imedi /  18 სექტემბერი 2020, 10:31 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზარზე კონკურენციის გაზრდის ხელშეშლას ემსახურება

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის ინფორმაციით,, „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა.

როგორც კომუნიკაციების კომისია იუწყება, „მაგთიკომმა“ ცალკეულ მედია საშუალებებს მიაწოდა დეზინფორმაცია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად და რისკების შეფასების გარეშე მიიღო, რის გამოც, კომისიას ახალი კვლევის ჩატარება უწევს.

„კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისა და გაჯანსაღების მიზნით მიიღო. არა ერთხელ გვითქვამს, რომ MVNO-ს შემოსვლით გაიზრდება ბაზარზე კონკურენცია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სატარიფო შეთავაზებებსა და ხარისხზე აისახება.

ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო - სწორედ აღნიშნულ სიკეთეებს ემსახურება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც მომხმარებელი 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლით მიიღებს. საზოგადოებისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ინოვაციურ პროდუქტებს, კომფორტულ სერვისებს და ახალ შეთავაზებებს გულისხმობს.

სამწუხაროა, რომ კომპანია „მაგთიკომმა“ ცალკეულ მედია საშუალებებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად და რისკების შეფასების გარეშე მიიღო, რის გამოც, კომისიას ახალი კვლევის ჩატარება უწევს. კომპანია ამ შემთხვევაშიც დეზინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან კომუნიკაციების კომისია ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილებაზე 2 წელზე მეტი მუშაობდა და ამ პროცესში ყველა მობილური ოპერატორი და სხვა დაინტერესებული პირები იყვნენ ჩართული. პროცესი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით, 20 წლიანი ევროპული გამოცდილებისა და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა. რაც შეეხება კომისიის მიერ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისთვის დაკვეთილ კვლევას, კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთი კვლევა სწორედ იმისთვის დაუკვეთა, რომ არც-ერთ კომპანიას არ დარჩეს კითხვა და ინტერპრეტაციის საშუალება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების, ისევე, როგორც კიბერუსაფრთხოების საკითხი მაქსიმალურადაა დაცული. პირველ რიგში მას იცავს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონით ვირტუალურ ოპერატორებზე ვრცელდება ანალოგიური ვალდებულებები, რაც - ქსელის ოპერატორებზე: „მაგთიკომზე“, „სილქნეტსა“ და „ვიონი საქართველოზე“. ამას გარდა, MVNO-ს დაშვების საკითხი კომუნიკაციების კომისიამ 20 წლიანი ევროპული გამოცდილების გაზიარებით მოამზადა, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ძალიან მაღალი სტანდარტი არსებობს. ამას გარდა, ვირტუალური ოპერატორები ყველა ევროპულ ქვეყანაში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ დადგენილი პროტოკოლითა და გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ და სწორედ ანალოგიური პროტოკოლი გავრცელდება საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში მრავალი ვირტუალური ოპერატორი ოპერირებს, მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე კი, არ არსებობს არც ერთი ცნობილი ქეისი, რომ ვირტუალური ოპერატორების დაშვებას რომელიმე ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცულობისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა.

აღსანიშნავია, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროს მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები 4 წელია კომპანია „მაგთიკომს“ ქსელზე დაშვების მოთხოვნით მიმართავენ, რისი ვალდებულებაც კომპანიას კანონით აქვს. ამის მიუხედავად, მცირე კომპანიები „მაგთიკომისგან“ წლებია პასუხსაც კი ვერ იღებენ. ეს გარემოებაც აჩვენებს, რომ კომპანიისთვის ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი დაშვება მიუღებელია.

მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით.

მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO-ების აბონენტების რაოდენობა 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით. კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2026, 02:44

მსოფლიო

The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ

პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

მასუდ პეზეშკიანი

06 აგვისტო 2026, 00:57

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

06 აგვისტო 2026, 00:40

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეკა კუპატაძე

06 აგვისტო 2026, 00:26

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის

„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ბრძოლა გველის, ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

06 აგვისტო 2026, 00:25

საზოგადოება

საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა.

ბადრი მანჯავიძე

06 აგვისტო 2026, 00:13

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანი

05 აგვისტო 2026, 23:54

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

05 აგვისტო 2026, 23:05

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2026, 22:50

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

05 აგვისტო 2026, 22:14

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 22:14

ეკონომიკა

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.

05 აგვისტო 2026, 22:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.

05 აგვისტო 2026, 21:56

პოლიტიკა

რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო

„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

05 აგვისტო 2026, 21:52

პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ორელიან ლეშევალიე

05 აგვისტო 2026, 21:50

მსოფლიო

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

05 აგვისტო 2026, 21:50

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

05 აგვისტო 2026, 21:36

სამართალი

სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

05 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ

თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.

05 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.

გიორგი ფანგანი

05 აგვისტო 2026, 20:55

საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.