მეუფე შიო: დიდი განსაცდელები იმიტომ ხდება, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში

საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიო
ფოტო: არქივი
სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა.
წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მეუფემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.
„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას, მოლოცვას. ჩვენც ჩვენი მხრიდან მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული. ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ შესწირა, დაუთმო და დღესასც აგრძელებს იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი. ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მანამდე მეუფე შიომ ქადაგებისას დღვანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ჩვენს გულსა და გონებას ეხება უფლის მადლი. განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული, ის მიიღებს თუ არა იესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ გულში უფალი იესო ქრისტე, რადგან იცით, ადამიანი უფლის ტაძარია“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.
მისივე თქმით, დღეს ეკლესია ღვთისმშობლის მშობლებსაც იხსენებს: წმინდა იოაკიმესა და ანას, რომელთაც უამრავი განსაცდელი გამოიარეს და რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია მათ განსაცდელებთან შედარებით.
„რატომ ხდება ასე? იმისთვის, რომ უფალი ჩვენს გულში იშვას, ეს დიდი სულიერი ბრძოლის, განსაცდელების შედეგად ხდება. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. ამის მაგალითია წმინდა იოაკიმე და ანა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ყველა სიახლე

21 აპრილი 2021, 10:56
COVID19
ამ ეტაპზე საქართველოში 591 მძიმე პაციენტია
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.

21 აპრილი 2021, 10:54
საზოგადოება
თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება
მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. GWP-ის ინფორმაციით, დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ქსელზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები.

21 აპრილი 2021, 10:53
COVID19
საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33 %-ია
20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3.38%, ხოლო 7 დღის განმავლობაშ კი 4.16%.

21 აპრილი 2021, 10:49
COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1310 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი.

21 აპრილი 2021, 10:48
მსოფლიო
ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა სატელეფონო თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა
ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა სატელეფონო თაღლითებს, რომლებიც თავს ჩინელ საჯარო მოსამსახურეებად ასაღებდნენ. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.

21 აპრილი 2021, 10:48
COVID19
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 299 038 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 869, გარდაიცვალა 3 971 პაციენტი.

21 აპრილი 2021, 10:45
საზოგადოება
რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური მომსახურების ფარგლებში
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ოჯახის, უბნის ექიმისა და ექთნის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით: ენოდკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგისა და ქირურგის კონსულტაციებით.

21 აპრილი 2021, 10:45
ტაბლოიდი
მედია: პრინცი ჰარი აშშ-ში დაბრუნდა
პრინცის აშშ-ში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ის 21 აპრილს დედოფალ ელიზაბეტის 95-ე დაბადების დღეს არ დაესწრება.

21 აპრილი 2021, 10:44
სამართალი
სარფში არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ბ., რომელსაც გადაჰქონდა ტრანზიტული ტვირთი, რისკის პროფილის საფუძველზე, წითელი დერეფანი განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) გამოვლინდა.

21 აპრილი 2021, 10:36
COVID19
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 481 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 73 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 481 ადამიანი კი გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 10:32
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას
„მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას“, - წერს საკუთარ Facebook-ზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც ეხმაურება მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

21 აპრილი 2021, 10:32
COVID19
ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 295 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 295 041 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 000 ადამიანი გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 10:30
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო. კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს, აჭარაში - საზღვაო ფერმასა და გადამამუშავებელ საწარმოს, თბილისში - შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.

21 აპრილი 2021, 10:24
რეგიონი
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა. მერის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩა. მერმა მრჩეველთა საბჭოს ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელება ქუთაისშია დაგეგმილი, ასევე ისაუბრა ქალაქში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.

21 აპრილი 2021, 10:14
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: ამიერიდან მთელი პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოგვარებაზე
„ამიერიდან, მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთლიანად ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოგვარებაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი. მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე, იმაზე რომ საქართველომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი, ამბიციური გადაწყვეტილება, რაც 2024 წელს გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას უკავშირდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

21 აპრილი 2021, 10:14
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანა-თავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, შედეგობისა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

21 აპრილი 2021, 10:07
COVID19
გერმანიაში კორონავირუსის 24,884 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24,884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 331 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,188,192 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 80,634 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

21 აპრილი 2021, 10:05
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მომავალშიც ჩართული იქნება ციფრული ეკონომიკის დაბეგვრასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებში
საქართველო მომავალშიც ჩართული იქნება ციფრული ეკონომიკის დაბეგვრასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებში და ჩვენ, როგორც განვითარებად ქვეყანას, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე,მტკიცედ გვწამს, რომ ამ სამუშაოს შედეგები, რომლებიც მიმართულია მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ, სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

21 აპრილი 2021, 10:01
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ, გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“. ამ დებატებში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის დელეგაციის წევრმა საქართველოს პარლამენტიდან მარიამ ქვრივიშვილმა.

21 აპრილი 2021, 09:58
საზოგადოება
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განხორციელდა.