imedi /  07 ივნისი 2020, 15:41 / სანდო წყარო

მეუფე შიო: პატრიარქის მოღვაწეობა დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს

მეუფე შიო

მეუფე შიო

ილია მეორის მოღვაწეობა არის დასტური, რომ ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

„ეს არის დღე, ჩვენი წმინდა ეკლესიის დაბადებისა, ეს არის დღე, რის გამოც, უფალი იესო ქრისტე მობრძანდა ამ ქვეყნად, რის გამოც განკაცდა. ეს იყო მისი მიზანი, რომ დაეარსებინა თვისი ეკლესია და სულიწმინდის მადლი გარდამოევლინა ჩვენზე. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დალოცვას და ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ ვიგალობეთ საგალობელი, რომელიც ყველამ იცით, „რაოდენმა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“ და ეს ნიშნავს, რომ ვინც მოვინათლეთო ქრისტეში, ქრისტე შევიმოსეთო. როგორ ხდება ეს შემოსვა ქრისტესი, რას ნიშნავს ქრისტეს შემოსვა - ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი განიძარცვავს ძველ კაცს, ცოდვილს, დაცემულს და შეიმოსს ახალს, შეიმოსს ქრისტეს. აი ეს არის ეკლესიაში რაც ხდება, რისთვისაც დაარსდა ეკლესია. ეს ხდება მხოლოდ სულიწმინდის მადლით, რომელიც დღეს გარდამოევლინა ჩვენზე, მხოლოდ ეკლესიის საიდუმლოებებით არის შესაძლებელი.

სულიწმინდაზე თქვა იესომ, რომელსა სწამდეს ჩემიო, მდინარენი მუცლისა მისისა სდიოდენ წყლისა ცხოველისა. ეს წყალი ცხოველი არის სულიწმინდის მადლი. ვინ იღებს ამ სულიწმინდის წყალს, მხოლოდ ისინი, ვისაც ძლიერ სწყურიათ, თუ ადამიანს აქვს ასეთი ძლიერი წყურვილი, როგორც დიდი ხნის მოწყურებულ ადამიანს.

სიცოცხლეზე მეტად უნდა უნდოდეს და უნდა მიისწრაფვოდეს. ადამიანი შეიძლება გახდეს თვით ღმერთის ცხოვრების თანაზიარი, ღმერთის ბუნების თანაზიარი. ამ დღიდან ყველა მოქმედება, რაც კი ეკლესიაში სრულდება, სულიწმინდით სრულდება, წყალი როდესაც იკურთხება, როდესაც ადამიანი ინათლება, ესეც სულიწმინდის მადლით ხდება. როდესაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, სულიწმინდა გვაერთებს ჩვენ ქრისტესთან.

ასევე, ეკლესია ეს არის კარი ცათა სასუფევლის. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა შეიძინოს ისეთი თვისებები, რომელიც აუცილებელი არის ცათა სასუფევლისთვის. ჩვენ დღეს განსაკუთრებით ერთად, ყველამ მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რადგან მისი საპატრიარქო მოღვაწეობა არის დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს, რადგან მთელი მისი მოღვაწეობა არის სულიწმინდის მადლით გაჯერებული“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს სულთმოფენობაა.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2026, 14:58

მსოფლიო

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

საპატრულო კონტროლის გამკაცრებასთან ერთად ქალაქის ყველა შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები განათავსეს, ბიურგენშტოკში უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ირანის დელეგაციას შეხვდება.

21 ივნისი 2026, 14:53

კულტურა

„იმედზე“, 16:00 საათზე, ფილმის - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაიმართება

ადამიანები, ვინც არ იციან დანებება და ვისაც ქვეყანა მხარში დაუდგა - 16:00 საათზე, „იმედზე“, ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ ჩვენება გაიმართება, რომელიც ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადდა.

21 ივნისი 2026, 14:38

კულტურა

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 180-ე სეზონი სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერით დაასრულა

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 180-ე სეზონი სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერით დაასრულა. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა.

21 ივნისი 2026, 14:36

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი" გრძელდება

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი" გრძელდება. საოცრებათა მოედანზე შეკრებილ სტუმრებს დღესაც არაერთი გასართობი და მუსიკალურ ღონისძიებას ელოდებათ. ფესტივალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ლაუნჯ-ზონები და კაფე-ბარები, მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილია ფოტო ზონები და გასართობი სივრცეები.

21 ივნისი 2026, 14:29

მსოფლიო

მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა

ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამინდის პირობებზე რეაგირებისთვის უწყებათაშორისი მექანიზმი აამოქმედა. საგანგებო ზომების მიღებისთვის ემზადება საბანკო სექტორიც. ექსტრემალურმა სიცხემ შესაძლოა ხანძრები, წყალდიდობები და სხვა კატასტროფები გამოიწვიოს, რაც სადაზღვევო სისტემასა და საბანკო სექტორს ტვირთად დააწვება.

21 ივნისი 2026, 14:28

მსოფლიო

სალონიკსა და ვაშინგტონში პრაიდები გაიმართა

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ ლგბტქ თემის მარშის პარალელურად ბერძენი ბერი, პროტესტის ნიშნად, სატვირთო მანქანის წინ გზაზე დაწვა. პოლიციამ ის ძალის გამოყენებით გაიყვანა, რასაც ლგბტ აქტივისტების მხრიდან დაცინვა მოჰყვა

კირ სტარმერი

21 ივნისი 2026, 14:27

მსოფლიო

მედია: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს. ამის თაობაზე ბრიტანული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს.

21 ივნისი 2026, 14:25

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლოს-ანჯელესში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა საწყობი იწვის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი მზის პანელებზე გავრცელდა, რის შედეგადაც კვამლთან ერთად ამიაკის ღრუბელია. ჰაერის დაბინძურების გამო ადგილობრივებმა თვითიზოლაციას მიმართეს. კალიფორნიის შტატის ადმინისტრაცია დახმარებისთვის ფედერალურ ხელისუფლებას მიმართავს.

გურამ მაჭარაშვილი

21 ივნისი 2026, 14:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინა-მოლდოვა დაწინაურდა ვიდრე საქართველოო - საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, დაწინაურდნენ და სამწუხაროდ, ლგბტ პროპაგანდაში. ამაში ვისაც უნდა, იმან გაგვისწროს

უკრაინა-მოლდოვაზე საუბრობდნენ, რომ ეს ქვეყნები დაწინაურდნენ ვიდრე საქართველო და რა თქმა უნდა, დაწინაურდნენ, სამწუხაროდ, ლგბტ პროპაგანდაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

21 ივნისი 2026, 14:14

რეგიონი

ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა

მინისტრის მოადგილემ ბოლქვაძეს გადასცა UNESCO-ს აფრიკისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში გენერალური დირექტორის თანაშემწის, ლიდია არტურ ბრიტოს წერილი და შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზაციის სახელისა და ლოგოს - „ UNESCO-ს ​ პატრონაჟით“ გამოყენების წესებს განსაზღვრავს.

21 ივნისი 2026, 14:05

სამართალი

თბილისში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

დიდუბეში, შალიკაშვილის ხიდთან სატვირთო მანქანას საკუთარი ტვირთ - რკინაბეტონის კონსტრუქცია გადმოცვენის შედეგად დაეცა. მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ზაქარია წიკლაური

21 ივნისი 2026, 13:58

პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური ბუქარესტში საერთაშორისო ორგანიზაცია Patriots Network-ის ორგანიზებით გამართულ სააერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

„მსგავსი ფორმატის საერთაშორისო შეხვედრები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და იმ იდეების განხილვისთვის, რომლებიც ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება“,- წერს ზაქარია წიკლაური სოციალურ ქსელში.

ნანუკა ჟორჟოლიანი

21 ივნისი 2026, 13:39

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ „ფორმულამ” ნახევარი მილიონი შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში - კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

ქართული ოცნება ჯერ აკმაყოფილებს გოგა ხაინდრავას საჩივარს ფორმულას წინააღმდეგ და რამდენიმე დღეში, კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ფორმულამ ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

21 ივნისი 2026, 13:20

მსოფლიო

კიევში ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც მაიდანი დაიკავეს

„მე არ ვუჭერ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ვიცავ, რომ უკრაინა „თეთრკანიან ქრისტიანულ ქვეყნად“ დარჩეს“, - განაცხადა დიმიტრი კორჩინსკიმ.

21 ივნისი 2026, 12:20

პოლიტიკა

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.

21 ივნისი 2026, 12:19

რეგიონი

რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა

„ქართულის“ გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს" და ფესტივალის ყველა მონაწილეს ქართული დღეების ულამაზეს დასასრულს. 85 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენთან ერთად ამ დღეების საოცარი ატმოსფერო. მადლობას გიხდით იმ ნამდვილად ქართული ემოციისთვის, რაც ამ დღეებში ჩვენს საფესტივალო სივრცეში ტრიალებდა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

21 ივნისი 2026, 12:11

ტაბლოიდი

სტოუნჰენჯში წელიწადის ყველაზე გრძელი დღის დადგომა იზეიმეს☀️გალერეა

მათ მონუმენტთან ღამე გაათენეს და მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. ზაფხულის ბუნიობა არის დღე, როდესაც მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა დგას. ეს 20 ან 21 ივნისს ხდება. ზაფხული ბუნიაობას წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე ფიქსირდება.

21 ივნისი 2026, 11:45

სპორტი

ლევან ჩოხელმა UFC-ში გამოსვლა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო - მან მეტოქე 22 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

ლევან ჩოხელმა UFC-ში გამოსვლა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. 29 წლის ქართველმა მებრძოლმა ქვესაშუალო წონით დივიზიონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოასპარეზე ლეონ შაჰბაზიანი 22 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

21 ივნისი 2026, 11:40

სპორტი

ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ინგლისში გამართულ ჩხუბში 29 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლაიამ დილონი რვა რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

21 ივნისი 2026, 11:37

სპორტი

გერმანია მესამე ნაკრები გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა⚽

ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. გერმანიის ნაკრებმა კოტ-დ'ივუარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 6 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. 40 წლის გერმანელმა მეკარემ მანუელ ნოიერმა კი რეკორდი დაამყარა გოლკიპერებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები მატჩების რაოდენობით - ეს შეხვედრა მისთვის 21-ე იყო.