imedi /  30 იანვარი 2019, 11:31 / სანდო წყარო

როგორ აფასებენ მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას საქართველოში

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაცია

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა პოლიტიკურ ნაწილს მოიცავს. 

კვლევის თანახმად, 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% ცუდად, ხოლო 12% ძალიან ცუდად. მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში აფასებენ - 60%, ხოლო 34% კარგად აფასებს.

გამოკითხულთა 71% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული. 19% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 10% კი აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 55% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. აღნიშნულ მოსაზრებას მხოლოდ 33% ეთანხმება, ხოლო 12 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 57% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი უფრო ეფექტურად და ორგანიზებულად საქმიანობს. მოსაზრებას მხოლოდ 29% ეთანხმება.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. 

NDI საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით, მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

12 დეკემბერი 2019, 15:37

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ძაღლთან ერთად მივიდა

ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემათ თავის ძაღლათან ერთად მივიდა. ვიდეოს Telegraph-ი ავრცელებს. საარჩევნო უბანი, სადაც ჯონსონმა ხმა მისცა, ლონდონის მთავარ მეთოდისტურ ეკლესიაშია განთავსებული.

12 დეკემბერი 2019, 15:15

ვიდეო

პარლამენტში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

12 დეკემბერი 2019, 15:10

ვიდეო

სპეციფიკური სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში

ძიუდო

12 დეკემბერი 2019, 15:09

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩინეთის მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ასევე ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) იასპარეზეს. ოთხი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო.

12 დეკემბერი 2019, 15:04

საქართველო

„სირცხვილიამ“ თქვა რა ნივთიერება დაასხეს პარლამენტში

მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, პარლამენტში დაქცეული ნივთიერება უსაფრთხოა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. მოძრაობა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელზეც ასახულია ნივთიერების ბოთლი, რომელიც პარლამენტში დაღვარეს.

დაჩი ბერაია

12 დეკემბერი 2019, 15:04

საქართველო

დაჩი ბერაიამ და რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს

"ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს. ბერაიას თქმით, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.დეპუტატის თქმით, გოცირიძე უზრდელი და მატყუარაა.

გახარია-ზელენსკი

12 დეკემბერი 2019, 15:03

საქართველო

გიორგი გახარია ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ხვალ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

12 დეკემბერი 2019, 15:02

ვიდეო

რომან გოცირიძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12 დეკემბერი 2019, 14:55

ძალოვნები

შსს-მ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს.

არჩილ თალაკვაძე

12 დეკემბერი 2019, 14:52

საქართველო

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს დეპუტატებზე ქიმიური შეტევა უწოდა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, ეს პარლამენტის წევრებზე ქიმიური შეტევა იყო. თალაკვაძის განცხადებით, თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მომხდარს, ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა და უკვე დაწყებულია მოქმედებები.

რომან გოცირიძე

12 დეკემბერი 2019, 14:38

საქართველო

რომან გოცირიძე: ოპოზიცია როგორ შეიტანდა რამეს, როცა ბოიკოტის რეჟიმშია და დარბაზში არ არის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით "ეტყობა, ვიღაცას აქვს ზედმეტი სუნამო დასხმული". ასე გამოეხმაურა დეპუტატი პარლამენტში დაყენებულ ცუდ სუნს. რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და "როგორ შეიტანდა რამეს... შიგნით არ არის".

ჩინ ვუკ ლი

12 დეკემბერი 2019, 14:37

ეკონომიკა

მსოფლიოში კიდევ ერთი მილიარდერი გამოჩნდა

2015 წელს ამერიკულმა კოსმეტიკურმა გიგანტმა Have&Be-ს წილი შეიძინა. 2019 წლის ნოემბერში კი Estee Lauder-მა განაცხადა, რომ კორეული კომპანიის დარჩენილ წილებს 1,1 მილიარდ დოლარად შეიძენს. კომპანია Have&Be 2005 წელს დაარსდა. ის 2 კოსმეტიკურ ბრენდს ფლობს. ესენია: Dr. Jart+ და Do The Right Thing-ი.

ირმა ნადირაშვილი

12 დეკემბერი 2019, 14:31

საქართველო

ირმა ნადირაშვილი: არ ვიღებ პასუხისმგებლობას სუნზე, ბოდიში მომიხადონ

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის იყო როგორც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ასევე სხდომათა დარბაზში, რადგან "ერთი საკითხის დაზუსტება" უნდოდა, კერძოდ, მონაწილეობდნენ თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში. ნადირაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 14:16

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 14:11

საქართველო

იმედისა და მაესტროს კადრები, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების დარბაზში გადაადგილება ჩანს

"იმედმა" და "მაესტრომ" გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება ამ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაასხეს

12 დეკემბერი 2019, 13:56

საქართველო

პარლამენტში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტში გაურკეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ 2 დეპუტატი და აპარტის 1 თანამშრომელი შეუძლოდ გახდნენ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სხდომათა დარბაზში პოლიცია მივიდა. ადგილზე იმყოფებიან აგრეთვე შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

სუნი პარლამენტში

12 დეკემბერი 2019, 13:54

საქართველო

„სირცხვილია“: პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ

მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებენ. ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ Facebook-ზე გაავრცელა ჰეშთეგით #სისტემაყარს. ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხეს.

წერილი ბოთლში

12 დეკემბერი 2019, 13:36

ტაბლოიდი

ამერიკელმა კოკა-კოლას ბოთლში 36 წლის წინ დაწერილი წერილი იპოვა

ჯოშუა მენდესის ყურადღება შუშის კოკა-კოლის ბოთლმა მიიქცია, რომელშიც 1983 წლის 14 მაისით დათარიღებული წერილი იყო მოთავსებული. მისი ავტორი 11 წლის ჯენი ბრაუნი აღმოჩნდა.როგორც გოგო წერს, ის პატარა ქალაქ ჯონსპორტში ცხოვრობს. მან თავისი საფოსტო ყუთის მისამართიც მიუთითა და წერილის მპოვნელს პასუხის გაგზავნა სთხოვა.

მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი 2019, 13:31

საქართველო

მამუკა მდინარაძე: შალვა თადუმაძის დიპლომზე კითხვები ამოწურულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია, ასე უპასუხა თადუმაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებას გენპროკურორის დიპლომთან დაკავშირებით.

გია ვოლსკი

12 დეკემბერი 2019, 13:31

საქართველო

გია ვოლსკი: ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლკსის განცხადებით, ოპოზიციის წარმომაგგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დარბაზში სუნი დააყენეს. „არ ვიცი მათგან მოდიოდა სუნი თუ ამ ნივთიერებიდან, არაფერი მომწამლავი არ არის. ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა"- განაცხადა ვოლსკიმ.