imedi /  03 ივლისი 2020, 18:02 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენს ქვეყანას უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირი გადმოეცა

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

მიუხედავად იმისა, რომ არ მახასიათებს ხელისუფლების ქება არც ერთ დროსა და ეპოქაში, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, პირადად თეა წულუკიანს და იმ გუნდს, რომელმაც ამ საქმეზე იმუშავეს. სასიხარულოა, რომ ამ უწყებას სწორი კომუნიკაცია ჰქონდა და მათი პროფესიონალიზმის წყალობით უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირი გადმოეცა საქართველოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

„მიუხედავად იმისა, რომ არ მახასიათებს ხელისუფლების ქება არც ერთ დროსა და ეპოქაში, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, პირადად თეა წულუკიანს და იმ გუნდს, რომელმაც ამ საქმეზე იმუშავეს. სასიხარულოა, რომ ამ უწყებას სწორი კომუნიკაცია ჰქონდა და მათი პროფესიონალიზმის წყალობით უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირი გადმოეცა საქართველოს. ექსტრადირების მოთხოვნის სხვა არაერთ შემთხვევაში ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები პირდაპირ მიუთითებდნენ იმაზე, რომ სხვა პრობლემებთან ერთად იყო კომუნიკაციის პრობლემაც, როდესაც ხელისუფლებამ ვერ დაანახა მეორე მხარეს, რომ ეს კრიმინალები არ იმსახურებდნენ ისეთ შეფასებებს, როგორც მათ წერილებში მოიხსენიებდნენ. სწორედ ასეთი არასწორი და არაადეკვატური დამოკიდებულება იწვევს ანტიდასავლურ განწყობებს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ჩვენ გვაქვს საქმე სისტემურ დანაშაულებთან და არა კონკრეტულ დანაშაულებთან, რომლებზეც კონკრეტულ პირებს უნდა ეგოთ პასუხი.

„მსოფლიოში არ არსებობს ხელისუფლება, სადაც კონკრეტული დანაშაულები არ ხდებოდეს, თუმცა იქ არც ერთი ნორმალური ადამიანი არ ითხოვს კონკრეტული დანაშაულების, კონკრეტული საჯარო მოხელის გადაცდომისა თუ მიზანმიმართულად კანონის დარღვევის სისტემურ დანაშაულად გამოცხადებას ან პოლიტიკური ჯგუფის გასამართლებას. ჩვენ გვქონდა სწორედ დანაშაულებთან საქმე, რომლებიც დასავლეთმა და დემოკრატიულმა სამყარომ შეაფასა როგორც დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. თქვენ იცით, რომ წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა ის დანაშაულია, რომელიც ომის დროსაც კი დასჯადია. ეს დანაშაული ჩვენ ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში მივიღეთ როგორც პენიტენციური სისტემის მართვის ფორმა. დღეს დამიკავშირდა მალხაზ არქანიას ოჯახი და შემატყობინეს, რომ მათ სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე შეტანილი საქმე მოიგეს. სასამართლომ მე-3 (წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა​) და მე-5 მუხლების (პატიმრობის კანონიერების ეჭვქვეშ დადგომა) დარღვევა აღიარა. ზოგჯერ დღეში მომდის რამდენიმე მსგავსი შეტყობინება , რომ ამა თუ იმ საქმეზე ყოფილმა პატიმრებმა გაიმარჯვეს. გარდა იმისა, რომ 9 წლის განმავლობაში ადამიანებს სასტიკად ეპყრობობდნენ, სახელმწიფო უკვე არა ერთი წელია, იხდის ამ პოლიტიკური გუნდის მოღვაწეობის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს. პირველივე დღეებიდან ვითხოვდით, რომ ეს პოლიტიკური გუნდი როგორც რეჟიმი გასამართლებულიყო და თუნდაც 25 წლით ჩამოშორებულიყო პოლიტიკას და ყველა პირს, რომელსაც დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ამისთვის პასუხი ეგო“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

01 ოქტომბერი 2026, 11:32

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში

2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე საუბრისას.

დავით ასათიანი

01 ოქტომბერი 2026, 11:23

პოლიტიკა

ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია

ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.

რატი იონათამიშვილი

01 ოქტომბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: 1 ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს

მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის. „14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის და რომ არ აეღო ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე და რომ არ დასდგომოდა მას გვერდით ქართველი ხალხი და არ გაეკეთებინა სწორი არჩევანი, მაშინდელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა გზით წაიყვანდა და ეს გზა იქნებოდა ომის, მძიმე დაპირისპირებისა და ქვეყნის განადგურების.

ჯორჯია მელონი

01 ოქტომბერი 2026, 11:08

მსოფლიო

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევროკავშირისგან საბიუჯეტო წესების დამატებით მოქნილობას ითხოვს, რათა წევრმა ქვეყნებმა ენერგიის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციის ფონზე ოჯახებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 11:06

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 11:03

საზოგადოება

ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა - ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა

ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოში ისრაელის საელჩო Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე გიორგი აგლაძე

01 ოქტომბერი 2026, 11:03

ეკონომიკა

გიორგი აგლაძე: „Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა - ვართ GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, გვაქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი, საწყის ეტაპზე კი ვისარგებლეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით

დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და გამეცნო Kursi.ge-ს განვითარების შედეგები და მისი ეკონომიკური ეფექტი, - აცხადებს Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე.

ნინო ლაცაბიძე

01 ოქტომბერი 2026, 11:02

რეგიონი

რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს

რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. შიდა ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 10:58

საზოგადოება

ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 10:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება

1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია.

01 ოქტომბერი 2026, 10:50

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ხელწერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 10:45

საზოგადოება

საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India წელს, პირველად მონაწილეობს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 10:45

რეგიონი

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 133 884 ტონაა (99,2%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 116 ტონა (0,8%). ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 10:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე

14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.

ნინო წილოსანი

01 ოქტომბერი 2026, 10:41

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: თითქოს ნორმად აქციეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ ათას სიცრუესა და სიბინძურეს ავრცელებენ, თან მათ სტილში, სასაცილოდ და უგემოვნოდ დადგმული სცენებით

ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ამ აღვირახსნილ სიცრუესა და დეზინფორმაციას უპასუხოს სამართლებრივად ექნება პრეცედენტული ხარისიათი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას, რომელმაც გუშინ დაწერა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწაბელური კამპანიის გამო სამართლებრივ დავას იწყებს. წილოსანი თქმით, გარკვეულმა ძალებმა თითქოს ნორმად აქციეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ სიცრუისა და სიბინძურის გავრცელება.

სმიტ მაჩჰარი

01 ოქტომბერი 2026, 10:40

მსოფლიო

ნეთანიაჰუმ და ნარენდრა მოდიმ Fly Dubai-ს ინდოელ პილოტს გმირი უწოდეს

ისრაელისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმა ინდოელი პილოტი სმიტ მაჩჰარი გმირად შერაცხეს მას შემდეგ, რაც მან Fly Dubai-ის თვითმფრინავის მგზავრების სიცოცხლე გადაარჩინა. პილოტი კოლეგამ დანით დაჭრა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, იუწყება Reuters-ი.

დათა გვასალია

01 ოქტომბერი 2026, 10:37

პოლიტიკა

დათა გვასალია: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერი - რომ არა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, დღეს ვიქნებოდით ომში მშვიდობის ნაცვლად, ვიქნებოდით სხვების ინტერესების გატარების იარაღი

ჟურნალისტი დათა გვასალია, 2012 წლის 1 ოქტომბერს - “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან 14 წელს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გარეშე დღეს საქართველო იქნებოდა ომში, ტოტალურ შიშსა და უიმედობაში.

01 ოქტომბერი 2026, 10:37

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი, ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს.

01 ოქტომბერი 2026, 10:32

სამართალი

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

01 ოქტომბერი 2026, 10:24

სამართალი

საპატრულო პოლიციამ გერმანიის მიერ სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა

დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი გატაცების, გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდნენ. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.