imedi /  31 ოქტომბერი 2020, 11:31 / სანდო წყარო

თამარ ჩერგოლეიშვილი: შაშკინი რომ ბრიყვია, ამის თქმას იარაღის დემონსტრირება მხოლოდ კიდევ ერთხელ გაიძულებს, თორემ ახალი ამაში არაფერია

თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დიმიტრი შაშკინის ფოტოს ეხმაურება.

„შაშკინი რომ ბრიყვია, ამის თქმას იარაღის დემონსტრირება მხოლოდ კიდევ ერთხელ გაიძულებს, თორემ ახალი ამაში არაფერია“, - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ შაშკინი აქტივისტებთან ერთად იმყოფება და შეიარაღებულია.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

02 დეკემბერი 2020, 15:20

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ერთ-ერთი მაგალითი კი ინტენსიური ტესტირების პროგრამაა.

ილჰამ ალიევი

02 დეკემბერი 2020, 15:18

მსოფლიო

აზერბაიჯანში 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 10 ნოემბერი ქვეყანაში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.

რატი იონათამიშვილი

02 დეკემბერი 2020, 15:17

COVID19

რატი იონათამიშვილი: მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე დაიწყო კოვიდვაქცინაციისთვის მზადება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ადრეულ ეტაპზე კოვიდვაქცინაციისთვის მზადების პროცესის დაწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და მმართველი გუნდისთვის არსებული გამოწვევების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კვლავაც უმთავრესი პრიორიტეტია.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი მიიღეს, რაც საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს

„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

გიორგი ჩაკვეტაძე

02 დეკემბერი 2020, 15:07

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას დღეიდან შეუდგება

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია, მზად არის ამ ვალდებულების შესრულებისთვის და დღეიდანვე, აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დავუბრუნოთ ქალაქს ჩვეული იერსახე. მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

02 დეკემბერი 2020, 14:59

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 281 შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 124 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაცია 179 პირს მოეხსნა. დღეის მდგომარეობით რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3,316 პაციენტს შეადგენს, მათ შორის 1,085 მკურნალობას სახლში გადის. სულ თვითიზოლაციაშია 2,141 პირი.

კობა დავითაშვილი

02 დეკემბერი 2020, 14:49

საზოგადოება

კობა დავითაშვილი 49 წლისა გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილის გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

02 დეკემბერი 2020, 14:35

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 2 597 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 180 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 597 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 დეკემბერი 2020, 14:35

საზოგადოება

იუსტიციის სახლის წარმომადგენელი: არ დაიზარა ზოგიერთმა და მოკრძალებული საჩუქარი დახმარებად გამოაცხადა, ხოლო პროექტი - კანონად, უხერხულია

დღეს ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტის - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, გაფართოება გამოვაცხადეთ. ხოდა სანამ ძირითად სათქმელს ვიტყოდე, პატარა პრეისტორია უნდა მოგახსენოთ. პროექტი 2016 წელს დავიწყეთ და სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული ახალშობილის მშობლებს, რომლებიც დაბადების მოწმობის ასაღებად მოდიოდნენ, ჩვილთან მოკრძალებულ საჩუქარს და არა სოციალურ დახმარებას ვატანდით, როგორც ამას ე.წ ჟურნალისტიკაში წასული პროკურორი და ძმანი მისნი იუწყებოდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის წარმომადგენელი, ანი გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

02 დეკემბერი 2020, 14:26

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 3 დასახლებაში სპორტული სივრცეები მოეწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილების შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხაიშში, ქოთიშსა და ასურეთში სპორტული სივრცეები მოეწყო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენაჟორების მონტაჟისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 579 ლარი გამოიყო.

ობელისკი აშშ-ში/ობელისკი რუმინეთი

02 დეკემბერი 2020, 14:22

ტაბლოიდი

რუმინეთში აღმოჩენილი ლითონის ობელისკიც გაუჩინარდა

არავინ იცის, ვინ დაამონტაჟა და ვინ განახორციელა ქანდაკების დემონტაჟი.

02 დეკემბერი 2020, 14:03

სპორტი

ევრობასკეტ 2022-ის 11 მონაწილე ცნობილია

საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მონაცემებით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს ბოსნია-ჰერცეგოვინამ, ხორვატიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და უკრაინამ, ასევე 4 მასპინძელი ქვეყნის გუნდს: საქართველოს, ჩეხეთს, გერმანიასა და იტალიას ევრობასკეტზე მონაწილეობა გარანტირებული აქვთ.

02 დეკემბერი 2020, 13:50

ეკონომიკა

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

„ლიბერთი ბანკი“ სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს, - ამის შსახებ აღნიშნულია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

02 დეკემბერი 2020, 13:47

რეგიონი

ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

02 დეკემბერი 2020, 13:24

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კორონავირუსით გარდაცვალება

02 დეკემბერი 2020, 13:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკური აუდიტი სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა

ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კლინიკური აუდიტი მუშაობს და სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა და რომელიც, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც დადგება შემდეგ დღეებშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 13:16

COVID19

კახეთში, კორონავირუსით 29-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსის დიაგნოზით 29-ე პაციენტი გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, 80 წლის კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანიდან იყო და ის მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

ამირან გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 13:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: მზადების მიუხედავად არ მეგონა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა

საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში შესრულებული აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, 2008 წლის ომი თუ სხვა და დღესაც თითოეული ქართველი ექიმი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 13:05

რეგიონი

აჭარის მთავრობის შენობასთან დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ორი პირი

ბუშტებით პერფომანსი აჭარის მთავრობის სახლთან დღესაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი და ასევე აქციის მონაწილე ირაკლი ჩხვირკია. ხარაზი ბუშტების დამაგრებას განათების ბოძზე ცდილობდა. რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა. მათი არგუმენტი იყო ის, რომ პოლიციელის თავზე ბუშტის დაბმა მუნდირის შემლახველია.

ამირან გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 13:03

COVID19

ამირან გამყრელიძე: კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა მიდის კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ გაერთიანებული ვართ „კოვაქს“ პლატფორმაზე და პირველი შენატანი, დაახლოებით $4 მილიონი გადახდილი გვაქვს, იმ პირობით, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება, ანუ „კოვაქსი“ შეისყიდის დაახლოებით 5 ვაქცინას და ჩვენ არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.