოსადმი მხარდაჭერა ირლანდიის სენატმა რეზოლუციით დაადასტურა

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიის მიერ მიღებული რეზოლუცია, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.

რეზოლუციის შინაარსი მნიშვნელოვანია, იმითაც რომ რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, მკვეთრად არის გაუარესებული ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

ირლანდიის სენატი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ხაზს უსვამს აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას. სენატი მოუწოდებს ირლანდიის მთავრობას შეუერთდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირების მიმართ გათვალისწინებულ სანქციებს. რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოლიტიკის მნიშვნელობა და გამოთქმულია მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივისადმი -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

სენატმა ცალკე პარაგრაფი დაუთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სენატი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ არსებით პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის ჩათვლით, ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგია.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union“- რეზოლუციით ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ირლანდიის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომხდარი უაღრესად მნიშვნელოვანი, პოზიტიური მოვლენაა. სენატი იმედს გამოთქვამს, რომ რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში.

 

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 15:27

ჯანდაცვა

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა.

24 აგვისტო 2026, 15:17

სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირს შეურაცხყოფა მიაყენა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა.

გივი მიქანაძე

24 აგვისტო 2026, 15:14

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატება

მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

24 აგვისტო 2026, 15:13

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გივი მიქანაძე

24 აგვისტო 2026, 15:08

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ონლაინ ელექტრონული პლატფორმის შექმნის მიზანია ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობის გამარტივება.

მარკ კარნი

24 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

მედია: კანადის მთავრობა ელოდება, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი ხანგრძლივი იქნება

როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, კანადის მთავრობა ამუშავებს შიდა დახმარების პაკეტს ამერიკული ტარიფებისგან დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად და ვარაუდობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაძლებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

მიხეილ ყაველაშვილი

24 აგვისტო 2026, 14:42

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს - ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ულოცავს.

24 აგვისტო 2026, 14:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში?!

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში , - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „ქრონიკასთან“.

24 აგვისტო 2026, 14:35

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ

„ევროს შემოღებამდე გერმანია გაცილებით უკეთესად იყო უზრუნველყოფილი. ვხედავთ მშრომელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღარიბებას. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა ძლიერი ვალუტით. ევრო კი სუსტდება. ასევე ვხედავთ სამუშაო ადგილების შემცირებას. ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ. შენგენი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი გარე საზღვრები დაცულია“, - მიიჩნევს ვაიდელი.

24 აგვისტო 2026, 14:28

საზოგადოება

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აგვისტო 2026, 14:24

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია

„პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი უკვე ვეღარც მოასწრებს ჩვენს გაგებას. თქვენ გსურდათ მთელი ჩვენი უკრაინის, მთელი ჩვენი მიწის წართმევა, სანაცვლოდ კი დაკარგეთ თქვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ფლოტი, თქვენი შემოსავლები და მთელი თაობა, რომელიც ხორცსაკეპ მანქანაში გაუშვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

24 აგვისტო 2026, 14:15

საზოგადოება

მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი მასწავლებლებისთვის ვებინარი „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?“ გაიმართა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის გაიმართა საინფორმაციო ვებინარი თემაზე - „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?". ვებინარს მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი 450-მდე მასწავლებელი დაესწრო, რომლებმაც მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ნიკოლ ფაშინიანი

24 აგვისტო 2026, 14:14

მსოფლიო

ფაშინიანი: „ტრამპის მარშრუტი“ სომხეთის ბლოკადას დაასრულებს. პროექტის განხორციელება ასევე გახსნის სარკინიგზო მიმოსვლას სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის, ირანის, ნახიჩევანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ირანს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს

„პროექტი, რომელიც განხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპებზე დაყრდნობით, სომხეთის ბლოკადას დაასრულებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

24 აგვისტო 2026, 14:14

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლაზე: ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, თემის სენსიტიურობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ეს არ შეესაბამება რეალობას

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 14:08

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს ,,აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 14:02

მსოფლიო

ნევადაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაციის ბრძანება 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო

აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ რინოსთან ახლოს, მასშტაბური ხანძრის გამო, ათობით ათას ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. დაახლოებით 42 0000მა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილის დაუყოვნებლივ დატოვების ბრძანება მიიღო, კიდევ 45 000-ს კი მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მზადყოფნაში იყვნენ.

24 აგვისტო 2026, 13:47

საზოგადოება

მცხეთაში ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ მცხეთაში ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

აკაკი ალადაშვილი

24 აგვისტო 2026, 13:37

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე: ძალიან სამწუხარო ბრალდებაა, ეხება კორუფციას. მან რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ ჩაერთო თავდაცვის მექანიზმი და თავდაცვის მიზნით გამოაქვეყნა ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

ძალიან სამწუხარო ბრალდებაა, ეხება კორუფციას. ყველა ადამიანი კონსტიტუციისა და კანონის წინაშე არის თანაბარი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

24 აგვისტო 2026, 13:03

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა

საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მეხუთე ნაკადის მონაწილეებს უმასპინძლა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.