imedi /  29 ოქტომბერი 2020, 13:08 / სანდო წყარო

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას დენდროლოგიური პარკი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დენდროლოგიური პარკი არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, არ იმუშავებს.

„მოგესალმებით შემოდგომურად გამრავალფეროვნებული დენდროლოგიური პარკიდან!
ამ ფერადი სეზონის და ჩვენი ტყე-პარკის საოცარი პალიტრა, დაგვერწმუნეთ, არავის ტოვებს გულგრილს.
ამის მაჩვენებელია ის, რომ ჩვენი პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია!
არ გვინდოდა ეს სიხარული გაუზიარებელი დაგვრჩენოდა და აი, თქვენც გითხარით!
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ერთი დღით არ იმუშავებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. შეხვედრამდე!“, - ნათქვამია განცხადებაში.

     

მოგესალმებით შემოდგომურად გამრავალფეროვნებული დენდროლოგიური პარკიდან! ამ ფერადი სეზონის და ჩვენი ტყე-პარკის საოცარი...

Posted by შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი / Shekvetili Dendrological Park on Thursday, October 29, 2020

ყველა სიახლე

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:18

რეგიონი

მალხაზ თორია: ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდში შენდება სარაგბო ბაზა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს

„ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებლისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

28 იანვარი 2021, 10:17

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

28 იანვარი 2021, 10:07

რეგიონი

ყვარელში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სოფლეში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს

28 იანვარი 2021, 09:56

სამართალი

პოლიციამ რუსთავში ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ "ლიბრეში", კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2021, 09:45

სამართალი

პოლიციამ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორასთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დენ ჰეიჰერსტი და პამელა ანდერსონი

28 იანვარი 2021, 09:38

ტაბლოიდი

პამელა ანდერსონი ისევ გათხოვდა

„ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მე ვარ ძლიერი კაცის ხელში, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ“, - აცხადებს 53 წლის მსახიობი.

პარლამენტი

28 იანვარი 2021, 09:25

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება უფრაქციო დეპუტატებსაც ექნებათ

უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

მართულხლართები

28 იანვარი 2021, 09:15

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

როგორც გახელაძის მეუღლე აცხადებს, სასამართლოს შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში. გახელაძის პროცესი 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა უცნობი მიზეზის გამო გადაიდო.

პარლამენტი ვაქცინა

28 იანვარი 2021, 09:09

COVID19

პარლამენტი დღეს ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს

პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ აღნიშნა, რომ ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს იქნება.

საქართველოს პარლამენტი

28 იანვარი 2021, 09:00

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ შეუტანიათ „გირჩსა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიას. ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, პარალელურად კი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

28 იანვარი 2021, 08:45

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ნატოს წევრობასთან ბევრად უფრო ახლოსაა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კავკასია ვაჭრობის, ურთიერთკავშირისა და მშვიდობის ცენტრი უნდა იყოს, ევროკავშირს და ნატოს კი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ.

ალექსეი ნავალნი

28 იანვარი 2021, 08:35

მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებსა და თანაგუნდელებს აკავებენ

სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ნავალნის თანაგუნდელის, ლიუბოვ სობოლის სახლსა და ოფისშიც, თავად სობოლი კი 48 საათით დააკავეს. გაჩხრიკეს ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ოფისებიც. პოლიციას ორიგინალურად დახვდა ალექსეი ნავალნის პირადი ექიმი და თანაგუნდელი ანასტასია ვასილიევა. როდესაც სამართალდამცველები მისი ბინის გასაჩხრეკად შევიდნენ, ის ფორტეპიანოზე უკრავდა.

პასე

28 იანვარი 2021, 08:26

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს

„გარკვეული რაოდენობა ქვეყნების და დეპუტატების შევიკარით და გავერთიანდით. გვინდა კიდევ ერთხელ დავაყენოთ მათი უფლებამოსილება კითხვის ნიშნის ქვეშ და ვისაუბროთ იმ თემებზე რომლებიც აქტუალურია არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის. მათგან უკრაინა ერთ-ერთი პირველია. ჩვენ ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაწყებული და რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ამ ყველა საკითხს ჩვენ ვახსენებთ და აუცილებლად შევეცდებით მოვიპოვოთ მხარდაჭერა ევროსაბჭოში. ვიცით ეს იოლი არ იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს შევძლებთ თანმიმდევრული ნაბიჯებით საბოლოო მიზნამდე მისვლას“, - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

ამინდი

28 იანვარი 2021, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში სინოპტიკოსები უმეტესად მზიან დღეს ვარაუდობენ, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 08:00

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე დღეს შს მინისტრს მოუსმენენ

„ანგარიშის მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები, ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლა და სხვა ძირითადი მიმართულებები. ასევე, მოვისმენთ ინფორმაციას უწყების მიერ განხორციელებული საიდუმლო შესყიდვების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო ანგარიში“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.

ენტონი ბლინკენი

28 იანვარი 2021, 02:23

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით.

კარლოს სლიმი

28 იანვარი 2021, 01:01

COVID19

კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მექსიკელი ბიზნესმენი, კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესმენის წარმომადგენელი, არტურო ელიასი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

არხანგელსკში ანტისამთავრობო აქცია თოვლის კაცებმა მოაწყვეს

არხანგელსკელმა ეკოაქტივისტმა ელენა კალინინამ სოფელ ზაჩატიეში უცნაური პერფორმანსი მოაწყო. „ვოვა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!“ „ ძირს მეფე!“ „მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეებს!“ „ეს ჩვენი ქვეყანაა!“ - ამ შინაარსის პლაკატები ხელში თოვლის კაცებს ეჭირათ, რომლებიც კალინინამ სოფლის ცენტრში დადგა. „აქციები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში ეწყობა, სოფლებში კი ასეთი შეკრებები მიღებული არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე პროტესტს ამ ფორმით შევუერთდე“, - აღნიშნა ეკოაქტივისტმა.

28 იანვარი 2021, 00:51

ტაბლოიდი

ტაივანელი კაცი კარანტინის 7-ჯერ დარღვევისთვის $35,000-ით დააჯარიმეს

ტაივანელი კაცი კარანტინის წესების დარღვევისთვის, 1 მილიონი ტაივანური დოლარით, (35,000 აშშ დოლარი) დააჯარიმეს. როგორც CNN-ი, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, უცნობი პირი ჩინეთში მივლინებით იმყოფებოდა და ტაივანში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში გადიოდა.

28 იანვარი 2021, 00:43

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 351 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.