პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორთან ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის ერთობლივ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ნეგატიური ზემოქმედების შემსუბუქებას.
უკვე მიღწეულია შეთანხმება, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის.
შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებენ, რათა ბიზნესზე შესაძლო ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.
საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.
ეკონომიკის სტიმულირების შეჯერებული გეგმის კონკრეტული მიმართულებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიზნესომბუდსმენი და საბანკო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 22:58
საზოგადოება
Vatican News: გარდაიცვალა ილია II, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, სამშაბათს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა, რომელმაც პატრიარქის გარდაცვალების გამო „დიდი მწუხარება“ და „ღრმა სამძიმარი“ გამოთქვა, - წერს გამოცემა Vatican News-ი.
18 მარტი 2026, 22:46
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტოგალერეა
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში.
18 მარტი 2026, 22:18
საზოგადოება
ეთერ თათარაიძე პატრიარქზე: ის იყო მსოფლიო პატრიარქი. იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ უმფარველებს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან
ძნელი დღე გათენდა, ძალიან მძიმე, გულით ვუსამძიმრებ მთელ ქრისტიანულ სამყაროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ.
18 მარტი 2026, 21:46
საზოგადოება
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
18 მარტი 2026, 21:37
საზოგადოება
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის, მათ შორის უფასო იქნება რკინიგზა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
18 მარტი 2026, 21:17
საზოგადოება
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის
ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
18 მარტი 2026, 21:16
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
18 მარტი 2026, 21:09
საზოგადოება
ბელგიის საელჩო: ჩვენ ვაღიარებთ პატრიარქის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას
საელჩო უსამძიმრებს საქართველოს მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ნათქვამია ბელგიის საელჩოს განცხადებაში.
18 მარტი 2026, 21:09
პოლიტიკა
საქართველოში სომხეთის ელჩი: საქართველოში სომხეთის საელჩოს და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოძმე ქართველი ერის მიმართ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოძმე ქართველი ერის მიმართ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის არქეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აშოტ სმბატიანის სამძიმრის წერილში.
18 მარტი 2026, 21:03
მსოფლიო
ტულსი გაბარდი: ირანის რეჟიმი ხელუხლებელი ჩანს, თუმცა დიდწილად დეგრადირებულია
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა სენატის დაზვერვის კომიტეტს განუცხადა, რომ „ირანის რეჟიმი ხელუხლებელი ჩანს, თუმცა მისი ხელმძღვანელობისა და სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, დიდწილად დეგრადირებულია“.
18 მარტი 2026, 20:54
სამართალი
ეპოქალური ადამიანი - მსოფლიო პრესა პატრიარქზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ეპოქალური ადამიანი - ასე გაშუქდა მსოფლიო პრესით უწმინდესის ამქვეყნიური მოღვაწეობის დასასრული და ასე შეფასდა მისი ღვაწლი იმ სამძიმრებში, რომელიც ქვეყანამ და ერმა მიიღო.
18 მარტი 2026, 20:54
საზოგადოება
„ჩემი პატრიარქობა იყო მზიანი ღამე. ეს მზიანი ღამე გრძელდება, მაგრამ მალე გათენდება“ - ილია მეორეს ცხოვრება და მოღვაწეობა „ქრონიკის“ სიუჟეტში
„მზიანი ღამე, რომელიც მალე გათენდება“ - ასე აღწერა პატრიარქმა საკუთარი პატრიარქობა.
18 მარტი 2026, 20:50
საზოგადოება
ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.
18 მარტი 2026, 20:44
მსოფლიო
ორბანი: უკრაინა არ არის გამოსავალი, ის პრობლემაა - ის ევროპას უფრო ასუსტებს, ვიდრე აძლიერებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ევროპამ ყურადღება საკუთარი თავის გაძლიერებაზე უნდა გადაიტანოს და არა უკრაინის მხარდაჭერაზე.
18 მარტი 2026, 20:29
მსოფლიო
მარკ რუტე: ალიანსი მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ჰორმუზის სრუტის განბლოკვის გზებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსი მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ჰორმუზის სრუტის განბლოკვის გზებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სანაოსნო გზა „კვლავ უნდა გაიხსნას“.
18 მარტი 2026, 20:21
მსოფლიო
Reuters: ჯეი დი ვენსი უახლოეს დღეებში უნგრეთში ვიზიტს გეგმავს, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს ვიქტორ ორბანს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უახლოეს დღეებში უნგრეთში ვიზიტს გეგმავს, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს ვიქტორ ორბანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 მარტი 2026, 20:19
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
18 მარტი 2026, 20:08
საზოგადოება
თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
18 მარტი 2026, 20:06
საზოგადოება
მეუფე შიო ილია მეორეზე: მან ჩაიბარა ეკლესია დევნილ, დაკნინებულ, გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს
ჩვენი გულის სავსეა ემოციებით, სიყვარულით, ფიქრებით, მაგრამ ალბათ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, დაკნინებულ მდგომარეობაში, საზოგადოებრივ ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ შიო მუჯირმა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
18 მარტი 2026, 20:00
საზოგადოება
მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება
მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია მასთან შეხება, ამ ადამიანებში ახდენდა დიდი ფერიცვალებას და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ შიო მუჯირმა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.


