imedi /  04 დეკემბერი 2018, 18:13 / სანდო წყარო

ზალკალიანი: იენს სტოლტენბერგისგან პოზიტიური შეფასებები და მოლოდინი გვაქვს

დავით ზალკალიანი იენს სტოლტენბერგი

დავით ზალკალიანი
იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით შეხვედრამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები როგორც უშუალოდ მინისტერიალის ჩართულობის, ასევე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით.

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეხვედრამდე გვქონდა მისი უაღრესად პოზიტიური შეფასებები და მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ მინისტერიალის კონტექსტში,და იმ თემებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან. ძალიან პოზიტიური შეფასება გვაქვს ყველა იმ რეფორმებთან დაკავშირებით,რომელიც ხორციელდება თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. შესაბამისად საუბარი შეეხება ნატოში ინტეგრაციასთან ჩვენს მოლოდინებს, ბუნებრივია, აუცილებელია, რომ  ნატოს სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ ინტეგრაციის პროცესში", -განაცხადა დავით ზალკალიანმა შეხვედრის კომენტირებისას.

მისი თქმით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, ისევე როგორც ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას,  რუსეთის ფედერაციის აგრესიას რეგიონში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელშია, სადაც 4-5 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.

ყველა სიახლე

23 თებერვალი 2019, 21:26

კულტურა

ოსკარის 91-ე ცერემონიამდე რამდენიმე საათი რჩება

წითელი ხალიჩა უკვე გაშლილია. კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება. კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვანა ცერემონია, ჰომოფობიაში ამხილეს. ამის გამო კომიკოსმა კანდიდატურა თავად მოიხსნა.

23 თებერვალი 2019, 21:12

საქართველო

უზენაესი მოსამართლე შეიძლება არამოსამართლეც გახდეს

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უზენაესი მოსამართლეების არჩევის მეთოდებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ილაპარაკა. მან ისაუბრა იმ კანონებზე და წესებზე, რომლის მიხედვითაც აირჩევენ უზენაეს მოსამართლეებს.

23 თებერვალი 2019, 21:11

ეკონომიკა

ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები უქმდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ტყის ახალი კოდექსი გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განიხილონ. ტყის ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2019, 20:58

საქართველო

თალაკვაძე: ოპოზიციას ეკა ბესელიას სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

„ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება და ქართული ოცნება 2020 წლამდე შეინარჩუნებს პარლამენტში უმრავლესობას. დეპუტატების გასვლით, რა თქმა უნდა, აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა თავიდანვე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო თვითმიზანი, ეს იყო შედეგი და იყო საშუალება რომ განგვეხორციელებინა რეფორმები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

23 თებერვალი 2019, 20:16

საქართველო

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხუან გუაიდოს სოლიდარობას უცხადებს

„საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელელი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების კუთხით და სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოსა და ვენესუელელ ხალხს“ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

23 თებერვალი 2019, 20:00

საქართველო

სკოლის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

საქართველოში, სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 18 მარტს აღდგება.

23 თებერვალი 2019, 19:39

ეკონომიკა

საპენსიო დანაზოგის ნახევარი სებ-ის ანგარიშზეა და სარგებლის სახით 6,75% ერიცხება

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში (სებ) გაიხსნა მიმდინარე ნომინალური პროცენტიანი ანგარიში, სადაც საპენსიო დანაზოგის ნახევარია განთავსებული და რეფინანსირების განაკვეთის ფარგლებში იქ არსებულ თანხას 6.75% სარგებლის სახით ერიცხება.

23 თებერვალი 2019, 19:09

საქართველო

ფოფხაძემ, ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დატოვეს

„გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგებში. გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან“.

მეცნიერები

23 თებერვალი 2019, 19:07

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მორფინის შემცვლელს მიაგნეს

ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა ორგანიზმში ბუნებრივად არსებული მოლეკულა ნანომეტრიული ზომის ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გარდაქმნეს. ვირთხებზე ჩატარებული პირველი ცდები იმედისმომცემია, - წერს შვეიცარიული გაზეთი Le Temps-ი.

სტენლი დონენი

23 თებერვალი 2019, 18:58

კულტურა

ამერიკელი რეჟისორი სტენლი დონენი 94 წლისა გარდაიცვალა

დონენის გარდაცვალების შესახებ მიკრობლოგ Twitter-ზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ რეჟისორის გარდაცვალების ფაქტი მისმა ერთ-ერთმა შვილმა დაადასტურა. სტენლი დონელმა საპატიო ოსკარის ჯილდო 1997 წელს მიიღო. დონენი 1924 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.

23 თებერვალი 2019, 18:58

ტაბლოიდი

გიგანტური მგელი ინტერნეტის საყვარელი ცხოველი გახდა 🐺

ამერიკულ თავშესაფარში Shy Wolf Sanctuary ცხოვრობს გიგანტური მგელი სახელად იუკი. მისი ფოტოების გავრცელების შემდეგ ის ფორუმ Reddit-ზე საყვარელ ცხოველად იქცა. იუკის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად დაიწყო. ლეკვობის პერიოდიდან დაწყებული მას ცუდი პატრონები ჰყავდა, რომლებიც მას მუდმივად ურტყამდნენ. ცხოველი უნდა დაეძინათ, მაგრამ საქმეში Shy Wolf Sanctuary-ის თანამშრომლები ჩაერივნენ.

ტანსაცმლის საკიდების გამოფენა

23 თებერვალი 2019, 18:53

კულტურა

ნიურნბერგის ინდუსტრიული კულტურის მუზეუმში ტანსაცმლის საკიდები გამოიფინება

გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ინდუსტრიული კულტურის მუზეუმში ტანსაცმლის საკიდებს გამოფენენ. ექსპოზიცია მიეძღვნება ტანსაცმლის საკიდების დიზაინის ისტორიას. გამოფენა 2019 წლის 28 აპრილს გაიხსნება. 14 მარტამდე კი ესკიზების შერჩევა მიმდინარეობს.

23 თებერვალი 2019, 18:23

სპორტი

ნეიმარი საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელების ათეულში ვერ მოხვდა

გამოცემა ESPN-ს გამოკითხვაში 160 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ხალხი ბოლო ათწლეულების მანძილზე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელებს ირჩევდნენ. პირველ ადგილზე ლეგენდარული რონალდო გავიდა.

ველოსიპედის ძეგლის ესკიზი აშხაბადში

23 თებერვალი 2019, 18:16

მსოფლიო

აშხაბადში ველოსიპედს ძეგლს დაუდგამენ

ველოსიპედის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის განკარგულებით აშხაბადში ველოსიპედს ძეგლს დაუდგამენ. პრეზიდენტის განცხადებით, ველოსიპედის მონუმენტი, აშხაბადის სავიზიტო ბარათი გახდება.

Tesla-ს უპილოტო ავტომობილი

23 თებერვალი 2019, 18:15

ტექნოლოგიები

მასკი: Tesla-ს უპილოტო ავტომობილი წლის ბოლომდე სრულად ავტონომიური იქნება

ილონ მასკი ირწმუნება, რომ მალე Tesla-ს ავტომობილები მგზავრებს ავტონომიურად ჩაისვამენ და მძღოლის გარეშე მიიყვანენ დანიშნულების ადგილამდე. ამ დროისთვის ელექტრომობილები ავტომატური მართვის ასისტენტის ფუნქციით, ავტოპილოტით არის აღჭურვილი რომელიც ნაწილობრივ საფრთხის შემცველია.

ზურაბ დათუნაშვილი

23 თებერვალი 2019, 17:46

საქართველო

გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. დათუნაშვილმა ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ პრეზიდიუმის სხომაზე ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა, - ის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე რჩება. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ედიშერ მაჩაიძის თქმით, გეგა გეგეშიძის უფლებამოვალეიბის შეჩერებაზე მსჯელობა არ ყოფილა, რადგან გეგეშიძეს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გამარჯვებების მხრივ.

23 თებერვალი 2019, 17:40

ტექნოლოგიები

ჩილეში შეკერილი ყველაზე დიდი ჯინსის შარვალი გინესის წიგნში მოხვდა

ჩილეში, ყველაზე მსხვილი უნივერმაღების ქსელი Paris, რომელსაც საერთაშორისო კომპანია Cencosud-ი ფლობს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯინსის შარვალი შექმნა. 50 მკერავისგან შემდგარი გუნდი შარვალს რომელიც 22 სართულიანი შენობის სიგრძისაა, 6 თვის განმავლობაში კერავდა.

დემონსტრაცია ვენესუელაში

23 თებერვალი 2019, 17:31

მსოფლიო

ვენესუელელი ჯარისკაცები კოლუმბიის საზღვართან პოსტს ტოვებენ

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჯარისკაცებმა ცრემლსადენი გაზი ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიმართ გამოიყენეს. ქვეყანა ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია. დაძაბულობა ნელ-ნელა პიკს აღწევს. ბრაზილიის საზღვრის მახლობლად ვენესუელას უსაფრთხოების ძალებმა ორი ადამიანი მოკლეს.

23 თებერვალი 2019, 17:23

ტაბლოიდი

ლას-ვეგასში ბოლო 10 წლის განმავლობაში თოვლი პირველად მოვიდა. ფოტოკოლაჟი

22 თებერვალს ლას-ვეგასში ძლიერი თოვლი მოვიდა. ამინდის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქალაქში ასეთი რაოდენობით თოვლი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მოვიდა. ამასთან, თოვლი და ქარბუქი უკვე 3 დღეა გრძელდება.

სახანძრო ელექტრომობილი

23 თებერვალი 2019, 17:05

ტექნოლოგიები

აშშ-ში სახანძრო ელექტრომობილის სერიული წარმოება იგეგმება

კომპანია Arcimoto -მ, რომელიც აშშ-ში შტატ ორეგონაში საქმიანობს მეხანძრეების ოპერატიულად გადაადგილების მიზნით, სამ ბორბლიანი სახანძრო მანქანა წარადგინა. „Rapid Responder“-ი მალე გაივლის ტესტირებას კალიფორნიის შტატში. ეს არის ელექტრომობილი, რომელიც ყველა ექსტრემალურ სამსახურს გამოადგება.