imedi /  13 აგვისტო 2020, 11:09 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით.

„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 16:03

საზოგადოება

არგენტინული გამოცემა: ქვეყანა, რომელმაც კოვიდ -პანდემიის დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უცხოელებისთვის გრძელვადიანი სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან. ე.წ.home-office-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველომ გახსნა საზღვრები იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოდან გააგრძელონ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების განხორციელება. საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 16:02

COVID19

აჭარაში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

„დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა პირველ ოქტომბერს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

სასამართლო

01 ოქტომბერი 2020, 15:54

სამართალი

5 წლის გოგოსადმი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის გამოტანილ განაჩენზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ უზუნთალაში, ა. ა-მა თავისი ნათესავი - 2014 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. კ-ა ძალის გამოყენებით აიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით ა.ა-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

01 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ შეიტანა.

01 ოქტომბერი 2020, 15:45

COVID19

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით, 140-მდე კონტაქტია მოძიებული.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.

01 ოქტომბერი 2020, 15:38

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო: ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით.

გენერალური პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 15:32

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიებამ ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას დავით გარეჯის საქმეზე გაუჩინარებული რუკა ამოიღო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ამ წუთებში ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლი იჩხრიკება

ეკატერინე დგებუაძე

01 ოქტომბერი 2020, 15:20

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

01 ოქტომბერი 2020, 15:05

სამართალი

თავდაცვის სამინისტრო: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული

თავდაცვის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „მთავარი არხის“ მხრიდან გაკეთებულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას, არის სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეში გამომძიებელსა და მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამის ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას.

პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 14:56

სამართალი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ამ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გახსნას მტკიცე პარტნიორობაში „კიდევ ერთი აგურის“ დაშენება უწოდა

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთი აგური დავუმატეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი შესანიშნავი წარმატებული ისტორიის შესაქმნელად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ომი ჟურნალისტი

01 ოქტომბერი 2020, 14:45

მსოფლიო

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაიჭრა

აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაში, ისტორიული Hofburg-ის სასახლეში გაიმართა. სიგელების გადაცემის ცერემონიალის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ავსტრიის პრეზიდენტს შორის.

დიეგო კოლასი

01 ოქტომბერი 2020, 14:31

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად დემოკრატიული დებატების ფარგლებში უნდა წარიმართოს

„მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 14:14

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც 16 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

01 ოქტომბერი 2020, 14:13

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძემ და რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2020, 14:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, პროპორციული წესით კი 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, პროპორციული წესით კი ამომრჩევლის 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს“, ამით „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ Survation-ის კვლევის შედეგები შეაფასა.

დავით ბაქრაძე

01 ოქტომბერი 2020, 14:01

პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ პირობითი პროპორციული სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეა

„ჩვენი სია პორობითია, იმედი გაქვს არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რასაც მომავალი კოალიციური მთავრობა ჰქვია. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გოგორიშვილმა.