მეუფე ნიკოლოზი: წინასაარჩევნოდ რომ ვინმეს გული მოიგო, რაღაც ისეთი უნდა აჩუქო, ტყე რაში უნდა გამოიყენო?!
მიტროპოლიტი ნიკოლოზი
ფოტო: თიკო ჯაფარიძე
წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა, ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებ. ტყე რაში უნდა გამოიყენო, მარტო იმაში, რომ არ გააჩეხინო ვიღაცას, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის საკითხზე გააკეთა.
„რაც შეეხება ტყის მასივების გადაცემას, ამის შესახებ გუშინ შევიტყვე. ბევრი ვიფიქრე და მინდა გითხრათ, რომ ტყე რა არის? - აი, რისთვის არის ტყე? ტყე არის იმისთვის, რომ შეინახო. ტყისგან ვერაფერს სხვა სიკეთეს ვერ მიიღებ. ერთადერთი ის, რომ ჰაერი იყოს ჯანმრთელი და მეორე, რომ ვისაც ტყეში გასეირნება მოუნდება, იყოს გასეირნების საშუალება. ძველი ქართული ლექსი არსებობს ასეთი: „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია“. ასე რომ, ტყის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, ეკლესიას უნდა დაევალოს მასზე ზრუნვა. მეტი არაფერი, აბსოლუტურად! ის, რომ ტყე არ გაიჩეხოს. მე მახსენდება ის შავბნელი 90-იანი წლები და ჩემი თვალით ვუყურებდი, აბასთუმნის ტყე როგორ იჩეხებოდა. ვეებერთელა მანქანები ერთი მეორის მიყოლებით გადიოდა სადღაც, სად? არ ვიცი. ტყის გასხვისება-გაჩუქება რას უნდა გულისხმობდეს, ერთადერთი, რომ თუ ვინმე გასაჩეხად მოინდომებს და პირობას გაძლევთ, ნამდვილად, რომ ეკლესია არც სასულიერო პირი, არავინ მეგულება ასეთი ბარბაროსი, რომ ტყე გაჩეხოს. ასე, რომ თუ ტყე გადაეცემა მთლიანად ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენარჩუნდება და ექნება ყველას. არც ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს. პრივილეგია კი არაა ეს, პრივილეგია შეიძლება ისაა, რომ ენდობიან ეკლესიას. პრივილეგია კი არაა, ესაა პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი და ძალიან მძიმე დავალება. წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებ. ტყე რაში უნდა გამოიყენო, მარტო იმაში, რომ არ გააჩეხინო ვიღაცას. საპატრიარქო დიდი ხანია მიმართავს ხელისუფლებას, რომ ტყე უნდა გაშენდეს. მახსოვს, მთავრობა გვპირდებოდა, თბილისში მილიონი ხე დაირგვებოდა. ნუ, ეს ცოტა იუმორია, მაგრამ სულ ამაზე იყო საუბარი, რომ უნდა გაშენდეს. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა ტყეს იპარავენ, ჩეხავენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მოსახლეობა არ დარჩება კმაყოფილი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის 20 ჰექტარი ტყის გადაცემას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
12 მაისი 2026, 14:06
საზოგადოება
სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია დასრულდა
სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია დასრულდა.
12 მაისი 2026, 13:48
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერისა და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს
„მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ვინც იცნობს და არ იცნობს მას, ამაში ყველა დარწმუნებულია. ასეთი იყო ღვთის ნება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვულოცავ მას, ვუსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს ამ უდიდესი პასუხისმგებლობის და იმ მოვალეობის შესრულება, რაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს. მართლაც ძალიან რთულია, ილია მეორის შემდეგ ამ მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, იგი ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი. ვფიქრობ, ის თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
12 მაისი 2026, 13:47
საზოგადოება
ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი შიო III-ს: დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ გაუძღვებით საყვარელ ქართველ ხალხს სულიერი პროგრესისა და ნაყოფიერებისკენ
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
12 მაისი 2026, 13:39
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
12 მაისი 2026, 13:18
ტექნოლოგიები
კვლევა: 5-დღიანი სამუშაო კვირა სიმსუქნის რისკს უკავშირდება
სიმსუქნის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ცვლები ხანგრძლივია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა - დიდი. როგორც გამოცემა The Guardian წერს, ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი კვლევის საფუძველზე, რომელიც მათ სტამბოლში გამართულ სიმსუქნის ევროპულ კონგრესზე წარადგინეს.
12 მაისი 2026, 13:10
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში
„Reuters-ი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იმითაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბრძოლა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიებისთვისა და ენერგომარშრუტებისთვის, არამედ იმისთვისაც, ვინ შეძლებს საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. ამრიგად, გუშინდელმა დღემ თუ საღი აზრის გარშემო გააერთიანა დასავლური მედიაც კი, ქართულ სადეზინფორმაციო საშუალებებს მაინც არაფერი ეშველა და ისინი რჩებიან "პრეზიდენტ" ზურაბიშვილის და „პატრიარქ“ დოროთე პირველის ტყვეობაში, КГБ-ს ეფრეიტორ სააკაშვილის გათავისუფლების მისიით შეპყრობილები“, - წერს დავით ქართველიშვილი.
12 მაისი 2026, 13:07
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირში ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციით უკმაყოფილოები არიან
სააგენტო Bloomberg-ი ცნობით, ევროკავშირში იზრდება უკმაყოფილება იმით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში ახდენს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტით არის დაკავებული.
12 მაისი 2026, 13:03
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს
დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს, - განუცხადა „ქრონიკას“ სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სვეტიცხოველში, პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით.
12 მაისი 2026, 12:40
საზოგადოება
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშური პროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.
12 მაისი 2026, 12:37
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ის არჩევას
აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
12 მაისი 2026, 12:11
მსოფლიო
ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ზელენსკიმ 2019 წელს პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა, - განაცხადა ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა.
12 მაისი 2026, 11:59
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციაზე: აი თქვენი დედაც მოვ***ნ რა...
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
12 მაისი 2026, 11:56
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12 მაისი 2026, 11:54
პოლიტიკა
საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი, მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12 მაისი 2026, 11:51
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შსს ავრცელებს.
12 მაისი 2026, 11:49
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.
12 მაისი 2026, 11:48
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.
12 მაისი 2026, 11:28
საზოგადოება
ყოვლად სომეხთა კათალიკოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს - თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია
ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
12 მაისი 2026, 11:19
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის აეროპორტებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შეუფერხებელი ოპერირება და სამომავლო გეგმების კოორდინაცია წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო რჩება ავიაკომპანიების მუდმივ პარტნიორად და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სექტორში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დაკავშირებადობის შემდგომ ზრდას.
12 მაისი 2026, 11:03
მსოფლიო
ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ზელენსკი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივნის, იულია მენდელის განცხადებით, მისთვის ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს.


