imedi /  09 დეკემბერი 2020, 10:29 / სანდო წყარო

ევროკავშირი, გაერო-ს განვითარების პროგრამასთან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად 3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს

თბილისი. 9 დეკემბერი 2020 – კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით. სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

„პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

„ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„დღეს ხაზს ვუსვამთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია. საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ, პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს მივხედავთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ“, - განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა.

ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.

ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.

სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.

უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.

საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

03 ნოემბერი 2024, 11:17

არჩევნები 2024

მოძრაობა „ტალღამ“ მოქალაქეებს შეკრებისკენ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, თუმცა გუშინდელ აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა მივიდა

დაანონსებული პროტესტი რუსთაველზე. მოწოდებები სოციალური ქსელში გაკეთდა. მოძრაობა „ტალღამ“ მოქალაქეებს შეკრებისკენ, რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, თუმცა გუშინდელ აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა მივიდა.

დიმიტრი ხუნდაძე

03 ნოემბერი 2024, 11:12

არჩევნები 2024

დიმიტრი ხუნდაძე: სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა უბანზე იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა

სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა პარტიაში იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

03 ნოემბერი 2024, 11:08

მსოფლიო

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ.

03 ნოემბერი 2024, 11:04

სამართალი

რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მტკიცებულებები პროკურატურაშია

რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მტკიცებულებები პროკურატურაშია. სახელისუფლებო პარტიამ საგამოძიებო უწყებაში კონკრეტული სქემა წარადგინა.

დიმიტრი ხუნდაძე

03 ნოემბერი 2024, 09:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და როდესაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში

„არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები რომ არ არსებობს, ეს იცის, ყველამ, მათ შორის დასავლეთმა. არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, თუმცა ოპოზიციის მოლოდინი იმ გეგმის შესრულების შესახებ, რასაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე გეგმავდნენ, მათში დღესაც არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ რევოლუციის გზით შეძლებენ შეცვალონ ხელისუფლება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს შეუძლებელი იყო არჩევნებამდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ, თეორიული შანსიც დაკარგულია. შეუძლებელია ქვეყანაში გამოიწვიონ რყევები, რევოლუცია და შეცვლა ხელისუფლების, რომელიც გარე დაკვეთებს არ ასრულებს და არ დგას ცალფეხზე.

03 ნოემბერი 2024, 09:25

პოლიტიკა

„DIE WELTWOCHE“: საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი - მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი, ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს

ავტორი ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინად არ იქცეს, მისი თქმით ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება ძალიან რთული.

03 ნოემბერი 2024, 09:21

პოლიტიკა

„DIE WELTWOCHE“: საქართველოს სჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი, თუმცა დასავლეთსაც ჭირდება საქართველო, მისი პოტენციალი, გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ პარტნიორები

შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე მოუთხრობს. ამასთან დღეს საქართველოში არსებულ თავისუფლების დონეს უსვამს ხაზს. „მათ არაფრის ეშინიათ. შიში ეკუთვნის წარსულს“, წერს ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე და ჰყვება, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის„ სიის პირველი ნომერი ქალბატონი დღესაც თბილისის მერიაში მუშაობს და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ის სამსახურიდან განსხვავებული შეხედულებების გამო არავის გაუთავისუფლებია.

03 ნოემბერი 2024, 09:14

პოლიტიკა

შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE“: მაქვს განცდა, რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ, ვითომ დემოკრატიული არჩევნების სურათს გაყიდიან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნას დაიწყებენ

„საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE” აქვეყნებს. სტატიის ავტორი, რომელიც ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს და მკითხველს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს შეზღუდული თავისუფლებისა და ქვეყანაში გამეფებული შიშის შესახებ უყვება.

03 ნოემბერი 2024, 08:59

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უფლება მისცა, შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს

პლატოშმა აღნიშნა, რომ ამჟამად პეტრ პაველმა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით დაამტკიცა ჩეხეთის 60 მოქალაქის განაცხადი, რომლებიც ითხოვდნენ „უკრაინის დაცვის უფლებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში“. მისი თქმით, სულ 181 ასეთი მოთხოვნაა შესული.

03 ნოემბერი 2024, 08:02

სპორტი

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „სტრასბური“ დაამარცხა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ოქტომბრის შედეგებით ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, პირველ ტაიმში „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მან რამდენჯერმე მოახერხა თამაშის გამწვავება.

02 ნოემბერი 2024, 22:46

პოლიტიკა

ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს

ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილი

02 ნოემბერი 2024, 22:09

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, საზოგადოებას. თუ მართლაც მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, მოხდეს ინსტიტუციაში და შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება

თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

02 ნოემბერი 2024, 21:55

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს.

02 ნოემბერი 2024, 21:32

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება

„3 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს, მეორე და მესამე დღეს, ფარულობასთან მიმართებაში, სადაც გამოხატული იყო საჩივრის შინაარსი იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი იყო იდენტიფიცირებადი, სულ მივიღეთ 7 საჩივარი. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ეს საკითხი პრობლემატურად არავის დაუყენებია. ეს გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მე-3 დღეს რატომ განხორციელდა ასეთი ტიპის ინიციატივის წარმოჩენა, რომ თითქოს მასობრივად განხორციელდა ფარულობის დარღვევა და გასაჩივრდა 2 263 საარჩევნო უბნის შედეგები და მოთხოვნილი იყო მათი ბათილობა. საია-ს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ სადავოდ არ არის მიჩნეული და არ დგინდება ის შემთხვევა, როდესაც მოხდა პირის არჩევანის იდენტიფიცირება“.

გიორგი კალანდარიშვილი

02 ნოემბერი 2024, 21:27

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ცესკო სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაციასა და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლას ახორციელებს.

02 ნოემბერი 2024, 21:16

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილი

02 ნოემბერი 2024, 20:53

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა

დღეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან უკვე მეშვიდე დღეა. ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ყოველდღიურად ვისმენთ ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

02 ნოემბერი 2024, 20:47

არჩევნები 2024

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარე ჩარევებს გაუძლო, მაგრამ ეს აისახა შედეგზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უფრო მეტი იქნებოდა

„თითქმის ყველა განცხადებაში შეინიშნება უკან დასახევი გზა და ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ ის, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად არ ხდება ყველას მხრიდან აღიარება, ეს არის მათი მხრიდან დაკვირვების პერიოდის, თუ როგორ ფორმირდება ქუჩა მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. ვფიქრობ, რომ როგორც არჩევნებში გაუძლო გარედან ჩარევებს საზოგადოებამ, ასევ გაუძლებს, რომ ქუჩა ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ იქნება ფორმირებული“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

02 ნოემბერი 2024, 20:26

არჩევნები 2024

დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ გაყალბდა. ანუ, მათ რაც დაგეგმეს არჩევნებამდე, იმას აკეთებენ არჩევნების შემდეგაც

ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ხალხის“ ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მარცხთან დაკავშირებით.

დიმიტრი ხუნდაძე

02 ნოემბერი 2024, 20:25

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: ისინი სახიფათო და ასევე, არასერიოზულებიც არიან - ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება

„ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურას არ ენდობიან, რადგან ისინი საკუთარ საზოგადოებას და მის გადაწყვეტილებას არ ენდობიან. არასერიოზულია დამოკიდებულება, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტებად და ფაქტებად მოაქვთ რომ ვიღაცას ბეჭედი ეკეთა, ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, გაუღიმა, აპარატებიც დაადანაშაულეს პარტიულ მიკერძოებაში, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ როცა პროკურატურაში მიდიხარ, უნდა იცოდე რომ თავად ხარ მომჩივანი და არგუმენტები უნდა წარმოადგინო. მე ვჩივი და თავად მოიძიე არგუმენტები, ეს უკვე არასერიოზულობის ნაწილია. ამიტომ, ისინი სახიფათოები და ასევე არასერიოზულებიც არიან. ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.