imedi /  09 თებერვალი 2019, 14:17 / სანდო წყარო

ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურაზე ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურაზე სამუშაოები განაახლეს. ისინი კოშკურას გარშემო ბადეებს ავლებენ. ადგილზე 10-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.

კოშკურა ხურვალეთთან 6 თებერვალს დამონტაჟდა. ოკუპანტებმა იქ მძიმე ტექნიკით მიიტანეს ჯიხური, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს.

მოსახლეობა შიშობს რომ საკუთარ ბაღებში შესვლას და თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებს.

ყველა სიახლე

რადარები

26 აპრილი 2019, 11:13

ძალოვნები

აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

დონალდ ტრამპი

26 აპრილი 2019, 10:59

მსოფლიო

ტრამპი რუსეთისა და ჩინეთისთვის შეიარაღების შესახებ შეთანხმებას ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაცია დაავალა შეიმუშავოს ბირთვული იარაღის შემცირების პროექტი, რომელსაც შეუერთდება რუსეთი და ჩინეთი. ამის შესახებ თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Washington Post-ი და CNN- ი ავრცელებს.

დავით გარეჯი

26 აპრილი 2019, 10:32

საქართველო

სასულიერო პირებსა და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს

მანამდე არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) თქვა, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან საზღვრების საბოლოოდ დადგენა მოითხოვა.

იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 10:17

ძალოვნები

ტრეფიკინგში ბრალდებული 10 ბავშვის თანმხლები უკრაინელი ქალი დააკავეს

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 აპრილი 2019, 10:10

მსოფლიო

ერდოღანი: 1915 წელს თურქეთიდან სომხების მასობრივი დეპორტაცია გამართლებულია

„სომხური ბანდების გადასახლება, რომლებიც აღმოსავლეთ ანატოლიაში კლავდნენ მუსლიმებს, მათ შორის ქალებს და ბავშვებს, იყო ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეიძლებოდა“, - განაცხადა ერდოღანმა. გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა მსურველებს თურქული არქივების გაცნობა შესთავაზა, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ ის სიმართლეს ამბობს.

26 აპრილი 2019, 09:40

ძალოვნები

ე.წ. ნავთლუღის ბაზართან ხანძრის შედეგად ჯიხურები დაიწვა

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზრ ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მახლობლად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად, დაიწვა 50მ2-მდე ფართობზე განთავსებული ჯიხურები. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა

26 აპრილი 2019, 09:35

საქართველო

ლიბიიდან ორი ქართველი მეზღვაური საქართველოში დღეს ჩამოვა

ორი ქართველი მეზღვაური ლიბიიდან საქართველოში დღეს ჩამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გამო, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე გაუსვლელობის პირობით გააჩერეს.

26 აპრილი 2019, 09:25

ძალოვნები

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია

ხეობაში ამ დროისთვის ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ცდილობდნენ. სტიქიის ეპიცენტრში დილამდე იმყოფებოდა ცოცხალი ძალა, 20 მეხანძრე-მაშველი.

26 აპრილი 2019, 08:57

ტექნოლოგიები

ცნობილია ქვეყნები, სადაც ყველაზე ხშირად განიცდიან ნეგატიურ ემოციებს

აფრიკული ქვეყანა ჩადი „გელაპის კვლევითი ინსტიტუტის“ კვლევის სათავეში მოხვდა, როგორც ქვეყანა, რომელმაც 2018 წელს ძირითადად ნეგატიური ემოციები განიცადა. ყველაზე უბედური ქვეყნების ათეულში 7 აფრიკული ქვეყანა მოხვდა.

კიმ ჩენ ინი 
დონალდ ტრამპი

26 აპრილი 2019, 08:27

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა აშშ არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აშშ დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „არაკეთილსინდისიერად“ მოიქცნენ ჰანოიში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამიტის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კიმ ჩენ ინის თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობა მთლიანად დამოკიდებულია ვაშინგტონზე.

26 აპრილი 2019, 08:09

მსოფლიო

კვიპროსში 35 წლის კაცმა 7 ქალის მკვლელობა აღიარა

კვიპროში 7 ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მთავარმა ეჭვმიტანილმა, 35 წლის სამხედრომ ბრალი აღიარა. ადგილობრივი მედია მას „კუნძულის პირველ სერიულ მკვლელს უწოდებს“. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

26 აპრილი 2019, 07:56

საქართველო

დღეს წითელი პარასკევია

უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს გამოაბრძანებს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

ნავი

26 აპრილი 2019, 00:43

მსოფლიო

ვენესუელაში ნავის ჩაძირვის შემდეგ 33 ადამიანს ეძებენ

ვენესუელაში ნავის ჩაძირვის შედეგად უგზო-უკვლოდ სულ მცირე 33 ადამიანი დაიკარგა. ამის შესახებ გამოცემა El Nacional წერს. ნავის ჩაძირვის მიზეზი მისი გადატვირთულობა გახდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი  რობერტ მიულერი

26 აპრილი 2019, 00:37

მსოფლიო

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ რობერტ მიულერის გათავისუფლება სცადა

საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არცერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არცერთი შემთხვევა.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 00:18

მსოფლიო

მაკრონი: ღია საზღვრების პოლიტიკა ვეღარ მუშაობს

შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

25 აპრილი 2019, 23:32

მსოფლიო

ერდოღანი შესაძლოა ყირიმში ჩავიდეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტისთვის მზადება იწყება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

25 აპრილი 2019, 23:11

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა შიმშილობა დაიწყეს

იქვე განათავსეს ელექტრომობილები. ისინი ზღვისპირა პარკში მუშაობის გაგრძელების უფლებას მხოლოდ მიმდინარე წელს ითხოვენ. როგორც მოშიმშილეები, ამბობენ დათმობაზე არ წავლენ. თუმცა, გარკვეულ კომპრომისზე უარს არ ამბობენ. კერძოდ, მზად არიან დაწესდეს რეგულაციები და შემცირდეს ელექტრომობილების რაოდენობაც.

25 აპრილი 2019, 23:04

ძალოვნები

გუდამაყარში მეხანძრეები ცეცხლს სპეცაღჭურვილობით აქრობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ღია კერები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ადგილზე მანქანებით მისვლა ვერ ხერხდება.

შემთხვევის ადგილი

25 აპრილი 2019, 22:57

მსოფლიო

მოსკოვში საქართველოს მოქალაქემ კაცი მოკლა და თავი მოიკლა

მოსკოვში საქართველოს 60 წლის მოქალაქემ კაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მთავარ ვერსიად შურისძიებას განიხილავს. მედიის ინფორმაციით, აბდულაევმა მოკლული შვილის გამო შური იძია, რომელიც აზარტული თამაშების შედეგად დაგროვებული დიდი ვალის გადაუხდელობის გამო მოკლეს.

25 აპრილი 2019, 22:57

საქართველო

ტალინში საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება

"ამ მწვანე სივრცის ტერიტორიაზე გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა, ტაავი აასმა, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნეს,"- წერია განცხადებაში.