imedi /  15 სექტემბერი 2020, 12:51 / სანდო წყარო

ისრაელის ელჩი ძველქართულად წერს და ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. ვიდეო

რინ გიდორი

რინ გიდორი

ისრაელის ელჩი ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. ვიდეოში, რომელიც თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინაა გადაღებული, რან გიდორი ძველქართულად წერს.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 10:22

COVID19

European Best Destinations: საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები

პორტალი აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.

შსს

18 სექტემბერი 2020, 09:49

სამართალი

თბილისსა და მარნეულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს“, - შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

18 სექტემბერი 2020, 09:41

რეგიონი

იმერეთში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიური შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.

სოზარ სუბარი

18 სექტემბერი 2020, 09:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი აფრიკის დასახლების და მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა

აფრიკის დასახელებაში წლების განმავლობაში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, არ იყო გზები, წყლისა და საკანლიზაციო სისტემა. კანდიდატის განცხადებით ათეული წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. მისი თქმით, ოქტომბერში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მუშაობას და მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემა.

18 სექტემბერი 2020, 09:13

პოლიტიკა

აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით, საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

შეერთებული შტატები საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

ქუთაისი

18 სექტემბერი 2020, 08:52

რეგიონი

ქუთაისში, რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს რკიმიგზის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზეა. თაბუკაშვილის ქუჩის მეცხრე ჩიხში უბედური შემთხვევა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟისას მოხდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო დამწვრობა მიიღო ერთმა თანამშრომელმა.

პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:43

პოლიტიკა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ

დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 08:30

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, ისინი დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან. როგორც პარტიაში აცხადებენ, მინისტრთან კითხვები ძირითადად, ფრენებთან, კარანტინთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექნებათ.

საქართველოს პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება არჩევნებზე პარლამენტის წევრად არჩეულ პირს ეკისრება.

აჭარა

18 სექტემბერი 2020, 08:16

რეგიონი

ბათუმის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კორონავირუსი გუშინ დაუდგინდათ. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ექიმის ინფიცირება ქორწილის კლასტერს უკავშირდება, მეეზოვის კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს.

ნინო ნიჟარაძე

18 სექტემბერი 2020, 08:09

რეგიონი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში გატარებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ შემზღუდავი რეგულაციები საჭირო არ გახდეს. მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ის მარტივი რეკომენდაციები, როგორიცაა ნიღბის ტარება და დისტანცია.

ჭიათურა

18 სექტემბერი 2020, 07:59

COVID19

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებული ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 სექტემბერი 2020, 03:17

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.

არსენ ავაკოვი

18 სექტემბერი 2020, 01:31

მსოფლიო

არსენ ავაკოვი ლუკაშენკოს: წყალი დალიეთ და დამშვიდდით - უკრაინელები ბელარუსების მეგობრები არიან

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დამშვიდება ურჩია.

18 სექტემბერი 2020, 01:14

COVID19

ეპიდემიოლოგი: ბოლო პერიოდში სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი აქვს კორონავირუსსს და ასევე ნაკლებად მძიმე შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

მნიშვნელოვნად გაფართოვდა ტესტირებები და კვლევები, სწორედ ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა იმის საშუალება, კორონავირუსის ისე მართვის, რომ აღარ ჩავიკეტოთ ისე მკაცრად, როგორც დაავადების საწყის ეტაპზე ვიყავით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი აქვს კორონავირუსს.

18 სექტემბერი 2020, 01:03

სპორტი

თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. საქართველოს ჩემპიონმა სტუმრად უელსის „ქონას ქი ნომედსი“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი შეხვედრის ბოლო წამებზე გიორგი გაბედავამ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, რომელიც ბრაზილიელმა პერნამბუკომ მოიპოვა.

ჩაკ ფინი

18 სექტემბერი 2020, 00:56

მსოფლიო

მილიარდერმა გარდაცვალებამდე $8 მილიარდი ქველმოქმედებას შესწირა

მილიარდერმა გარდაცვალებამდე $8 მილიარდი ქველმოქმედებას შესწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. 89 წლის ჩარლზ „ჩაკ“ ფინმა გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა, რომ ქველმოქმედებისთვის და სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის თავისი ქონების უდიდესი ნაწილი შეეწირა. აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა, თავისი და ცოლის „ტკბილი პენსიისთვის“ 2 მილარდი დოლარი დაიტოვა.

მოხუცი მძღოლი

18 სექტემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

96 წლის ბრიტანელი მძღოლი, რომელსაც გზა აებნა, 15 საათი წრეზე დადიოდა

ერთ-ერთ მონაკვეთს მძღოლს გადასახვევი შეეშალა და წყვილი მთელი ღამის განმავლობაში წრეზე დადიოდა, ვინაიდან სახლისკენ გზას ვერ პოულობდა. დაახლოებით დილის 4:00 საათზე პენსიონერების ავტომობილი საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს. ავტომობილი ძალიან ნელა გადაადგილდებოდა და პოლიციელებმა ივარაუდეს, რომ საჭესთან ნასვამი მძღოლი იჯდა.

მაია ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2020, 00:46

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი: თელავის წყალმომარაგებაზე აქტიურად ვმუშაობთ და ვაუმჯობესებთ მას

დღეს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს ქუთაისს, ასევე წელს დავამთავრეთ ჭიათურის და ზუგდიდი 24-საათიანი წყალმომარაგება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2020, 00:45

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: 220 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ანაზღაურებული იმ მოსახლეობისთვის, ვისაც მოუწია საცხოვრებელი სახლის შეცვლა

მოსახლეობის 99% კმაყოფილია იმით, რომ მათთან გაივლის ახალი გზა, მათ რეგიონს სხვა რეგიონთან დააკავშირებს უფრო თანამედროვე გზა, რომელიც მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტებს უზრუნველყოფს. რაც შეეხება მოსახლეობასთან ურთიერთობებს, ეს ნაკლებად არის ეკოლოგიური საკითხები, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა სტანდარტს ვიცავთ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.