IMEDI /  07 ნოემბერი 2020, 21:48 / სანდო წყარო

ბაია გადაბაძე: ჩემთვის პარადოქსია, როდესაც ამბობენ - „ჩვენ ხმა მივეცით მომავალს“ და გულისხმობენ „ნაციონალურ მოძრაობას“

ბაია გადაბაძე

ბაია გადაბაძე

2007 წლის 7 ნოემბერს რომ მცოდნოდა, 13 წლის შემდეგ იმ ხელისუფლებას, მოხვედრილს ოპოზიციაში, კიდევ ექნებოდა სურვილი და ამომრჩეველიც ეყოლებოდა, რომელიც მოინდომებდა, რომ ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) დაბრუნებულიყვნენ, ალბათ ფარ-ხმალს დავყრიდი და ის შემდეგი 5 წელიწადი, რაც ბრძოლაში ვიყავი, ვერ გავუძლებდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა პროდიუსერმა, ბაია გადაბაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩემთვის პარადოქსია, როდესაც დღეს საუბრობენ იმაზე, რომ „ჩვენ ხმა მივეცით მომავალს“. ძირითადად ახალგაზრდები ამბობენ ამას და ჩემი მათ მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები მაშინ 5-6 წლის იყვნენ, ზოგი ალბათ ბაღში დადიოდა და შეიძლება არ იცის ის ამბავი როგორ იყო. ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც მომავალს ხმას მისცემ, ითვლება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეცი ხმა. 7 ნოემბრის შეფასება ჩემთვის არის ძალიან პესიმისტური და ერთადერთი, რა დასკვნაც გამოვიტანე, მივხვდი, რომ ყველაფერი მოსალოდნელია“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხვალ იწყება ნატოს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება; ველოდებით რომ იქნება აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა

ხვალ იწყება ნატოს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნატოს სამიტზე. პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:10

პოლიტიკა

პრემიერი: 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 8 წლის შესრულებაზე საუბრით დაიწყო.

მიხეილ ცაგარელი

27 ივნისი 2022, 10:46

ტაბლოიდი

მიხეილ ცაგარელი: ამ კვირაში ე.წ. სატანური დღე გველის

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

27 ივნისი 2022, 10:43

რეგიონი

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, დღეიდან 6 ივლისამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193-კმ195 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაობი ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

27 ივნისი 2022, 10:41

რეგიონი

სოფ. ჩარგლის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე, მეწყრულ ადგილებში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია ცალმხრივად. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთებში, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, ჟინვალი-ბარისახო-შატილის კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავსტრალია რაკეტა  ნასა

27 ივნისი 2022, 10:24

ტექნოლოგიები

NASA-მ ავსტრალიური კოსმოსური ცენტრიდან პირველი რაკეტა გაუშვა🚀

NASA ავსტრალიიდან კიდევ 2 რაკეტას გაუშვებს - 4 და 12 ივლისს და მიღებული მონაცემებით ჩაატარებს კვლევებს, რომელთა განხორციელება მხოლოდ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან არის შესაძლებელი.

27 ივნისი 2022, 10:10

საზოგადოება

ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ჩინეთის ქალაქ შენჭენში, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანიის Tasting Annex დამფუძნებელი რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei) უძღვებოდა.

27 ივნისი 2022, 10:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზეა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ივნისი 2022, 09:56

რეგიონი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

27 ივნისი 2022, 09:48

რეგიონი

მარნეულის მერიის წარმომადგენელი მომხდარ ნგრევაზე: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა - ჩვენი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა აბდელანი აცხადებს, რომ კორპუსზე, რომლის აივანიც 26 ივნისს ჩაინგრა, უკანონო მიშენებები არ ყოფილა. მისივე თქმით, მერიის ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო.

27 ივნისი 2022, 09:32

რეგიონი

ექიმი მარნეულში დაღუპულ ორსულზე: კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა

მარნეულში მომხდარ ტრაგედიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ცნობით , აივნის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია 40-ც წლამდე ქალი, ასევე, რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივნისი 2022, 09:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ, ოპოზიციასთან განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენთვის სტატუსის მონიჭებისა და წევრობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს - ოღონდ ოპოზიციამ კონსტრუქციული ნაბიჯები გადმოდგას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა, თუ ეს უკანასკნელი კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს.

გრიგოლ გეგელია

27 ივნისი 2022, 09:13

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: დაუყოვნებლივ უნდა შედგეს დისკუსიის ერთობლივი ფორმატი

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია, დეპოლარიზაციის საკითხზე საუბრისას, ერთობლივი დისკუსიის ერთობლივი ფორმატის შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

მიხეილ სარჯველაძე

27 ივნისი 2022, 09:07

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პარლამენტის რეგლამენტი ოპოზიციას ყველა შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ის ამ შესაძლებლობას არცთუ ხშრად იყენებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო თანამშრომლობისთვის, თუმცა ოპოზიცია პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებულ შესაძლებლობებს არ იყენებდა.

27 ივნისი 2022, 08:56

რეგიონი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 07:49 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა.

გივი მიქანაძე

27 ივნისი 2022, 08:52

პოლიტიკა

გივი მიქანაძე დეპოლარიზაციაზე: მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოპოზიციამ გარკვეული კონსტრუქციულობა გამოიჩინოს - ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ

„ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის კუთხით, გარკვეული კონსტრუქციულობა გამოიჩინოს. როგორც კი მათი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც, რეალურად, თანამშრომლობისთვის ჯანსაღ გარემოს შექმნის, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვოლოდიმირ ზელენესკი

27 ივნისი 2022, 08:39

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ძლიერი საჰაერო თავდაცვა გვჭირდება - პარტნიორებმა, თუ ისინი ნამდვილად პარტნიორები არიან და არა დამკვირვებლები, უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი მიმართვა გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, მისცენ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის მეტი შეიარაღება.

27 ივნისი 2022, 08:26

კულტურა

სიქსტის კაპელას შემდეგ, ქართული საგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარშიც შესრულდება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, ვატიკანში, ქართული საგალობლები, სიქსტეს კაპელას შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარშიც აჟღერდება.

27 ივნისი 2022, 08:10

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთში, სტიქიის ზონებში, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მუშაობა დღესაც განახლდება

უხვი ნალექის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდება. ძლიერმა წვიმამ მხარის მასშტაბით ცენტრალური და შიდა საუბნო გზების ნაწილი დააზიანა.

ნიკუშა შენგელაია

27 ივნისი 2022, 00:37

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი კონკრეტული მიზეზით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიენიჭათ - ევროპას დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხი დაუდგა

უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი კონკრეტული მიზეზით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიენიჭათ - ევროპას დღის წესრიგში თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მან რადიკალური ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მათ მიერ არეულობის დაწყებისთვის ერთ-ერთი საბაბია.