ზურაბ გურიელიძე: 13 ივნისის ტრაგედიას ყოველ წელს აღვნიშნავთ ახალი ვოლიერების გახსნით, მაგრამ წელს ცნობილი მიზეზების გამო ალბათ მოგვიანებით გაიხსნება
ზურაბ გურიელიძე
ფოტო: იმედი
„ვფიქრობთ, როდესაც კავკასიის ექსპოზიციის დიდი ნაწილი იქნება შევსებული და დასრულებული, ასევე, შევძლებთ გავაკეთოთ გარკვეული ინფრასტრუქტურა, შესაძლებელი იქნება, რომ ახალი ზოოპარკი ვიზიტორებისთვის გაიხსნას“, - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის ზღვაზე არსებულ ახალ ზოოპარკში დღეის მდგომარეობით ცხოველები მრავლად არიან წარმოდგენილი.
გურიელიძემ განმარტა, რომ ახალ ზოოპარკში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პანდემიამ შეაჩერა. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი დაფინანსებაცაა.
გურიელიძეს ჰკითხეს, 13 ივნისიის ტრაგედიაზეც. 5 წელი გავიდა და ამ დღეს
რა სიახლეებით ხვდება თბილისის ზოოპარკი.
მისი ქმით, ტრაგედიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 300-მდე ცხოველი დაიხოცა. ამდენად, ხვალინდელი დღე მათთვის მძიმე გასახსენებელია. ასე, რომ რამე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშვნას არ აპირებენ.
„ხვალ განსაკუთრებული არაფერი იქნება, რადგან ეს ნებისმიერი ჩვენი თანამშრომლისთვის ძალიან რთული მომენტია. ვცდილობთ, ყურადღება არ გავამახვილოთ, რაც მოხდა, ჩვენი საქმეა მომავალი და აღვადგინოთ ზოოპარკი. ყოველ წელს აღვნიშნავთ ახალი ვოლიერების გახსნით. წელს ცოტა შეგვაგვიანდა, ცნობილი მიზეზების გამო და ალბათ, ცოტა მოგვიანებით გაიხსნება“, - განაცხადა გურიელიძემ.
მისივე თქმით, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შეეცადნენ, ძველი ზოოპარკი აღედგინათ. მათ ევროპის ზოოპარკებიდან ახლი ცხოველების შემოიყვანეს. პარალელურად თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაიწყეს. კერძოდ, კავკასიაში გავრცელებული სახეობების შეგროვებით. გურიელიძემ აღნიშნა, რომ კავკასიის სახეობები ასე ფართოდ წარმოდგენილი არც ერთ ზოოპარკს არ ჰყავს და ეს მათი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს.
„ძალიან მრავალფეროვანი ფაუნა და ფლორა გვაქვს. აქ არსებულ ცხოველებს არ სჭირდებათ სპეციალური პირობები. მათთვის არსებული პირობები მისღებია. ძვირადღირებული ნაგებობების მშენებლობა საჭირო არ არის. დავიწყეთ ახალი ზოოპარკის მშენებლობა თბილისის ზღვაზე. პირველი ეს არის GIZ-ის დაფინანსებით მიღებული გრანტები, რომლის საშუალებითაც პირველი ვოილერები ავაშენეთ. ეს იყო დათვებისა და მგლების, ირმებისა და ნიამორების. გარდა ამისა, შემდეგ დაემატა ფოცხვერების, კავკასიური, ორივე სახეობის ჯიხვის. ასევე, ჩამოვიყვანეთ ევროპული ბიზონი - დომბა, აფრიკული მოხატული ძაღლები, ასევე გასულ წელს გვაჩუქეს კუზიანი აქლემები. ასევე იქ გვაქვს თავლა, ანუ შესაძლებელია საცხენოსნო კლუბის გაკეთებაც“, - განაცხადა გურიელიძემ.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 16:05
სამართალი
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.
18 აგვისტო 2026, 15:53
მსოფლიო
თეთრი სახლი აქვეყნებს ტრამპის პოსტს, სადაც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული
თეთრმა სახლმა Facebook-ზე აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტს, რომელზეც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული. აღნიშნული პოსტი თეთრი სახლის ლიდერმა თავის Truth Social-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა.
18 აგვისტო 2026, 15:22
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
18 აგვისტო 2026, 15:08
რეგიონი
იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
18 აგვისტო 2026, 14:58
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ გუგული ილურიძე დააჯარიმა
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე გუგული ილურიძე დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა.
18 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?
არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად? - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:39
მსოფლიო
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
18 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ქვეყნისთვის დამანგრეველი შინაარსის პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შინაარსიდან გამომდინარეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. ჩვენ მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა, ერთმანეთს დაჭამდნენ
როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:32
თავდაცვა
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს - დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს 42 წელი შეუსრულდებოდა
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
18 აგვისტო 2026, 14:30
საზოგადოება
ბადრი ვადაჭკორიას დღეს დაკრძალავენ
ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას დღეს დაკრძალავენ. ოჯახის წევრები და ახლობლები სამძიმარს იღებენ. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.
18 აგვისტო 2026, 14:30
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი თავდაცვის სფეროში კორუფციის შესახებ აცხადებს
უკრაინის რადის დეპუტატი ალექსანდ კაჩურა თავდაცვის სფეროში კორუფციის მაღალ დონეზე ლაპარაკობს. მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 50-დან 150 ათას დოლარამდე ქრთამის გადახდაა საჭირო.
18 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
სი ძინპინი აშშ-ში დონალდ ტრამპს 24 სექტემბერს შეხვდება
Politico-ს ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი შეერთებულ შტატებში 23 სექტემბერს ჩავა. გამოცემის წყაროს ცნობით, სი ძინ პინი დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას არ გეგმავს. ის მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს შეხვდება.
18 აგვისტო 2026, 14:22
მსოფლიო
ალექსანდერ სტუბი: ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან
„ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან“, - განაცხადა სტუბმა.
18 აგვისტო 2026, 14:11
მსოფლიო
Bloomberg: ბერძნულ ტანკერს, რომელსაც შავ ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, დრონებით შეუტიეს
გემის მფლობელი კომპანიის განცხადებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და გარემოს ნავთობით დაბინძურება არ დაფიქსირებულა.
18 აგვისტო 2026, 13:10
რეგიონი
ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას
ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 აგვისტო 2026, 13:08
საზოგადოება
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.
18 აგვისტო 2026, 13:04
საზოგადოება
კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ
კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.
18 აგვისტო 2026, 12:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი
არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
18 აგვისტო 2026, 12:41
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოქალაქე თამაზ კოსტავას მიმართ.


