03 ივლისი 2020, 17:29 / სანდო წყარო

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 24 საგამოცდო ცენტრის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მზადება 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. მათი ტექნიკური აღჭურვის პროცესი სრულდება.

გამოცდები ჩატარდება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრები და სექტორები ჯანდაცვის სპეციალიტების რეკომენდაციების გათვალისწინებითაა მოწყობილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

უკვე განისაზღვრა გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები. დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

ყველა სიახლე

თეონა თამაზაშვილი

05 აგვისტო 2020, 11:41

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ფედერალურმა ბიურომ ყველაფერი უნდა გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი და რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის მანძილზე

ფედერალურმა ბიურომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის მანძილზე, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი და გასუფთავდა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა.

კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე

05 აგვისტო 2020, 11:38

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი დამოკიდებულება არ არის, რომ ჩვენ ვებრძვით კერძო ავტომობილებს

ჩვენი დამოკიდებულება არ არის, რომ ჩვენ ვებრძვით კერძო ავტომობილებს, პირიქით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმით ყველას თანაბრად გადაუნაწილდება მიმართულებები, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა ბოდიში მოუხადა მძღოლებს, რომელთაც ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს გადაადგილებისას პრობლემები შეექმნათ და საცობში იდგნენ, თუმცა მან ასევე ისაუბრა იმ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომლის განხორციელებაც საზოგადოებისთვის გარკვეულად მტკივნეულია.

კონდოლიზა რაისი

05 აგვისტო 2020, 11:33

პოლიტიკა

კონდოლიზა რაისი: საქართველომ საკუთარი დემოკრატია თვითონ უნდა ააშენოს

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს. ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია. „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლისას, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პირველ დიპლომატს შეკითხვა „ამერიკის ხმამ“ დაუსვა. კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, კონდოლიზა რაისმა თქვა: „საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია“.

05 აგვისტო 2020, 11:32

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

05 აგვისტო 2020, 11:25

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 8.0 პროცენტამდე ამცირებს

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და განაკვეთი 8%-ით განისაზღვრა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ონალინ ბრიფინგისას განაცხადა. მისივე თქმით, ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და 5,7%-ს შეადგენს, თვის დონეზე კი ფასები 0,5%-ით შემცირდა. სებ-ის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენელებს ქვემოდან დაუახლოვდება.

05 აგვისტო 2020, 11:23

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

„5 ახალი პაციენტიდან 3 გახლავთ გაჩიანის წყარო, ერთი შემოტანილი და ერთი საკარანტინო სივრციდან. ყველა პაციენტი გუშინ გვიან ღამით მოთავსდა კლინიკაში, მათთან მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დღეს მათ ჩატარდებათ გაფართოებული კვლევები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ანრი ოხანაშვილი

05 აგვისტო 2020, 11:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გვაქვს მოლოდინი რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან ბინძური კამპანია აწარმოონ, ამიტომ არჩევნებზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი უნდა იყოს წარმოდგენილი

ეუთო-ოდირის მისიის წარმომადგენლები პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან. როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, ყველა იმ საკითხზე ისაუბრებენ, რაც მისიის წარმომადგენლების ინტერესის საგანი იქნება. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი, რათა არჩევნები გამჭვირვალედ წარიმართოს.

აკაკი საღირაშვილი

05 აგვისტო 2020, 11:18

რეგიონი

აკაკი საღირაშვილი: მისალოცი, ძალიან საინტერესო და ისტორიული პროექტი იწყება ოზურგეთიდან, რომელიც, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებულ პუნქტს დაფარავს

„მსურს ოზურგეთის მოსახლეობას და მთლიანად რაიონს მივულოცო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული საპილოტე რეგიონის 49 დასახლებული პუნქტი, რომლებსაც, მიმდინარე წლის ბოლოს უკვე ექნებათ წვდომა უმაღლესი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვან სწრაფ ინტერნეტთან. ეს არის იმ დიდი პროექტის დასაწყისი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ და რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს არის დაახლოებით 1064 დასახლებული პუნქტი და ნახევარი მილიონი ჩვენი მოსახლის შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

05 აგვისტო 2020, 11:13

რეგიონი

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე რეგიონში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში, საიდანაც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი და „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე ჩავიდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლები გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად იმ დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მალე ოპტიკური ინტერნეტით დაიფარება.

მარინა ეზუგბაია

05 აგვისტო 2020, 11:08

COVID19

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

15 ახალი შემთხვევიდან 4 არის გაჩიანი, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალი, 4 კონტაქტები ინფიცირებულთან, 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

05 აგვისტო 2020, 10:53

საზოგადოება

გორის პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალურ პროგრამას ახორციელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2020, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით

2012 წლის შემდეგ განვლილი წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები და გამოწვევები რჩება. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

05 აგვისტო 2020, 10:41

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 გუშინდელი დადასტურებულის შემთხვევის, 51 წლის კაცის კონტაქტია, 2 კი თურქი მძღოლი, რომლებიც თავიანთი სურვილით მკურნალობას თურქეთში გააგარძელებენ.

05 აგვისტო 2020, 10:34

საზოგადოება

აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი და საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს თბილისში გამართულ მაღალი დონის საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრა გახსნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ვაჰაგ მურადიანმა.

05 აგვისტო 2020, 10:29

რეგიონი

ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები დაათვალიერა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიცკევიჩი მათ მიღწევებს გაეცნო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან იმ საჭიროებებზე იმსჯელა, რაც მეცნიერების განვითარებისთვის აუცილებელია.

ანრი ოხანაშვილი

05 აგვისტო 2020, 10:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში არჩევნები გამჭვირვალე, სამართლიან და მაღალი დემოკრატიის პირობებში ჩატარდეს

„ჩვენ მათ მივაწვდით ყველა იმ ინფორმაციას რომელიც მათი ინტერესის საგანია და შევთავაზებთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი. ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ მაღალი რეიტინგის პირობებში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს, რაც შეიძლება გამჭვირვალედ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან გვაქვს მოლოდინი, რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან ბინძური კამპანია აწარმოონ და შესაბამისად ამისთვის გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2020, 10:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ არ არის მწვავე კრიტიკოსი, არამედ დესტრუქციული და ანტისისტემური პოლიტიკური ძალაა

„ეს არჩევნები იქნება საკვანძო იმ თვალსაზრისით, რომ სივრცეს, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კვლევებში ისევ ჩანს, რომ მეორე ადგილს კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობა" იკავებს, თუმცა ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად იზრდება დაშორება „ქართულ ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგებს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

05 აგვისტო 2020, 09:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახან განახლდა.

05 აგვისტო 2020, 09:44

სამართალი

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტივენ უომაკი

05 აგვისტო 2020, 09:31

პოლიტიკა

სტივენ უომაკი: 12 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და კრემლი, მსგავსი სახის აგრესიულ აქტებს კვლავ ახორციელებს ევროპაში

რესპუბლიკელი კონგრესმენი არკანზასის შტატიდან, სტივენ უომაკი 2008 წლის აგვისტოს ომს Twitter-ზე ეხმიანება. „12 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და კრემლი, მსგავსი სახის აგრესიულ აქტებს კვლავ ახორციელებს ევროპაში. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ააშენეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყოველმხრივ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის აგრესიას“, - წერს კონგრესმენი.