imedi /  06 თებერვალი 2019, 14:40 / სანდო წყარო

ბესელია პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. მათ შორის იყოს ეკა ბესელიაც.

"ბიძინა ივანიშვილი თვითონ იტყვის თავის სათქმელს. მე არ მგონია, რომ მე უნდა გავახმოვანო მისი სათქმელი. მე მესმის, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ცდილობს მიაღწიოს გუნდის შიგნით კონსენსუსს და ვნებათაღელვა დააცხროს. მისი მცდელობები და სურვილი აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია. ის პარტიის თავმჯდომარეა და არ სურს, რომ ეს საჯარო დისკუსია და დებატები არ გახანგრძლივდეს. მაგრამ ეს დებატები ხომ რაღაცის გამოხატულებაა? ეს დებატები ხომ ღირებულებებს და ფასეულობებს ეხება? ამიტომ ჩვენ ვამბობთ - შეგვიძლია თუ არა მომავლის ხედვაში ერთნაირი ნაბიჯები გადავდგათ? მოდით, ჩვენც ჩამოვყალიბდეთ, რაღაც დრო გვჭირდება, იმიტომ რომ რადგან ამ გადაწყვეტილებას მივუახლოვდით, არ მინდა არაგულწრფელი ვიყო. პირადად მე ბევრი მიზეზი მქონდა აქამდეც, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს პარტია. ძალიან დიდი შრომა მაქვს პირადად მე ჩადებული, ურთულესი 7 წელი გავიარეთ. ამიტომ, მოდით, ცოტა ცივი გონებითაც მივიღოთ გადაწყვეტილება.

არ მინდა, ჩვენი რომელიმე ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის, მისი ძალადობრივი სისტემის მობრუნებას 2020 წელს, არ მინდა, იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ შანსი, მოტრიალდეს და ძალაუფლება ხელში ისევ აიღოს. ამიტომ ვფიქრობ, უნდა დავინახოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას. „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელი ვარ, რომელიც შვიდი წელია ჩემს ხელში ფორმირდება. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი და ალბათ რამდენიმე დღეს ავიღებთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

არაკორექტულია ის, რომ იყო გუნდის შიგნით და ურტყამდე გუნდს გარედან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ უმრავლესობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"არავის გარიცხვაზე გვისაუბრია, თუმცა აღინიშნა, რომ პარტიული დისციპლინის დაცვა არის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, რომ ეს წესები გაიზიარო. იმის თაობაზე, რომ სამართლიანი წესები უნდა არსებობდეს ყველა მიმართულებით, ამას ყველა დაეთანხმა. მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს საზოგადოებას“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გუშინ კახა კალაძემ თქვა, რომ პარტიის კარი ღიაა და ვისაც სურს შეუძლია წავიდეს.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოგვიანებით მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

ყველა სიახლე

ჟან-პიერ მარიელი

25 აპრილი 2019, 09:49

კულტურა

ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ მარიელი გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ მარიელი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. მსახიობმა 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა და საფრანგეთის მთავარ კინოპრემია სეზარზე 7-ჯერ იყო წარდგენილი. ჟან-პიერ მარიელი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ძარცვა“, „შაგრენის ტყავი“ და „დიდი ტურნე“.

პეტრო პოროშენკო

25 აპრილი 2019, 09:26

მსოფლიო

პოროშენკო: პუტინი დონბასის ანექსიისთვის ემზადება

განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ვაშინგტონში ვლადიმერ პუტინის ამ ბრძანებას პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ამგვარი ქმედებები მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

არქივი

25 აპრილი 2019, 09:11

საქართველო

ყაზტრანსგაზი წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზი“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იმ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ. კომპანია მათ სთხოვს განსაკუთრებული ყურადღება გაზდანადგარების და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას გამოიჩინონ.

შრი-ლანკა

25 აპრილი 2019, 08:59

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაზე მორიგი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს. აფეთქება დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ პუგოდაში მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კიმ ჩენ ინი
ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 08:38

მსოფლიო

ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იმართება

პუტინმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ხელ შეუწყობს 2 ქვეყანას შორის ურთიერობების გაღრმავებას და და ბირთვული პრობლემის მოგვარების პროცესს ხელს შეუწყობს.შეხვედრა ფედერალური უნივერისტეტის კამპუსის ბაზაზე იმართება. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატი ორივე ქვეყნის დელეგაციებთან ერთად გააგრძელებენ.

მარკ ცუკერბერგი

25 აპრილი 2019, 08:17

ტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგი ტექნოლოგიური პოდკასტის ავტორი გახდა

პირველი 2 გამოშვება Spotify-ზე უკვე გამოქვეყნდა, ერთ-ერთ პოდკასტში ცუკერბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის იურიდიულ ასპექტენს განიხილავს, მეორეში კი ჟურნალისტიკაზე სოციალური ქსელების გავლენაზე.

დიდი ხუთშაბათი

25 აპრილი 2019, 08:01

საქართველო

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია. 09:00 საათიდან სამების ტაძარში წირვა დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. პატრიარქი 12 მღვდელს ფეხს დაბანს.

მუმია

25 აპრილი 2019, 01:13

ტექნოლოგიები

ეგვიპტეში ძველ სამარხში არქეოლოგებმა 30 მუმია იპოვეს

არქეოლოგების ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით იპოვა ძველი სამარხი, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 332-395 წლები). სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება. ერთ-ერთში აღმოაჩინეს 30 კაცის მუმია.

25 აპრილი 2019, 00:26

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კაცმა ტერორისტი ეკლესიაში არ შეუშვა და 450 ადამიანი გადაარჩინა

შრი-ლანკაზე ტერორისტული აქტების დღეს 40 წლის მოქალაქე რამეშ რაჯუმ მკვლელი ტერორისტი ამოიცნო და წირვის დროს ეკლესიაში არ შეუშვა. ამ ქმედებით მან ასეულობით მორწმუნე გადაარჩინა. BBC-ის ცნობით, კაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 00:20

მსოფლიო

ტრამპმა Twitter-ზე მიმდევრების დაკარგვის მიზეზი კომპანიის დირექტორს გამოჰკითხა

დორსიმ აუხსნა ტრამპს, რომ კომპანია თაღლითური ანგარიშების წასაშლელად მუშაობდა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაკარგად მიმდევრები Twitter-ზე. მათ რიცხვში როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ასევე იყო Twitter-ის გენერალური დირექტორი. შეხვედრის შესახებ დღეს დონალდ ტრამპმაც გაავრცელა ინფორმაცია. შეხვედრა თეთრი სახლის ორგანიზებით გასულ კვირას გაიმართა.

24 აპრილი 2019, 23:32

კულტურა

ბრიტნი სპირსმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ფანებს მიმართა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა instagram-ზე საკუთარ ფანებს ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ პირველად მიმართა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და თავისი ფანები დაამშვიდა. პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, დაუჯერონ ყველაფერს, რასაც მასზე ლაპარაკობენ ან წერენ. ბრიტნი სპირსს ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთთვიანი სამკურნალო კურსი უნდა გაევლო.

24 აპრილი 2019, 23:19

საქართველო

ბახტაძემ სერბეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გააცნეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

24 აპრილი 2019, 22:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მეტყველების განვითარებისთვის ტვინის იმპლანტი შექმნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფის თქმით, ახალი დასკვნები დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება ლაპარაკის შესაძლებლობას ართმევს. აზრების წაკითხვის ტექნოლოგია ორ ეტაპად მუშაობს. პირველ რიგში, ტვინში იმპლანტირებული ელექტროიდი ელექტროსიგნალების საშუალებით, ტუჩების, ენის, ხმის და ყბის მანევრს ახორციელებს.

24 აპრილი 2019, 22:40

თემა

მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე ხდებიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს იმართება.სანამ ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ, განსხვავებული პროგნოზები და ვარაუდები გამოითქმის. რატომ არის ეს არჩევნებიამდენად აქტუალური და როგორ აისახება ისსაერთო ევროპულ პოლიტიკაზე?

24 აპრილი 2019, 22:37

სპორტი

FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

24 აპრილი 2019, 22:14

ეკონომიკა

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

ავტოკონცერნი Ford-ი კომპანია Tesla-ს კონკურენტის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების ( Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

24 აპრილი 2019, 21:42

საქართველო

ევროპის საბჭომ ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ეს ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“.

24 აპრილი 2019, 21:39

კულტურა

ბარნოვის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

„ბარნოვის ხელოვნების სახლი“, ანუ ახალი სივრცე თბილისში გურამ წიბახაშვილის გამოფენით „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნა. ამავე სახელწოდებით ფოტოგრაფის წიგნიც გამოიცა.

24 აპრილი 2019, 21:26

საქართველო

ქართველი პილიგრიმები იერუსალიმში ჩავიდნენ

ქართველი პილიგრიმები უკვე იერუსალიმში არიან. 120 კაციანი ჯგუფი ვნების შვიდეულს იერუსალიმში გაატარებს. სწორედ მათ უნდა ჩამოიტანონ საქართველოში „წმინდა ცეცხლი“. პილიგრიმებმა უკვე მოილოცეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და მდინარე იორდანეში განიბანნენ.

24 აპრილი 2019, 21:19

საქართველო

თბილისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დედაქალაქს სამი საბაგირო ხაზი დაემატება. კერძოდ, ახმეტელი-თემქა, სამგორი-ვაზისუბანი და სამება-მახათას მთა. ჯერჯერობით უცნობია, სამი საბაგიროდან პირველი რომელი აშენდება. ამისთვის სპეციალური კვლევის ჩატარება იგეგმება.