როს უილსონი: ანგარიში კრიტიკულია და ასეც უნდა იყოს მეგობრის პოზიციიდან
როს უილსონი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად ცალკე საქართველოს ეძღვნება. მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. აგრეთვე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე.
ანგარიშის შესახებ შეფასებები საქართველოში უკვე გაკეთდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, "ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ".
"ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიის შეფასებების კომპილაცია", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა. მისი თქმით, ანგარიში არის კრიტიკული, თუმცა ეს ბუნებრივია. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ანგარიშზე მომუშავე ადამიანების საერთო პრინციპია ის, რომ კრიტიკულად შეხედონ საკითხებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება.
"ანგარიშზე მომუშავეებს საერთო სახელმძღვანელო პრინციპები აქვთ, რომლებიც კრიტიკულად უყურებენ იმ საკითხს, თუ როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკულია. ასეც უნდა იყოს ამ ქვეყნის მთავრობის მტკიცე მეგობრების პოზიციიდან. საქართველო დიდი ხანია ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ლიდერად რჩება. ეს ის საკითხებია, რაზეც მთავრობასთან აქტიური დიალოგი გვაქვს, იმ საკითხების უმეტესობაზე მაინც, რაც ანგარიშშია მოყვანილი. ჩვენ ველით, რომ გავაგრძელებთ მტკიცე, მეგობრულ და სასარგებლო დიალოგს იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ეს ასევე მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის", - განაცხადა როს უილსონმა.
ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი. მისი თქმით, ანგარიში სავარაუდოდ საბჭოს სხდომაზე გავა:
"დასკვნას გავეცანი და პირდაპირ მასშიც წერია, რომ დასკვნა ეფუძნება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და რამდენიმე სხვა, მათ შორისაა სულხან სალაძისა და ეკა გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციები. გიგაურზე ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება, რომ ის არის ადამიანი, რომელიც აგროვებს ჭორებს და მეტს არაფერს. ეს არის უკვე დადასტურებული. მე პირადად ბევრი ჭორი ვიცი გიგაურზე, როდესაც მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში და იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოადგილე, იმ პერიოდში, როცა ხელმძღვანელობდა სატენდერო კომისიას, საკადრო პოლიტიკას და 1 500 ადამიანი იყო გათავისუფლებული და ა.შ. მაგრამ ამ ჭორებს მე არ ვავრცელებ, თუმცა 1500 თანამშრომლის გათავისუფლება რეალობაა და არ არის ჭორი. ჭორიც ბევრი ვიცი. ამ ჭორებს არ ვაგროვებ, ის აგროვებს ზუსტად ჭორებსა და ფანტაზიებს. ეს არის დადასტურებული თუნდაც იმით, რომ „იფსოსმა“, საფრანგეთის ერთ-ერთმა უძლიერესმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, მათ შორის დამოუკიდებლობასთან, კორუფციასთან მიმართებაში და ა.შ. დადო დასკვნა, რომელსაც ჩვენ გავეცანით. ასეთი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია, ალბათ, რა თქმა უნდა, უფრო სანდოა, ვიდრე გიგაურის ჭორების შეგროვება", – განაცხადა მეთოფიშვილმა და დასძინა, რომ საბჭო ეცდება, სახელმწიფო დეპარტამენტს რეალური სურათის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთ-ერთი თავი ეძღვნება წინასწარ განზრახულ, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობებს. ნახსენებია ბადრი პატარკაციშვილის საქმეც. ცალკე აბზაცში წერია, რომ 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 15:29
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისში, შპს „ველდან მით ფექტორი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184), ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი შეამოწმეს.
02 სექტემბერი 2026, 15:00
ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime: მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება
საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე წერს, სადაც დაღრმავებითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტატიის თანახმად, Jan De Nul-მა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ტალღმტეხელის, შესასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობისთვის ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები დაიწყო.
02 სექტემბერი 2026, 14:43
მსოფლიო
სკოტ ბესენტი: თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი?
„20-დან 19 ქვეყანა თანახმაა, რომ მინისტრის მონაწილეობამ დიდი ოცეულის სამუშაო ვითარება საერთოდ არ შეცვალა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა მოსწონს. თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი? ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპელი უკმაყოფილოა, მაგრამ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშინელი კონფლიქტი არასოდეს მოგვარდება“, - განაცხადა ბესენტმა.
02 სექტემბერი 2026, 14:26
პოლიტიკა
კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან.
02 სექტემბერი 2026, 14:26
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?
„კმაყოფილი ვარ ამჟამინდელი ვითარებით - ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული კონტროლი და ირანის ეკონომიკის სრული კოლაფსი. ისინი უბრალოდ გარდაუვალისკენ მიემართებიან. როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?“ - წერს ტრამპი
02 სექტემბერი 2026, 14:21
პოლიტიკა
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი
ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია - ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციამ, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 14:19
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია
რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.
02 სექტემბერი 2026, 14:16
ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე
„საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247, სადაც აღნიშნულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ვინაიდან კომპანია Jan De Nul-ის ორმა ფსკერ დამაღრმავებელმა გემმა შესასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის სამუშაოები დაიწყო.
02 სექტემბერი 2026, 14:14
მსოფლიო
უკრაინული მედია: უნგრეთმა უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2 კლასტერის გახსნა დაბლოკა
როგორც ჟურნალისტები წერენ, უნგრეთმა გადაწყვეტილება კიევის მიერ ეთნიკური უნგრელების უფლებების შესახებ ორმხრივი შეთანხმების შეუსრულებლობით ახსნა.
02 სექტემბერი 2026, 14:08
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: კიდევ უფრო მძიმეა იმის აღქმა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის ამ წერილების ფონზე „სარგებელი ნახა“ მეხუთე კოლონამ, როგორ აიტაცეს და როგორ ყიჟინებენ ამ თემასთან მიმართებით
ძალიან მძიმე საყურებელია იმ დაღმასვლის პროცესი, რომელსაც განიცდის ყოფილი პრემიერი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 14:06
მსოფლიო
დანიამ ახალწვეულები გრენლანდიაში გაგზავნა
გრენლანდიის თავდაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება დანიამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კუნძულზე პრეტენზიების გამოთქმის შედეგ გადაწყვიტა და ამისთვის მილიარდობით დოლარიც გამოყო.
02 სექტემბერი 2026, 14:04
საზოგადოება
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ კიკნაძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.
02 სექტემბერი 2026, 13:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებს ცდილობს
შალვა პაპუაშვილი: ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებს ცდილობს „ვნახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს — გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომელიც, მისი აზრით, გამოაცოცხლებს“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები დღემდე არ ასვენებენ, მათ შორის, ბაჩალიაშვილის ოჯახს თავიანთი სპეკულაციებით. „საბედნიეროდ, თორნიკე რიჟვაძის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილი ჰქონდა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ასე რომ, ყველა ინსინუაციას აქვს პასუხი იმ მხრივ, რომ არც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ბურუსით მოცული ან გაუგებარი იყოს. ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს. გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომელიც, მისი აზრით, გამოაცოცხლებს. ბაჩალიაშვილის საქმე იქნება თუ სხვა, მაშინ ოპოზიციურმა მედიამ უსინდისოდ, ოჯახის ემოციებზე თამაშით, შეეცადა, ადამიანის სიცოცხლითა და მისი გარდაცვალებით სპეკულაცია მოეხდინა და დღემდე ოჯახს არ ასვენებდნენ ამ სპეკულაციებით“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
02 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
02 სექტემბერი 2026, 13:42
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის განცხადებაზე, თითქოს ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც გაუქმდა: არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა; რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.
02 სექტემბერი 2026, 13:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა
რაც შეეხება გაერთიანებას, თავად კანონპროექტი, რომელიც შემოტანილი იყო არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ცვლილებებით მოგვერგო ამ ახალი ინიციატივისთვის, ვინაიდან პაკეტში დამატებითი კანონპროექტები არის დასამატებელი, ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც ყველა კანონპროექტი იქნება ასახული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებაზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არ აქვთ არაფრის უნარი, არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ
ოპოზიციის მთელი აქტივობა, დღის წესრიგი ის არის, რომ შეჰყურებენ სხვას. კარგი იქნება თუ - ცუდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რადიკალებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.
02 სექტემბერი 2026, 13:11
მსოფლიო
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა
თვითმხილველებისა და რეპორტიორების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი სადგურის პირდაპირ იყო. Bild-ი წერს, რომ უცნობი საგანი სადგურისკენ მიმავალ გასასვლელში მდებარე თურქული საიუველირო მაღაზიის წინ აფეთქდა. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ღამის 3:15 საათზე, შენობის გასასვლელში მოხდა.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.


