ისრაელის ელჩი დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტურ განცხადებებს გამოეხმაურა
რან გიდორი
ფოტო: Facebook
საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგებას გამოეხმაურა, რომელშიც დეკანოზმა ებრაელების შესახებ ისაუბრა და ანტისემიტური განცხადებები გააკეთა.
„ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.
როდესაც კარკაძემ ეს ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იყოს როგორც ანტისემიტური.
მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებლად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და სწორედ ამიტომ აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.
30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.
2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.
27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.
როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: „ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში“, - აცხადებს ისრაელის ელჩი.
იქამდე, დეკანოზმა ქადაგებისას თქვა: „ჩვენ როცა ვსაუბრობთ გინდა ქართველებზე, გინდა სხვა მოძმე და განსაკუთრებით ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ებრაელებთან, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ცოტა შენ გიჭირდა და ჩვენ ჩაგიხუტეთ, შენ უნდა გესმოდეს, რომ არ უნდა გააკეთო ასე, სულხან-საბას იგავივით, კუ და მორიელივით".
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 12:07
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე: როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა
როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა, - განუცხადა მედიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
07 აგვისტო 2026, 11:56
პოლიტიკა
პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
„სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი ვიღაც, საინტერესოა, ვინ დახვრიტა?! თვითონ კონკრეტულად, ვინ, როდის, სად დახვრიტეს, რატომ არ ამბობს მაგას? პირდაპირ სამარცხვინო განცხადება რომ გააკეთა და არ ამბობს იმას, როდის რა მოხდა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს", - აღნიშნა გელოვანმა.
07 აგვისტო 2026, 11:50
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 4 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 8 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 -გურიაში, 4 -სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 - კახეთში,ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.
07 აგვისტო 2026, 11:48
პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 11:46
რეგიონი
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარები ტროტუარის უნებართვოდ შეზღუდვის ფაქტზე გააფრთხილა
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ინფორმაციას შპს ბათუმის წყალი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 11:44
ეკონომიკა
2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.
07 აგვისტო 2026, 11:40
პოლიტიკა
„არ მაინტერესებს სააკაშვილის ბრძანებაში რა წერია, რადგან ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა 7 აგვისტოს“ - ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა
ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა. 2013 წლის ჩათვლით, ისინი აგვისტოს ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თარიღი 7 აგვისტოთი შეცვალეს. ასევე აღსანიშნავია, მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი 9 აგვისტოს ბრძანებულებაში წერდა, რომ როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა სწორედ 8 აგვისტოს შემოვიდა.
07 აგვისტო 2026, 11:36
პოლიტიკა
ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა
ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა. განცხადებებით ირკვევა, რომ რუსებთან მიმართებით მათი დამოკიდებულება სწორედ გარე დავალებების გათვალისწინებით იყო განპირობებული.
07 აგვისტო 2026, 11:34
პოლიტიკა
23-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ის, რაც გიორგი ბარამიძემ თქვა არ მომხდარა. ხელი არ უხლიათ არავისთვის, გადაცვლა მაშინ ტყვეების არ იყო და კი არ გადავცვალეთ, ჩავაბარეთ უბრალოდ
ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ასეთი რაღაც, რაც იმან თქვა [გიორგი ბარამიძემ] მე ყოველ შემთხვევაში, სადაც ვიყავი არასდროს არ მომხდარა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ 23-ე ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა დათო ღვინჯილიამ.
07 აგვისტო 2026, 11:22
პოლიტიკა
კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად
ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად, - განუცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორმა კობა ლიკლიკაძემ „ქრონიკას“.
07 აგვისტო 2026, 11:22
პოლიტიკა
ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია ბარამიძის განცხადებაზე: წინა ხაზზე ეგ არ ყოფილა, ტალახში არ წოლილა და სანგარში ღამე არ გაუთენებია - ასეთი დავალება აქვს, რომ ეს იმეოროს და გუშინ კიდევ გააგრძელა, რაზედაც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს
ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ. როგორც თოფურიამ განაცხადა, ამ განცხადებისთვის ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს.
07 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
POLITICO: გერმანიაში ფრიდრიხ მერცის შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბარი ძლიერდება
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხე არ ემუქრება.
07 აგვისტო 2026, 11:17
პოლიტიკა
ვეტერანი ბადრი ტოგონიძე: მე ბარამიძე საბრძოლო მოქმედების დროს არსად მინახავს, თვალიც არ მომიკრავს
მე ბარამიძე საბრძოლო მოქმედების დროს არსად მინახავს, თვალიც არ მომიკრავს,- განაცხადა ვეტერანმა ბადრი ტოგონიძემ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
07 აგვისტო 2026, 11:04
საზოგადოება
ყაზახურ მედიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტატიები მომზადდა
ყაზახეთის წამყვან ონლაინმედია პლატფორმებზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 11:00
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს
მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:51
ჯანდაცვა
დაავადებების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგიონებში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა
დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
Reuters: ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ ახალ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:42
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 დაკავებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


