imedi /  26 ივნისი 2020, 14:01 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: განათლების რეფორმაზე მუშაობა ბევრ თაობას მოუწევს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„ადამიანური კაპიტალი ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი და ძირითადი რესურსია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე გამართლებულია განათლების სისტემური რეფორმა, რომ ადამიანური კაპიტალი სულ უფრო იზრდებოდეს და ვითარდებოდეს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები განათლების სისტემის გავლის შემდეგ, გლობალურ ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიები, სხვა შემთხვევაში გლობალურ ბაზარზე ვერ გაუწევენ კონკურენციას თავის თანატოლებს, რომლებსაც ღირსეული და უფრო ეფექტური განათლების სისტემა ექნებათ გამოვლილი.

ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გრძელვადიანი რეფორმა და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ის ერთ ან ორ წელიწადში დასრულდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ განათლების რეფორმაზე ბევრ თაობას მოუწევს მუშაობა, რათა უფრო მდგრადი იყოს ქართული განათლების სისტემა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმუშაოთ, რომ პირველი შედეგები უახლოეს პერიოდში დაგვიდგეს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

10 ივლისი 2020, 19:59

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების საკითხს მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, განიხილეს პარლამენტის წევრების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ინიციატივით წარმოდგენილი - პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.

ადამიანის უფლბათა კომიტეტი

10 ივლისი 2020, 19:48

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა ათწლიანი ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადგენილების პროექტი - „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, განიხილა. აღნიშნული პროექტი ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

10 ივლისი 2020, 19:41

COVID19

ავსტრალიაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცეს

ავსტრალიის თერაპიული საქონლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისთვის წინასწარი ნებართვა გასცა.

ბუდუ ზივზივაძე

10 ივლისი 2020, 19:37

სპორტი

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ „ფეჰერვარში” გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ „ფეჰერვარში” გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. „ფეჰერვარი” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

10 ივლისი 2020, 19:36

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე ადამიანის უფლებების კუთხით პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ანგარიშები მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილს მოუსმინეს. აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშები, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები წარმოადგინა.

10 ივლისი 2020, 19:28

სამართალი

პროკურატურამ მამისა და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სვანეთი

10 ივლისი 2020, 19:26

რეგიონი

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს.

მოსკოვი

10 ივლისი 2020, 19:18

COVID19

რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს

რუსეთი სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ფრენების აღდგენა იმ ქვეყნებთან იგეგმება, სადაც კორონავირუსის გავრცელება ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 40 შემთხვევას არ აღებამატება.

10 ივლისი 2020, 19:08

მსოფლიო

ათენი აია-სოფიასთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილებას პროვოკაციად მიიჩნევს

საბერძნეთის კულტურის მინისტრი თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება, ცივილიზებული სამყაროს წინაშე „ღია პროვოკაციად“ აფასებს.

მირიან ნიკოლაძე

10 ივლისი 2020, 19:05

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: იმ პირებს, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პატიმრობაშია, ბრალს სავარაუდოდ ორ კვირაში წარუდგენენ

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას. ჩამოყალიბდნენ ასეთ პოზიცაზე, რომ გამოძიების ვადაში უნდა მოხდეს ამ პირებისთვის ბრალის კონკრეტული მუხლით წარდგენა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიას გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

გენერალური პროკურატურა

10 ივლისი 2020, 19:01

სამართალი

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სკოლა „ალბიონის“ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური

10 ივლისი 2020, 19:00

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჟურნალისტის ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება

შემოსავლების სამსახური მცდარ ბრალდებებს უწოდებს ელისო კილაძის განცხადებას, რომ მას ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, სამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემოსავლების სამსახური ჟურნალისტის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ზე ატვირთულ ვიდეომასალაში გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

10 ივლისი 2020, 18:59

ტაბლოიდი

Apple-მა IOS 14-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია გამოუშვა

Apple-მა IOS 14-ისა და iPadOS 14-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია გამოუშვა. მისი ჩამოტვირთვა Apple-ის ბეტა-ტესტირების ვებგვერდზეა შესაძლებელი. iOS 14 და iPadOS 14 ივნისის ბოლოს წარადგინეს, რის შემდეგაც მას დეველოპერები ტესტავდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 ივლისი 2020, 18:58

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე.

მირიან ნიკოლაძე

10 ივლისი 2020, 18:48

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ექსპერტიზით დადგენილია, რომ დაზიანებები ვერ გამოიწვევდა გიორგის გარდაცვალებას, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ბავშვი, ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს არაგვში და იქ დაიხრჩო

ოჯახმა მესამე დღეს იცოდა, გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზიც, ჩვენ ეს არ გავახმაურეთ, რომ გზა-კვალი არ აბნეოდა არც გამოძიებას და არც საზოგადოებას და არ გაკეთებულიყო აქცენტები, მხოლოდ წყლით დახრჩობის ფაქტზე. ასევე ვიცოდით გიორგის დაზიანებებზე ყველა გარემოება, - ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ, დღეს, მაედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:45

COVID19

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 543 000-ს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 543 136-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფექციით 12 474 ადამიანი გარდაიცვალა, 265 810 კი გამოჯანმრთელდა.

ენტონი ფაუჩი

10 ივლისი 2020, 18:31

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვცდილობ გავარკვიო, საიდან მოიტანა პრეზიდენტმა, რომ კორონავირუსის შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ იმის გარკვევას ცდილობს, თუ საიდან მოიტანა პრეზიდენტმა ტრამპმა ის, რომ კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:31

საზოგადოება

ნინო წილოსანის თქმით, საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება

დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე პირველად გავიდა ინიციატივა საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ. ეს შეეხება როგორც რეალიზატორს, ასევე მწარმოებელსა და იმპორტიორს. იმდენად იზრდება ადმინისტრაციულ კოდექსში ჯარიმები, რომ ეს დარღვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შემოვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:29

ეკონომიკა

ნინო წილოსანი: დაახლოებით 3 ათას ტონა თევზის პროდუქტებს ვაწარმოებთ და 10-ჯერ მეტის პოტენციალი გვაქვს

აკვაკულტურის შესახებ კანონი უკვე მიღებულია. ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანას პრიორიტეტად დაესახა აკვაკუტურა, რაც გულისხმობს თევზპროდუქტების ხელოვნურად მოშენების პოლიტიკას - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:29

სამართალი

თელავი-გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო მაგისტრალზე. ერთმანეთს ნისანის და ფორდის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რა დროსაც სატვირთო მანქანა ამოტრიალდა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.