მღვდელ-მონაზონი კირიონი: ივერი მელაშვილი აქტიური იყო და გვიმტკიცებდა, რომ კოშკის ერთი მხარე ხვდება აზერბაიჯანის მიწაზე და რომ ეს მათი ტერიტორიაა
მღვდელ-მონაზონი კირიონი (ონიანი)
ფოტო: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
„დღეს დაკავებული ივერი მელაშვილი აქტიური იყო და გვიმტკიცებდა, რომ კოშკის ერთი მხარე ხვდება აზერბაიჯანის მიწაზე და რომ ეს მათი ტერიტორიაა“, - მღვდელ-მონაზონ კირიონის (ონიანი) ამ კომენტარს დავით გარეჯთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„გარეჯის მონასტერში 24 წლის წინ, 1996 წელს, მივედი. მახსოვს, მაშინ ჩვენი მესაზღვრე პატრული დადიოდა ქედიდან აზერბაიჯანის ახლანდელი საზღვრიდან 600 მეტრის სიღრმეში. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო იმიტომ, რომ ასე გრძელდებოდა 2004 წლამდე.
2004 წელს, ეს ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი პატრული ვეღარ დავინახე; მერე 2006 წელს უკვე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მაშინ, ამას ყურადღება არ მივაქციე, იმიტომ, რომ არ გვქონდა იმის განცდა, რომ აზერბაიჯანს შეიძლება, რაიმე საფრთხე შეექმნა ჩვენთვის.
მაგრამ 2007 წელს, უკვე რეალობის წინაშე დავდექით. მაშინ დაიწყო ეს პრობლემები და ამის მოჰყვა პროტესტები ჩვენი მხრიდან. ხოლო ის, რომ 2006 წელს იურიდიული აქტები დაიდო, ეს ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ.
ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ყველაფერს ვიღონებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. ათასი დაპირება იყო და გვთხოვდნენ, რომ გავჩერებულიყავით, შეგვეწყვიტა ჩვენი პროტესტი. გვეუბნებოდნენ: გვენდეთ, ყველაფერს ვაკეთებთ. გვარწუმნებდნენ, რომ ეს ინცინდენტია, ცალმხრივი ქმედებაა და ჩვენ ამას არ ვეთანხმებითო. მაშინ რას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეეძლო, რაიმე ქმედება განეხორციელებინა!
ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ხელისუფლება შეეგუებოდა იმას, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრე მდგარიყო გარეჯის ტერიტორიაზე და ჩვენს მონასტერში არ შევეშვით - არც მონაზონი, არც მომლოცველი და არც მოქალაქე. ამიტომ ხელისუფლებისადმი ნდობა და იმედის ფაქტორი კარგა ხანს გრძელდებოდა, გვეგონა ყველაფერი მოგვარდებოდა.
ასე დადგა 2008 წელი. და გარეჯის თემამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, იმიტომ, რომ დიდ უბედურებაში გავყავით თავი მთელმა ქვეყანამ. ეკლესიაც გარკვეული დროით გაჩერდა, რომ სახელმწიფოსთვის ასე მწვავე ოპონირება არ გაეწია ამ საკითხზე, იმიტომ, რომ უფრო სერიოზული პრობლემები გვქონდა. ამის გამო თითქოს ცოტათი მოვდუნდით; თან იყო შეხვედრები ხელისუფლებასთან და გვაიმედებდნენ, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მოვაგვაროთო. შემდეგ გაუგონარი რამ მოხდა, რომ ერთ დღესაც აზერბაიჯანლები ჩიჩხიტურზე დადგნენ!
ამ მხრივ, დღეს დაკავებული ივერი მელაშვილი აქტიური იყო და გვიმტკიცებდა, რომ კოშკის ერთი მხარე ხვდება აზერბაიჯანის მიწაზე და რომ ეს მათი ტერიტორიაა. სრულიად გაუგებარი თეზისია. თუ ერთი კუთხე მათ მხარეზე ხვდება, 3 დანარჩენი ხომ ჩვენს მხარეზეა და მაშინ რატომ დგება იქ ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრე? ჩვენ ვიდექით აქამდე და ჩვენ ვიდგეთ! რატომ იკავებს აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას მთლიანად და ჩვენ იქ ფეხს ვეღარ ვდგამთ?
ამაზე ბევრი კამათი და ბევრი ჩხუბი გვქონდა. მაგრამ მაინც გვქონდა შინაგანი ნდობის ფაქტორი ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ჩვენთვის დაუჯერებელი იყო, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას არ მოაგვარებდა“, - აცხადებს მღვდელ-მონაზონი კირიონი TV „ქართულ არხის“, გადაცემაში „უცნობის კიდობანი“.
საქართველოს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა.
პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი 29 სექტემბერს გამოიკითხა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დავით გარეჯის საქმეზე ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 16:59
პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე: სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა - ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად. ამდენი არაზრდასრული კაცი!
ლაშა ბუღაძე, „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს „მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას“ უწოდებს, ხოლო, დაპირისპირებაში მონაწილეებს - „არაზრდასრულ კაცებს“.
05 ივნისი 2026, 16:55
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგს შეხვდა
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკის - ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს, მეთიუ ჟენგს, ასევე, ICBC Standard Bank-ის გლობალური ბაზრების მართვის კომიტეტის წევრს, სტეფენ გარგიულოსა და ICBC Standard Bank-ის პირველადი ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელს, მარკ გისენს.
05 ივნისი 2026, 16:46
პოლიტიკა
თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს
„ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. თინათინ ნიბლოშვილმა თავის გამოსვლაში ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის და საუბნო ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქალაქის დაგეგმარების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ბავშვებისა და ასაკოვნების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას“.
05 ივნისი 2026, 16:37
პოლიტიკა
გურამ დუმბაძე: მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება იმ სამუშაოებში, რომელსაც ასრულებს ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, თუმცა ვერ გვექნება კომპრომისი ხარისხზე და სამუშაოების შესრულების ვადაზე
ვერ გვექნება კომპრომისი ხარისხზე და სამუშაოების შესრულების ვადაზე, ეს არის უმთავრესი რამ. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკურ რეგლამენტშიც სავალდებულო კომპონენტია, რომ ჩვენ ხარისხობრივი კომპონენტებით გამოვაცხადებთ შესყიდვებს და მოვითხოვთ იგივე ხარისხის შესრულებას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
05 ივნისი 2026, 16:29
პოლიტიკა
გურამ დუმბაძე: მონიტორინგის მთელი რიგი მექანიზმები გვაქვს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, ჩვენი ყველა რეფორმა მიმართულია პრევენციული მექანიზმებისკენ, ჩვენ ნებისმიერ დროს შეიძლება გადავამოწმოთ შესყიდვა, ასე რომ, როგორც შემსყიდველს, ისე ეკონომიკურ ოპერატორს ყოველთვის ექნება განცდა, რომ გარე, დამოუკიდებელი მხარე შეამოწმებს საქონლის მიღების პარამეტრებს, ხარისხსა და ვადებს
მისივე თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰყავს კვალიფიციური გუნდი, რომელიც სხვადასხვა სპეციალობების მქონე ადამიანებით არის დაკომპლექტებული და მონიტორინგის პროცესში ჩართულები არიან როგორც სააგენტოს წარმომადგენლები, ისე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.
05 ივნისი 2026, 16:27
პოლიტიკა
გურამ დუმბაძე: თვისებრივად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა, როდესაც მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ამით მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ, გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში
ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
05 ივნისი 2026, 16:21
პოლიტიკა
გვარამია ბოკუჩავას: იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც
მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, - განაცხადა „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით წერს, რომელმაც მის პარტიასა და მიხეილ სააკაშვილზე გვარამიას მხრიდან თავდასხმას მოულოდნელი უწოდა.
05 ივნისი 2026, 15:56
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: რომ შევხედოთ უკრაინას და ირანს, ჩვენ, დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ - ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც ევროპის ტერიტორიაზე
ჩემი გამოცდილება სწორედ იმ ქვეყნებს ეხება, რომლებიც არიან ომში. ევროპა არ იყო ომში, მაგრამ ახლა, თვითონ არის ომში. მინდა არ დაგეთანხმოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა ქვეყნები სუსტ პოზიციაში არიან და რომ გაიჭყლიტებიან - სინამდვილეში, პატარა ქვეყნები დღეს ისეთ ძლიერ პოზიციაში არიან, როგორც არასდროს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
05 ივნისი 2026, 15:55
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება
ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
05 ივნისი 2026, 15:49
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ტრამპი გრენლანდიაში შეჭრას არასდროს აპირებდა
ევროკავშირში აშშ-ის ელჩის ენდრიუ პაზდერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ეხებოდა, არასწორად იქნა გაგებული.
05 ივნისი 2026, 15:46
სამართალი
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიში მოისმინეს.
05 ივნისი 2026, 15:37
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამგორის რაიონში, კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:16
პოლიტიკა
თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს
ჯანსაღი ქალაქი არის სივრცე, სადაც ადამიანი უსაფრთხო, მწვანე და ხელმისაწვდომ გარემოში ცხოვრობს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
05 ივნისი 2026, 15:15
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის ხელისუფლებას სამხედრო დანაყოფისთვის პოლონელების გენოციდში დამნაშავე ჯგუფის სახელის მინიჭების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.
05 ივნისი 2026, 15:12
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი, მენტორები და მენტორინგის პროგრამის მონაწილეები.
05 ივნისი 2026, 15:07
რეგიონი
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით გალა ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:04
საზოგადოება
კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
05 ივნისი 2026, 15:02
თავდაცვა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:00
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს.
05 ივნისი 2026, 14:58
რეგიონი
რევაზ სოხაძე შიდა ქართლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა როგორც ქალაქ გორში მიმდინარე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა.


