ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 17 მარტიდან განცხადებების მიღების წესი იცვლება

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განცხადებების მიღება 17 მარტიდან ახალი წესით განხორციელდება. მოქალაქეთა მიღება/კონსულტაცია, ასევე საბუთების მიღება/გაცემა იწარმოებს კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ხუთშაბათს.
მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected];
ასევე, „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქმედ კომისიაზე განსახილველი დოკუმენტაციის გადმოგზავნა, სერვისის მიმწოდებლების მიერ, განხორციელდება ელექტრონულად, კომისიის ელ. მისამართზე - [email protected]. აღნიშნულის თაობაზე სერვისის მიმწოდებლების ინფორმირება უკვე განხორციელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 10:46
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ.

06 დეკემბერი 2023, 10:34
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: ტრამპი რომ არ იყრიდეს კენჭს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიყრიდი კენჭს. თუმცა მას გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მეორე ვადით არ ეყარა კენჭი, თუ თანამდებობისთვის ბრძოლას არც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი ისურვებდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

06 დეკემბერი 2023, 10:27
საზოგადოება
გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

06 დეკემბერი 2023, 10:27
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია იტყობინება.

06 დეკემბერი 2023, 10:11
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების მორიგ წინადადებაზე თქვა უარი
რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე მორიგ წინადადებაზე თქვა უარი. ამის შესახებ სახელმწიფო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეტიუ მილერმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 10:08
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომლებსაც აინტერესებდათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები
გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომლებსაც აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 10:00
მსოფლიო
ჰონდურასში ავარიას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
სამგზავრო ავტობუსი ჯერ მოცურდა, ხიდს დაეჯახა, შემდეგ კი მდინარეში გადავარდა. შემთხვევა დედაქალაქიდან დაახლოებით 41 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

06 დეკემბერი 2023, 09:46
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზასა და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატოს წევრი
„ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატოს წევრობაზე არის, რაც ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაცაა. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, -აღნიშნა სამხარაძემ.

06 დეკემბერი 2023, 09:31
LIVE ისრაელი
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქალთა და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე გაერო, ხმამაღლა არ საუბრობენ იმ მრავალრიცხოვან სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც „ჰამასი“ ისრაელელი ქალების მიმართ სჩადის.

06 დეკემბერი 2023, 09:05
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ევროპისთვის საქართველოს მზაობა არის ნათელი და მკაფიო, როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორული და რეფორმების თვალსაზრისით
საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრა გაიმართა ელჩებთან როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ვითარებაში, ყველგან იყო ერთი და იმავე გზავნილი, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 08:44
LIVE ისრაელი
რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 61-ე დღეს
ჰან-იუნისი ღაზის სექტორში სიდიდით მეორე ქალაქია და სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის ზრდის პარალელურად, ისრაელი უკიდურესად ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებსაც. სისტემატური რეიდებით, მოწმდება ყველაფერი, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები.

06 დეკემბერი 2023, 08:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი სურვილია, როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, -აღნიშნა სამხარაძემ.

06 დეკემბერი 2023, 08:24
ტექნოლოგიები
„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა
ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

06 დეკემბერი 2023, 08:12
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეები საქართველოში ამინდი გაუარესდება
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან კი მოსალოდნელია თოვა. წვიმიანი ამინდს პროგნოზირებენ თბილისში, სადაც ამინდი 10 გრადუსამდე გათბება. არამდგრადი ამინდები 13 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

06 დეკემბერი 2023, 08:03
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

06 დეკემბერი 2023, 00:51
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 00:31
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

06 დეკემბერი 2023, 00:28
სპორტი
ბექა გაბისონია კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონია
ქართველი კიკბოქსიორი ბექა გაბისონია ევროპის ჩემპიონია. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქამრისთვის შეხვედრაში მან პოლონელი პაველ სადოუსკი დაამარცხა.

05 დეკემბერი 2023, 23:55
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა.

05 დეკემბერი 2023, 23:52
LIVE ისრაელი
ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება.