imedi /  14 მარტი 2020, 11:05 / სანდო წყარო

აშშ-ში საქართველოს საელჩო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო

საქართველოს საელჩო

აშშ-ში საქართველოს საელჩო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს.

„კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან გამკლავების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გულისხმობს მთავრობის მხრიდან დამატებითი ფინანსური სახსრების, კონკრეტულად 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ეროვნული მაშტაბით კორონავირუსის საპასუხო ზომების მისაღებად. დამატებითი რესურსი განკუთვნილია ქვეყნის მაშტაბით კორონავირუსის (COVID-19) ტესტირების საშუალებების რაოდენობის გასაზრდელად, სამედიცინო ცენტრებში და სხვა შესაბამის დაწესებულებებში მომსახურეობის დასახვეწად.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის შესაბამისი სტრუქტურებიდან მონაცემების დაზუსტებისა და დამატების შესაბამისად, განვაახლებთ თქვენთვის ინფორმაციას.

თუ კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები (ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა) აღმოგაჩნდათ: მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი სიმპტომების შესახებ; მოქალაქეებს, რომელთაც არ ემსახურებათ აშშ-ის ჯანდაცვის პროვაიდერი/არ აქვთ დაზღვევა, შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს; საქართველოს მოქალაქე სტუდენტებმა, ვისაც აქვს ადგილობრივი უნივერსიტეტის დაზღვევა, უნდა მიმართონ უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის ტესტირებასა და რეფერირებას. დაზღვევის არქონის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს

ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებებს. იხილეთ სრული ჩამონათვალი ყველა შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის აღნიშნულ ბმულზე.

საგანგებო ვითარების შემთხვევაში დარეკეთ 911-ზე. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:

კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227

დამატებითი განმარტება: მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს, რომ შტატების და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებები გადაცემა ფედერალურ მთავრობას და ეროვნული მაშტაბით პანდემიასთან პასუხის კოორდინაცია მოექცევა კრიზისების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) ქოლგის ქვეშ. აღნიშნული ღონისძიება ახდენს შესაბამისი სამსახურების ოპტიმიზაციას რათა პრობლემის საპასუხო დროული და ადეკვატური დახმარების გაწევა მოხდეს.

აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს! გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 12:14

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.

ალექსეი არესტოვიჩი

29 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 11:29

მსოფლიო

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნოდარ გიორგიძე

29 აგვისტო 2026, 11:20

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.

29 აგვისტო 2026, 11:04

რეგიონი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

29 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:55

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:50

სამართალი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

29 აგვისტო 2026, 10:47

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

29 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 10:39

რეგიონი

სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

29 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.

მარკო რუბიო

29 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.

დავით ჩხეიძე

29 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 09:30

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.

29 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ როსტოვში მდებარე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის Ozon-ის საწყობი დაბომბა

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 01:30

მსოფლიო

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

29 აგვისტო 2026, 01:14

მსოფლიო

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.

29 აგვისტო 2026, 00:55

რეგიონი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 00:26

მსოფლიო

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება

ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.