http://imedi.ge/ /  08 ოქტომბერი 2020, 17:02 / სანდო წყარო

არქიმანდრიტი კირიონი: ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ქვეყნის ეს ღალატი ივერი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა, მაგრამ მას თვისი წილი დანაშაული აქვს მოსანანიებელი

მღვდელ-მონაზონი კირიონი (ონიანი)

მღვდელ-მონაზონი კირიონი (ონიანი)

„ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ქვეყნის ეს ღალატი ივერი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა, მაგრამ ამ პიროვნებას თვისი წილი დანაშაული აქვს მოსანანიებელი“, მღვდელ-მონაზონ კირიონის (ონიანი) ამ კომენტარს დავით გარეჯთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს გამოვდივართ და კითხვას ვსვამთ: ეს ამბავი მართალია? მართალია კი არა, კატასტროფაა და ჩვენ გვძინავს!

ჩემი საუბრის მიზანია, რომ ქართველი ხალხი ამ ვითარებაში არ დაიბნეს. ახლა არის აგორებული პროპაგანდისტული ტალღა. ცდილობენ, პიარით გადაფარონ ეს დანაშაული. ეს არ გამოვა. თუ სახელმწიფო და ხელისუფლება სათანადო დონეზე იქნება, გამორიცხულია ამის დაფარვა. ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ღაღადებს, მას ხელს ვერ დააფარებ!

ეს არის პიარი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვეულებრივი „ობივატელი“, რომელიც არ არის ჩახედული ამ საქმეში, რაღაც რუკების ხსენებით, თარიღების მოხმობით, დახვეწილი საუბრებით დააბნიოს.

ნუ დაიბნევით, ხალხო! ჩვენს დროში ხდებოდა კატასტროფა! მადლობა ღმერთს, რომ ეს გაირღვა! იქნებ ამ გზით, ამ რაღაც მოჯადოებული წრიდან გავიდეთ ერი! შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი პირველი ეროვნული გამარჯვება!

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მსგავსს სიტუაციაში ასეთი რამ აზერბაიჯანელ ან სომეხ ჩინოვნიკს გაეკეთებინა, რა დაემართებოდა მას თავის ქვეყანაში! ჩვენთან პასუხიც არავინ მოსთხოვა, ისე გავატარეთ, ვითომ არც ყოფილა! უბრალო კომენტარად ჩავუთვალეთ.

ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ქვეყნის ეს ღალატი ივერი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა, მაგრამ ამ პიროვნებას თვისი წილი დანაშაული აქვს მოსანანიებელი. ბევრჯერ ვესაუბრე მას და ვაფრთხილებდი - რას აკათებ, თავს იღუპავ-მეთქი! მაგრამ ეს კაცი ამაზე არნახული ირონიით რეაგირებდა!

ახლა რომ გამოდის და წყლიანი თვალებით საუბრობს... მაშინ მეუბნებოდა: თქვენ, მამაო, დილეტანტი ხართ, თქვენ ამაში ვერ ერკვევითო. ამ დროს უკვე შეგროვილი მქონდა ყველა საბუთი, რუკები, დოკუმენტები, მაგრამ არ უნდოდა ამ კაცს ამის დანახვა.

მარტო მე კი არ მეუბნებოდა დილეტანტი ხარო, იმავეს ეუბნებოდა ნოდარ ხობალაძეს, რომელიც არის შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი, გეოდეზისტი, პროფესორი, მეცნიერი. როდესაც ასეთი პიროვნება ეუბნებოდა მელაშვილს, რომ აქ შეცდომებია დაშვებულიო, მას ამაზე ჰქონდა მხოლოდ ერთი პასუხი: თქვენ დილეტანტი ხართო.

ამ დროს ივერი მელაშვილი კარტოგრაფიც არ არის! ჰოი, საოცრებავ! ის გახლავთ მიწათმომწყობი. ესაა ყველაზე დაბალი, პირველი საფეხური კარტოგრაფიაში! თუ გინახავთ სოფლად მიწას რომ ზომავენ ერთმეტრიანი ფარგლით, აი, ამ ხელობის კაცია. ამას სავსებით სერიოზულად ვამბობ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ეუბნებოდა აკადემიკოსს, გეოდეზისტს, მეცნიერს: „შენ დილეტანტი ხარო!“ უტიფრობის მწვერვალი იყო ეს ყველაფერი. ამას გაძლება და ნერვები უნდოდა...

კაცი დღემდე არ ნანობს, დღემდე უტიფარია, დღემდე შოუებს დგამდა, სანამ დაიჭერდნენ, ჩამოვიდა გარეჯში და იქ ითვალთმაქცა. აგატა კრისტის აქვს თავის ნაწარმოებში, - შეუძლებელია დამნაშავე თავის დანაშაულის ადგილზე არ მივიდესო. აი, ჩამოვიდა გარეჯში და კომენტარებს აძლევდა ჟურნალისტებს: მე ამას როგორ შევეხებოდიო!

ამ დროს ამ კაცს წლების განმავლობაში ვეუბნებოდი, დანაშაულს ჩადიხარ-მეთქი და პასუხად მხოლოდ დამცინოდა: „დილეტანტი ხარ, უცოდინარი ხარ, ეგ საბუთები მე არ მაინტერესებსო!“ ადამიანი ვერ ნანობს! რომ შეინანოს, ადამიანობას დაიბრუნებს.

შეიძლება შეეშალა, ვერ გაუძლო, ზეწოლა ჰქონდა, მაშინ თქვი: ბოდიშს ვიხდი, ჩემო ხალხო, და კაცობას დაიბრუნებ. დანაშაულზე შეიძლება პასუხი აგო, მაგრამ ადამიანი დარჩები.

დღეს თუ თავის გადარჩენა გინდა, უნდა გაემიჯნო ამ პროცესს, უნდა გაქრე! და ესენი კი არ ქრებიან, შოუებს დგამენ, ეწევიან პროპაგანდას იმისა, რომ ეს თურმე ასე არ არის, თითქოს ჩვენ რაღაცას ვიგონებთ.

ამდენი წელი მე გიჟი ვიყავი, რომ ვყვიროდი, ხალხო, გვიშველეთ, მოგვხედეთ, ქართველებო, გარეჯს ხელიდან გგვაცლიან-მეთქი?!“, - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).

საქართველოს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა.

პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი 29 სექტემბერს გამოიკითხა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დავით გარეჯის საქმეზე ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინათ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.

13 აპრილი 2026, 17:12

მსოფლიო

მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.

გეერტ ვილდერსი

13 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ

„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.

13 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

ლაშა ხუციშვილი

13 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2026, 14:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.

13 აპრილი 2026, 14:35

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონდო მდივნიშვილი

13 აპრილი 2026, 14:33

რეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:22

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

თამაზ მელია

13 აპრილი 2026, 14:21

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო

მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 14:19

მსოფლიო

Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს

თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

13 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება

ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

13 აპრილი 2026, 14:15

რეგიონი

სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.

დიმიტრი პესკოვი

13 აპრილი 2026, 14:07

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

ლეო XIV

13 აპრილი 2026, 14:02

მსოფლიო

ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია

„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.