24 აგვისტო 2020, 11:33 / სანდო წყარო

თურქეთის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში თურქეთის საელჩო, შატილში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, 23 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 17 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - აღნიშნულია წერილში.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

06 დეკემბერი 2021, 09:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსა და ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.

06 დეკემბერი 2021, 09:21

სამართალი

15 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლო პროცესიც. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

თაზო ფაცაცია

06 დეკემბერი 2021, 09:15

რეგიონი

თაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ზუგდიდის განვითარების შეფერხება სურს

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თაზო ფაცაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში დაგეგმილ აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ ზუგდიდის საკეთილდღეოდ საკრებულოში კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებს.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 09:05

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი რადიკალური პროცესების მომხრეა და სურს, მათი რადიკალიზმი კონსტიტუციის დონეზე წავახალისოთ

უმრავლესობის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თემაზე კონსულტაციები მაშინ ექნებათ, როცა ეს რადიკალური ნაწილი გონს მოეგება და პოლიტიკურ პროცესებში ნორმალურად ჩაერთვება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: შეიძლება, ახლა ვიღაცას მეტად ან ნაკლებად აწყობს დაბალი ბარიერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის ბევრად უკეთესი იქნება

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, შეიძლება, მოცემულ მომენტში ვიღაცას აწყობს დაბალი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის უკეთესი იქნება.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელის უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეებში უფრო მეტად პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე

„თუ მოქალაქეს იბარებენ, ვალდებულია, უწყებაში მივიდეს. აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება ერთადერთ რამეს - მას უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში, უფრო მეტად, პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე და, როგორც ჩანს, მოუნდა, რომ რაღაცნაირად, საზოგადოებას თავი გაახსენოს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ნიკა მელია

06 დეკემბერი 2021, 08:27

სამართალი

ნიკა მელიას თქმით, სუს-ში დაიბარეს, თუმცა მისვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, თუმცა, მისვლას არ აპირებს. ინფორმაცია მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვარაუდობს, რომ გამოკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ბექა დავითულიანი

06 დეკემბერი 2021, 08:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი პირდაპირ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული

„მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი პირდაპირ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ექიმები ჩათვლიან, რომ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ის რეაბილიტირებულია და მოვიდა დრო, რომ სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებას დაუბრუნდეს, ასეც მოხდება“, აღნიშნა ბექა დავითულიანმა

06 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 დეკემბერს ქუთაისში ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება. +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ენტონი ფაუჩი

06 დეკემბერი 2021, 05:32

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადრეული მინიშნებები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.

ჟოზეფ ბორელი

06 დეკემბერი 2021, 05:09

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პრევენციაზე მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პრევენციაზე მუშაობს.

კარინ ჟან-პიერი

06 დეკემბერი 2021, 04:45

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვერაფერი ჩაანაცვლებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დიალოგს.

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2021, 04:23

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ და ამაზე რეაგირება არ იქნება, სხვა ქვეყნები დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება

თუ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ და ამაზე რეაგირება არ იქნება, სხვა ქვეყნები დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

06 დეკემბერი 2021, 04:01

მსოფლიო

მედია: ისრაელი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი და „მოსადის“ დირექტორი, დავიდ ბარნეა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2021, 03:38

COVID19

ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია 10 იანვარს დაიწყება.

06 დეკემბერი 2021, 03:20

COVID19

ბრიუსელში, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა

ბრიუსელში, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ერიკ ზემური

06 დეკემბერი 2021, 03:07

მსოფლიო

ერიკ ზემური: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, ეს იქნება არა ძალაუფლების მორიგი როტაცია, არამედ მსოფლიოს ყველაზე დიადი ქვეყნის დაბრუნება

თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, ეს იქნება არა ძალაუფლების მორიგი როტაცია, არამედ მსოფლიოს ყველაზე დიადი ქვეყნის დაბრუნება, - განაცხადა საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ერიკ ზემურმა ქალაქ ვილპანტში გამართულ მიტინგზე.

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2021, 02:46

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი დეესკალაციას აირჩევს, უკრაინის საზღვრიდან თავის ძალებს გაიყვანს და დიპლომატიურ გზას გაჰყვება

დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი დეესკალაციას აირჩევს, უკრაინის საზღვრიდან თავის ძალებს გაიყვანს და დიპლომატიურ გზას გაჰყვება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ფრენსის კოლინზი

06 დეკემბერი 2021, 02:23

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი: „ომიკრონი“ ვარიანტი, შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორმა, ფრენსის კოლინზმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი, შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს.

გია ცაგარეიშვილი

06 დეკემბერი 2021, 01:02

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: დარწმუნებული ვარ, უგულავა პირდაპირ იყო ჩართული ყველა დარბევასა და სისხლისღვრაში

დარწმუნებული ვარ, უგულავა პირდაპირ იყო ჩართული ყველა დარბევასა და სისხლისღვრაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, უგულავასთან დაკავშირებით მას პირველ რიგში მიტინგებსა და აქციებზე დარბეული ადამიანები, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის გამო იქიდან გამოსახლებული მოქალაქეები და სხვა ფაქტები ახსენდება.