გიორგი შაქარაშვილის დედა: რა აღარ აკადრეთ მირიან ნიკოლაძეს, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი
გიორგი შაქარაშვილი
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედა თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც თამუნა შალვაშვილი წერს, მათი ოჯახის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ აიძულა ხალხისთვის მიემართა:
„ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე სოციალური ქსელებით, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი. მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა "ჩუმად წამოიღო" გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?! ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ "საზოგადოებრივ გამომძიებლებს" მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!" ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია? რომელი ერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი... და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ ?ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?! რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?! იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და დღემდე გვამხნევებს, გვერდში გვიდგას და ჩვენსავით განიცდის, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ გვაძლებინებთ, თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვაძლებინებს, ყველას მადლობას გიხდით. თუ ჩვენ ვერ შევძელით, ღმერთი გადაგიხდით სიკეთით, ის ღმერთი, რომელთანაც ჩემი ანგელოზი შვილის სული მივიდა“, - წერს თამუნა შალვაშვილი.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 17:50
მსოფლიო
აზერბაიჯანის პარლამენტმა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა
აზერბაიჯანის პარლამენტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ კანონპროექტს გმობს და ამასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს
„ჩვენ როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკასთან, გერმანიასთან ურთიერთობას. მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო. ეს არ იქნებოდა მხოლოდ ელჩის ინიციატივა და ექნებოდა უფრო ღრმა ფესვები, მაგრამ კონკრეტულად ელჩი ფიშერი ყოველ ჯერზე არღვევდა დიპლომატიურ მანდატს და ერეოდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში. ეს არაერთხელ ნახა ქართულმა საზოგადოებამ.
24 ივლისი 2026, 17:44
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ყულევში არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ხდება. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი. თუ ყულევში რამე კანონსაწინააღმდეგო ხდება უნდა დასანქცირდეს დღესვე და 6 თვეში სანქციის ამოქმედება სამართლებრივი თვალსაზრისით ნონსენსია
ყულევში არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ხდება. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი. თუ ყულევში რამე კანონსაწინააღმდეგო ხდება უნდა დასანქცირდეს დღესვე და 6 თვეში სანქციის ამოქმედება სამართლებრივი თვალსაზრისით ნონსენსია, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
24 ივლისი 2026, 17:35
სამართალი
პროკურატურამ შანიძის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
24 ივლისი 2026, 17:29
მსოფლიო
ირლანდიის მთავრობამ გამოძიების შედეგად ვერ დაადგინა, რომ ალუმინის საწარმო რუსეთში ნედლეული ექსპორტს ახორციელებს
ირლანდიის მთავრობამ ქვეყნის ერთ-ერთი ქარხნიდან ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის რუსეთში ექსპორტირების შესახებ გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას ირლანდიური მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 17:25
ეკონომიკა
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.
24 ივლისი 2026, 17:22
პოლიტიკა
დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს - საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება
გზავნილები და რიტორიკა, რომელიც კონკრეტული პოდკასტიდან ისმის, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. საქმე ეხება უხამს განცხადებებს, მათ შორის წმინდანების შეურაცხყოფას. დეკანოზი საბა ჭიკაიძე სიწმინდეების დაკნინების მცდელობას მდაბიო საქციელად მიიჩნევს.
24 ივლისი 2026, 17:20
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იონა წინასწარმეტყველი, რომელიც ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია, შესაბამისად, მისი შეურაცხყოფით ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა
იონა წინასწარმეტყველი, რომელიც აკაცუკმა ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია. შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფით აკაცუკმა ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
24 ივლისი 2026, 17:19
საზოგადოება
მამა საბა გაზდელიანი: ყველაზე მძიმეა ის ფაქტი, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ასე საჯაროდ და ღიად შეურაცხყოფას აყენებენ რომელიმე ადამიანს, ან წმინდანს, ან ეკლესიას
ნაცვლად იმისა, პოპულარობა კეთილი მიზნებისთვის გამოიყენონ, ბოროტული მიზნებისთვის იყენებენ და საზოგადოებაში ღვარძლს თესავენ, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა საბა გაზდელიანმა.
24 ივლისი 2026, 17:12
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
24 ივლისი 2026, 17:11
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, 2022 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
24 ივლისი 2026, 17:09
მსოფლიო
ამერიკული მხარის მტკიცებით, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი პირობები ჯერ არ შეუსრულებია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნები. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 16:59
რეგიონი
იმერეთის რეგიონში საფეხბურთო სავარჯიშო მოედნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს
„დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან ერთად, ადგილზე გავეცანით ჭიათურის, ზესტაფონისა და ვანის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის მიმდინარეობას. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
24 ივლისი 2026, 16:41
სამართალი
პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
24 ივლისი 2026, 16:18
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 16:02
სამართალი
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
24 ივლისი 2026, 15:51
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კიევში თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი
რუსეთმა კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის დროს უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 15:37
კულტურა
საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაში მონაწილეობს
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს. სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 15:27
ეკონომიკა
სებ-ი: ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“ და შპს „რაპირა გრუპ“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.
24 ივლისი 2026, 15:24
მსოფლიო
CBS News: აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ირანთან ომის ფონზე მაღალტექნოლოგიური რაკეტებისა და ზუსტი შეიარაღების მარაგები სწრაფად იწურება
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების გამოყენების სწრაფი ტემპი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მზარდ შეშფოთებას იწვევს, რადგან ირანთან ომი კვლავ ინტენსიური ხდება. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ სამხედრო და სადაზვერვო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.


