imedi /  06 მარტი 2020, 18:01 / სანდო წყარო

საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დაღესტანში, თბილისის დროით 17:22 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე, ლაგოდეხის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო. თუმცა როგორც imedinews-ს სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მოგვიანებით მონაცემები დაკორექტირდა, კიდევ რამდენიმე მონაცემის მიღების შემდეგ კი - დაზუსტდება.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2026, 15:00

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

Bloomberg: ევროპისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ვენაში არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს

გასულ თვეში ვენაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რათა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მიზნით შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები განეხილათ. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 14:45

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რაც 4320 ლარად ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს. პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 2025 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

05 აგვისტო 2026, 14:45

კულტურა

„ღამის სერენადები“ 2026 ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე.

ლევან მაჭავარიანი

05 აგვისტო 2026, 14:43

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება“, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება. რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე, უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ - ისინი დამოკიდებული არიან გარე ძალების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ

მისი განცხადებით, ახლანდელი ოპოზიცია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლებაში იყო, რუსებს საზღვარზე ხვდებოდა, ასევე, რუსულ კომპანიებს გადაუფორმეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლადაც გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს. მაჭავარიანის განმარტებით, როდესაც გარე ძალების დღის წესრიგი შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეიცვალა ქართული ოპოზიციის რიტორიკაც, რომლებიც სწორედ გარე აქტორების მითითებებსა და კარნახზე არიან დამოკიდებული.

ლადო სადღობელაშვილი

05 აგვისტო 2026, 14:41

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე: რა სამარცხვინო და დამამცირებელია იყო ნაცმოძის წევრი! იყო გამყიდველი, მოძალადე, აგენტურული პარტიის წევრი - ოფიციალური გიჟის მეთაურობის ქვეშ

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის მზადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა „სამარცხვინო და დამამცირებელია“.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს, საქართველო მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად

კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის თაობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

05 აგვისტო 2026, 14:35

მსოფლიო

The Guardian: ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელი წამლების კლინიკური კვლევის ჩატარების უფლება მისცა

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიზანიც ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკერების კლინიკური კვლევის შეჩერება იყო. გადაწყვეტილების შედეგად, კვლევა, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯი ხელმძღვანელობს, დაგეგმილი ვადების შესაბამისად დაიწყება, წერს The Guardian-ი.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს, ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი

„ცალკე გამოვყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. ამ სეზონისთვის გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი. საერთო სიგრძე არის 1400 მეტრი. ასევე, დაგეგმილია ბავშვებისთვის 200 მეტრი სიგრძის გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ამასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი სასრიალო ტრასის მოწყობა. საერთო სიგრძე არის 6 კილომეტრი. ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. ეს ყველაფერი დაგეგმილია მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია და იქ განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს დაემატა ტურიზმის პროგრამები, მადლობა მინდა გადავუხადო განათლების მინისტრს იმისათვის, რომ წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმა

სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 14:29

პოლიტიკა

პრემიერი: ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები, გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ხოლო წლიურ ჭრილში გაიზარდა 52 %-ით, ეს ყველაფერი ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია, ასევე მათი საქმიანობის შედეგია ის, რომ ლარის კურსი გამყარდა გასულ თვეებში

ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ლევან მაჭავარიანი

05 აგვისტო 2026, 14:27

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება, როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის გაშავება, უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ და ეს მესიჯბოქსი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე

როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება და ამ ფაქტზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე ხანში აშშ-მა რუსეთთან ურთიერთობა გადატვირთა. ასევე სულ რამდენიმე თვეში, როდესაც აღლუმი იმართებოდა მოსკოვში, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ იქ და აგენტურასაც დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 14:27

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან

საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

05 აგვისტო 2026, 14:25

ეკონომიკა

სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა

წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესწავლისა და ანალიზის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებს და ინვესტორებს. ასევე ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ივნისის თვეში 8,6% იყო ეკონომიკური ზრდა, ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც

„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვანდელი პროგნოზი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს შედეგები არის ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე. ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს. მათი წარმატებული მუშაობის შედეგია ეს წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

05 აგვისტო 2026, 14:16

მსოფლიო

Financial Times: ტრამპმა ზელენსკის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემაზე უარი უთხრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას Patriot-ის ტიპის დამატებითი რაკეტების გადაცემის შესახებ უარით უპასუხა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი - მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 14:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, პირველი ფაზა, ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა

აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კირცხალია

05 აგვისტო 2026, 13:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?

ქართულ ოცნებას გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?, - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „როგორ შეგიძლიათ აგვისტოს ომზე ისაუბროთ ისე, რომ რუსეთზე არაფერი თქვათ და ისაუბროთ ნაციონალურ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობებზე?“

პეტრ პაველი ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2026, 13:48

მსოფლიო

DW: ჩეხეთი სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მისცეს თავშესაფარი იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.