imedi /  26 ივნისი 2020, 14:56 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენს საპენსიო ასაკის მასწავლებლებს ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ადამიანური კაპიტალი საქართველოს შემთხვევაში არის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა და საბოლოო ჯამში ძირითადი რესურსი, აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა განათლების სისტემური რეფორმა, რამეთუ კომპეტენციის თვალსაზრისით ადამიანური კაპიტალი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ეფექტურად იზრდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამას აქვს მარტივი მიზანი - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდები, საქართველოს განათლების სისტემის გავლის შემდეგ, გლობალურ ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები.

„სხვა შემთხვევაში, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან ქართულ განათლების სისტემას, ვერ გაუწევენ კონკურენციას გლობალურ ბაზარზე თავიანთ თანატოლებს, რომლებსაც ღირსეული, ეფექტური, უფრო წარმატებული განათლების სისტემა ექნებათ გამოვლილი. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია. მაგრამ ამასთან ერთად, უნდა ვიყოთ რეალისტები და გვესმოდეს, რომ განათლების სისტემური რეფორმა არის გრძელვადიანი და კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა ეტაპს - როგორც სასკოლო, უმაღლესი, სამეცნიერო თვალსაზრისით და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს რეფორმა 1 ან 2 წელიწადში დასრულდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ განათლების რეფორმაზე ბევრ თაობას მოუწევს მუშაობა, რათა სულ უფრო და უფრო მდგრადი იყოს ქართული განათლების სისტემა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე მუშაობა არ უნდა დავიწყოთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პირველი შედეგები უახლოეს პერიოდში დაგვიდგეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ მიმართულებით განათლების სისტემაში ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

„მაგალითისთვის ეს არის ახალი სკოლის მოდელი, რომელშიც ჩართულია 166 სკოლა და ეს ეხება 4 ათასამდე მასწავლებელს; მნიშვნელოვანია, რომ სრულდება სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი. შედეგად ინტერნეტით სრულად უნდა იყოს დაფარული 2 ათასამდე სკოლა. განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, თუმცა ისეთი უბრალო თემები, როგორიცაა მაგალითად ტრანსპორტირება, ესეც პრობლემა იყო, ბავშვები უბრალოდ სკოლამდე ვერ მიდიოდნენ. პრობლემა იყო ქართული ენის სწავლის ხელმისაწვდომობაც. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დღეის მდგომარეობით 1 395 სტუდენტი სარგებლობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალი სახელფასო პოლიტიკა. შეუძლებელია, ვისაუბროთ განათლების სისტემის ეფექტურ რეფორმაზე, თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები, ამიტომ, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროგრამა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის 8 426 პრაქტიკოსი მასწავლებელი, ღირსეულ პენსიაზე გავიდა ფულადი ჯილდოს გადაცემის შედეგად, რომელიც 2 წლის ხელფასს მოიცავდა.

„2 წლის ხელფასის ერთჯერადად, ფულადი ჯილდოს სახით გადაცემის გარდა, საპენსიო ასაკის ჩვენს მასწავლებლებს შეუნარჩუნდათ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევაც. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას ორი მიზანი აქვს - საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანებს, ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს მივცეთ პენსიაზე ღირსეულად გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საყოველთაო განხილვის საგანია ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული გეგმა ძალაშია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ეროვნული გამოცდები ჩატარდეს ღირსეულად, როგორც აბიტურიენტებს შეეფერებათ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სკოლის კონცეფცია.

„მოგეხსენებათ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს სკოლებში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, მუდმივი პრობლემა იყო და ამ პრობლემის გამოსწორებას სისტემური მუშაობა სჭირდება. ამ მიმართულებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და 2019 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის ეფექტურობა რაოდენობრივადაც და ხელფასის თვალსაზრისითაც. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 70 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 717 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 111 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ახალ სასწავლო წლამდე დასრულდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს უსმენენ. პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რატკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.