imedi /  18 ივლისი 2020, 00:13 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: ასეთი ტრაგედიის დროს ეს ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენონ

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ იმის გამო, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალა, რომელიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს ასე ექცევა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ყველა ტრაგედიის თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ, ამ ოჯახს ასე ვეღარ მოექცნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედის, თამუნა შალვაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.

„როდესაც ოჯახში ასეთი ტრაგედია ხდება, მთელი საქართველო განიცდის ამ ბიჭის გარდაცვალებას და ასეთ დროს ეს ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ასე მიმართონ და შეურაცხყოფა მიაყენონ. მათ სურთ დაანახონ საზოგადოებას, თითქოს ოჯახის წევრებზე მეტად განიცდიან ამ ამბავს. რა შეიძლება ითქვას, როცა ამ მდგომარეობაში მყოფი მშობელი ვეღარ ითმენს და ამბობს, რომ თავი დაანებონ და მორჩნენ სპეკულირებას ამ თემაზე. თუ რაღაც შვება იქნება, შემიძლია ყველას ნაცვლად ბოდიში მოვუხადო ამ ოჯახს. ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ იმის გამო, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალა, რომელიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს ასე ექცევა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ყველა ტრაგედიის თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ, ამ ოჯახს ასე ვეღარ მოექცნენ. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ შეუძლებელია ამ ძალასთან ნორმალური ურთიერთობა. 9-წლიანი რეჟიმის დროსაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავდნენ იმ ყველაფერს, სანამ თითოეულ ოჯახში არ შევიდა ის ძალადობა. ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ყველა საუბრობდა, მაგრამ მხოლოდ ტელევიზიით ვიდეოს გავრცელების შემდეგ აჯანყდა საზოგადოება და სისტემის ჩამონგრევა მოითხოვა. წარმოიდგინეთ დედა, რომელსაც 19 წლის შვილი გარდაცვლილი ჰყავს, ამდენი ხანი ითმენდა, ან როგორ მიმართავენ ეს ადამიანები გიორგის ბიძას, რომლის ხელშიც გაიზარდა ეს ბიჭი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაუშვა, მათი სპეკულირების საგანი გამხდარიყო ეს თემა. საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასცეს ამას პასუხი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

07 მაისი 2026, 10:17

საზოგადოება

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელს გოშგარ თაჰმაზლის შეხვდა. ბაქოში კოლეგებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაში.

07 მაისი 2026, 10:16

ეკონომიკა

Forbs: „ტრამპ თაუერ თბილისი“ 70-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა იქნება ხედებით ქალაქის ცენტრალურ პარკზე. ეს იქნება ნაწილი მასშტაბური პროექტის, „დაუნთაუნ თბილისის“, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდი დოლარია

ამერიკული გამოცემები Forbs-ი და Newsweek-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის, „The Tbilisi Downtown“-ის პირველ ესკიზს აქვეყნებენ. სტატიებში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპლექსი 6 შენობისგან შედგება, რომელთაგანაც ცენტრალურ ადგილს „Trump Tower Tbilisi“ იკავებს. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ტრამპის ცათამბჯენი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და თბილისში ახალი, ფართომასშტაბიანი განვითარების ცენტრს შექმნის.

07 მაისი 2026, 10:15

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში რობოტი ბუდისტ ბერად აკურთხეს

The Korea Times-ის ცნობით, ცერემონიის დაწყებამდე რობოტს ჰკითხეს, იყო თუ არა მზად, თავი მიეძღვნა წმინდა მოძღვრებისთვის. მას შემდეგ, რაც მან თანხმობა განაცხადა, სულიერმა მოძღვარმა მას ხუთი მცნება გააცნო, რომლებიც სპეციალურად ჰუმანოიდისთვის იყო ადაპტირებული.

თორნიკე ჭეიშვილი

07 მაისი 2026, 09:50

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც კეთდება ხმამაღალი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები და შემდგომ ვხედავთ, რომ ამას გარკვეული კამპანიური გაგრძელება აქვს, გასაგებია, რომ სამწუხაროდ, ესეც არის მორიგი იერიში ჩვენს დედაეკლესიაზე

როდესაც კეთდება შესაბამისი ხმამაღალი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები და შემდგომ ვხედავთ, რომ ამას გარკვეული კამპანიური გაგრძელება აქვს, გასაგებია, რომ სამწუხაროდ, ესეც არის მორიგი იერიში ჩვენს დედაეკლესიაზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

დავით მათიკაშვილი

07 მაისი 2026, 09:44

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ წმინდა სინოდი გაფართოებულ სხდომაზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება საუკეთესო როგორც ქართული ეკლესიისთვის, ასევე ზოგადად სრულიად საქართველოსთვის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს.

ნინო წილოსანი

07 მაისი 2026, 09:37

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: უზომოდ ნეგატიურია, რომ თავად სინოდში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ისეთი ნეგატიური განცხადებები აკეთონ, რომლებიც შემდგომში პარტიული ტელევიზიებისა თუ რადიკალების ხელში კიდევ დამატებითი იარაღია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს.

07 მაისი 2026, 09:29

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში

7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი

07 მაისი 2026, 09:27

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ურანს აშშ-ს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი გამდიდრებულ ურანს ამერიკულ მხარეს გადასცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რადოსლავ სიკორსკი

07 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვარშავა მზად არის ფიცოს მოსკოვისკენ საჰაერო გზა გაუხსნას, თუ სლოვაკეთი უკრაინის დახმარებას განბლოკავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა მზად არის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნას, რათა ის 9 მაისს მოსკოვში ჩავიდეს, თუ ოფიციალური ბრატისლავა უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებას აღარ დაბლოკავს.

07 მაისი 2026, 08:53

ეკონომიკა

Forbs-ი და Newsweek-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის, „The Tbilisi Downtown”-ის პირველ ესკიზს აქვეყნებენ

სტატიებში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპლექსი 6 შენობისგან შედგება, რომელთაგანაც ცენტრალურ ადგილს „ტრამპ თაუერ თბილისი“ იკავებს. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ტრამპის ცათამბჯენი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და თბილისში ახალი, ფართომასშტაბიანი განვითარების ცენტრს შექმნის.

07 მაისი 2026, 08:52

ეკონომიკა

თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს დელეგაციას აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ქერიმბერდი კურბანოვი დახვდა.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 08:33

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება

დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ნატოს, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან. პლატფორმის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერება. საქართველოს პირველი კანონმდებელი ღონისძიებაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. სამიტი მონტენეგროში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

07 მაისი 2026, 08:29

სამართალი

ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ რეპორტაჟთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს, დღეს იგეგმება გურამ როგავას გამოკითხვაც

ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ იყო მომზადებული, პროკურატურაში გამოკითხეს. დღესვე იგეგმება ჟურნალისტ გურამ როგავას გამოკითხვაც.

გიორგი უძილაური

07 მაისი 2026, 08:24

სამართალი

ჯაშუშობისთვის დაკავებული გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ადვოკატის განცხადებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებული დუმილს ირჩევს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. უძილაურის უფლებადამცველი საქმის მასალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა.

თამარ ტალიაშვილი
ილია თოფურია

07 მაისი 2026, 08:18

საზოგადოება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნანა ხორავა

07 მაისი 2026, 08:00

სპორტი

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნანა ხორავა ატაცში ვიცე-ჩემპიონია

ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში ნანა ხორავამ 108კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ემანუელ მაკრონი

07 მაისი 2026, 04:36

მსოფლიო

მაკრონი: ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი

07 მაისი 2026, 03:24

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომი მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „სწრაფად დასრულდება“.

07 მაისი 2026, 03:00

მსოფლიო

The Guardian: ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა

ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

07 მაისი 2026, 02:30

მსოფლიო

ტრამპი: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არც ექნება - ისინი ამას დათანხმდნენ, სხვა საკითხებთან ერთად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ „არავითარი ვადები არ არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ელოდება თეირანისგან პასუხს ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე.