imedi /  16 დეკემბერი 2020, 11:23 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს

კახა კალაძე

კახა კალაძე

რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის და ყველას ახალი იმედიანი მოლოდინი გვაქვს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომითა და სითბოთი აღსავსე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საამაყოა ის ფაქტი, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა ხმსოფლიოში, არსებული პანდემია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იძულებით გვიწევს უამრავ ნეგატივთან და სტრესთან შეგუება. პირველი შოკის დროს და დაბნეულობის მერე ყველანი ვცდილობთ ადაპტაციას ახალ წესებთან და ვირუსის გამო შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის და ყველას ახალი იმედიანი მოლოდინი გვაქვს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომითა და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით და სოლიდარობით სავსე თბილისი. სოლიდარობა, ერთმანეთში გვერდში დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა - ამაზე მაგარი არაფერი არ არის. როგორც ქალაქის მერს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, ნამდვილად მეამაყება, რომ პანდემიის პირობებში, თუნდაც პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა იმისთვის, რომ გვერდში დავდგომოდით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება და ნამდვილად საამაყოა. მინდა თითოეულ თბილისელს, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან ჩვენ ერთად ვეხმარებით მათ, ვისაც სჭირდება თანადგომა. ამის მაგალითი არის პროდუქტებით უზრუნველყოფა, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს. ათი ათასობით ოჯახს დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ახალი, 2021 წლის და ზოგადად, საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“.

„გახსოვთ, როგორი თანადგომის, გუნდურობის მაგალითი გვანახეს ახალგაზრდებმა 13 ივნისს, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენს ქალაქს და გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ტრაგედიის დღეებში. მაშინ მგლოვიარე თბილისის ნუგეში ჩვენი ერთობა იყო. სტიქიის და ტრაგედიის წინააღმდეგ დადგა ყველა, ვისაც როგორ და რა შესაძლებლობებიც გააჩნდა. იგივე გვინდა ახლაც, იმიტომ, რომ სოლიდარობაშია ძალიან დიდი ძალა და გადარჩენა. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, კეთილი სიტყვა, კეთილი გულით გაკეთებული საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ, მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. თბილისელებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დაძაბულობა და შფოთი მოეხსნათ და თუნდაც სულ პატარა საზეიმო განწყობა შეიქმნას. სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც, პანდემიასაც. ჩვენ ახალი იმედებით დავიწყებთ ახალ წელს - ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით. ამ ახალი წლის და საახალწლო დღეების სლოგანი იქნება „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

08 მარტი 2021, 09:34

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ქალებს 8 მარტი მიულოცა

მიხეილ ჩხენკელმა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც მოინახულა. მინისტრმა ქალთა დღე მიულოცა 62-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს გულიზარ ბიწაძეს, რომელიც 60 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

08 მარტი 2021, 09:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 8 მარტს ქუთაისში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მოთოვს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ასევე თოვაა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

08 მარტი 2021, 08:56

რეგიონი

ბათუმში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ბათუმში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. სახლში ხუთი ოჯახი ცხოვრობდა.

ჟოან ლაპოტა

08 მარტი 2021, 08:41

სპორტი

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა

ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა ჟოან ლაპორტას მისცა. ის კლუბს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. არჩევნებში მე-2 პოზიცია კლუბის ლეგენდარული კაპიტნის კარლეს პუიოლის,ფავორიტმა ვიქტორ ფონტიმ დაიკავა.

08 მარტი 2021, 08:20

რეგიონი

სამთო კურორტებზე საბაგიროები დღეიდან გაიხსნება

სამთო სათხილამურო კურორტებზე მდებარე საბაგიროები დღეიდან ამუშავდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ადგილზე აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.

08 მარტი 2021, 08:09

ეკონომიკა

რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

სარესტორნო ბიზნესს სტანდარტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევს, სიახლეა ის, რომ მათ არ ექნებათ 360-ზე მეტი სტუმრის მიღების უფლება და ცოცხალი მუსიკა პირველ აპრილამდე შეზღუდული იქნება. რესტორნების გარე სიცრცეები 15 თებერვლიდან გაიხსნა. ძალაში რჩება შაბათ-კვირას არსებული შეზღუდვა.

08 მარტი 2021, 07:59

ეკონომიკა

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო. სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა 8 თებერვლიდან, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.

08 მარტი 2021, 01:03

საზოგადოება

„იმედის“ ეთერში საქველმოქმედო მარათონის შედეგად ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა

საქველმოქმედო მარათონის შედეგად, ბავშვების დასახმარებლად 570 641 ლარი შეგროვდა.

08 მარტი 2021, 00:52

კულტურა

Metal Hammer-მა საუკუნის საუკეთესო სიმღერა დაასახელა 🎸🤘

რეიტინგის პირველ ადგილზეა System of a Down-ის ცნობილი ტრეკი Chop Suey!. 2001 წელს გამოსულ ამ სიმღერას რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

წერილი

08 მარტი 2021, 00:26

ტაბლოიდი

მეცნიერებმა 300 წლის წინ დაწერილი წერილების გაუხსნელად წაკითხვა შეძლეს

საუბარი 577 წერილზეა, რომლებიც ჰააგაში 1689-1706 წლებში გაიგზავნა. ისინი სკივრში აღმოაჩინეს. მაგრამ საუკუნეების წინ, კონვერტების გამოგონებამდე წერილებს სპეციალური მეთოდით კეცავდნენ დაწერილი თვითონ ხდებოდა „კონვერტი“, თუმცა სიტყვები დამალული რჩებოდა. ასეთი წერილების წაკითხვა დღემდე მხოლოდ მათი გაჭრის შემთხვევაში შეიძლებოდა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ასოებს აზიანებდა და წერილის შინაარსი იკარგებოდა.

ლუკა კურტანიძე

08 მარტი 2021, 00:13

საზოგადოება

ლუკა კურტანიძე ბერა ივანიშვილს: დიდი ადამიანის შვილი ხარ და ამასთანავე სამაგალითო! რადგან ასეთი ხარ, მეგობარო, ამიტომაც მოგიწევს ასეთი ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში

დიდი ადამიანის შვილი ხარ და ამასთანავე სამაგალითო შვილი, მოქალაქე და პიროვნება! რადგან ასეთი ხარ, მეგობარო, ამიტომაც მოგიწევს ასეთი ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში! დიახ, მეამაყები ბერა, მეგობარო!, - ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონი, ლუკა კურტანიძესოციალურ ქსელში წერს და თავისი პოსტით ბერა ივანიშვილს მხარდაჭრას უცხადებს, „ბერა, მეგობარო! ჩვენ ისტორიულად ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის მკადრებელი არსებები... ჯერ სიტყვით კლავენ ადამიანს და შემდეგ, თუ ფიზიკურად შეძლეს, ამას გამარჯვებას უწოდებენ!

07 მარტი 2021, 23:49

ეკონომიკა

Financial Times-მა გაარკვია როგორი ალკოჰოლური სასმელებია პოპულარული პანდემიის დროს

ამაზე საზღვრების ჩაკეტვამაც იმოქმედა - ბევრს საზღვარგარეთ დაგეგმილი მოგზაურობა ჩაეშალა, ამიტომ ადამიანებმა შვებულებისთვის დაზოგილი თანხის ხარჯვა დაიწყეს, მათ შორის ძვირადღირებულ ალკოჰოლზე.

ქეთევან ბაკარაძე

07 მარტი 2021, 23:41

საზოგადოება

ქეთევან ბაკარაძე: მე ვრიცხავ „სოლიდარობის ფონდში" 1 000 ლარს და გთხოვთ ყველას, შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეუერთდეთ ამ კამპანიას

„ვუყურებ გადაცემა „ავტოგრაფის" ტელემარათონს და ძალიან სასიხარულოა, რომ „სოლიდარობის ფონდთან" კოორდინირებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება მძიმე სენით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად. ეს ის ფონდია, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და რომელმაც არაერთ პატარას გაუწია დახმარება, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებიდან. დღეს ჩვენი და ჩვენი შვილების სახელით უნდა გავერთიანდეთ, რომ ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო მეტმა წევრმა შეიტანოს წვლილი ამ ფასდაუდებელ საქმეში. მე დღეს ჩემი ხელფასიდან ფონდში ვრიცხავ 1 000 ლარს და გთხოვთ ყველას, შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეურთდეთ ამ კამპანიას, თუნდაც ერთი სატელეფონო ზარით, ნომერზე - 0901121212", - წერს ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

კორონას ვაქცინა

07 მარტი 2021, 23:20

COVID19

უნდა განიხილოს თუ არა საქართველომ ჩინურ „სინოფარმთან“ მოლაპარაკების დაწყება - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, უნდა განიხილოს თუ არა საქართველომ ჩინურ „სინოფარმთან“ მოლაპარაკების დაწყება, თუ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას მიიღებს, სპეციალისტებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თბილისის ინფექციურის საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როგორ ყველა ისიც ემხრობა ევრო-ატლანტიკური წარმოების ვაქცინის გამოყენებას, რადგან ისინი მოსახლეობაში მეტ ნდობას იწვევენ, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინაც შესაძლოა, არ იყოს ცუდი.

რეფერენდუმი

07 მარტი 2021, 23:15

მსოფლიო

შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვის აკრძალვას დაუჭირეს მხარი

დასავლეთის ქვეყნებში მუსლიმურ ტანსაცმელზე შეზღუდვების დაწესება აქტუალური ტერორიზმის გააქტიურების ფონზე და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობიდან გამომდინარე გახდა. მიუხედავად ამისა, ყველა მსგავს შეზღუდვას მოჰყვება აქტიური დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სეკულარიზმის პრინციპის აღმსარებლობის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებასთან შეთავსება.

ტელემარათონი

07 მარტი 2021, 22:53

საზოგადოება

პატრიარქი ტელემარათონის ორგანიზატორებსა და მოქალაქეებს მიმართავს, დაეხმარონ მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად ტელემარათონი მიმდინარეობს, რომელსაც „საქართველოს სოლიდარობის ფონდი", „ევროპის უნივერსიტეტის" მხარდაჭერით მართავს. ცოტა ხნის წინ გადაცემა „ავტოგრაფის" ეთერში, ტელემარათონის წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილი წაიკითხა.

07 მარტი 2021, 22:43

საზოგადოება

„იმედის“ ეთერში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი მიმდინარეობს

გადაცემა „ავტოგრაფი“ ახალ სეზონს საქველმოქმედო ტელემარათონით ხსნის. სოლიდარობის ფონდთან ერთად, ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად უამრავი მუსიკოსი და მომღერალი გაერთიანდა. დღეს, მაყურებელს კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების გადარჩენაში.

სიდჰარტა სანკარ დატა

07 მარტი 2021, 22:38

COVID19

სიდჰარტა სანკარ დატა: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც ვაქცინაციისთვის მზადყოფნისთვის შესაძლებელი, სავალდებულო და აუცილებელი იყო

„საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთეს ყველაფერი, რაც შესაძლებელი, სავალდებულო და აუცილებელი იყო ვაქცინაციისთვის მზადყოფნისთვის. ჩვენ ამასა მივესალმებით, ვაფასებთ და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ვაქცინაცია დამოკიდებულია ვაქცინის მოცულობაზე. გვინდა ერთდროულად ყველა ქვეყანამ მიიღოს ვაქცინა, მაგრამ ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს კოპლექსური საკითხია. საქართველოს მთვარობა იყო ეფექტიანი რომ გაეკეთებინა ყველაფერი, რაც იყო საჭირო ვაქცინის მისაღებად და ასევე ზოგადად, COVID-19-ზე რეაგირების თვალსაზრისით. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ღირებულია ის ვაქცინა, რომელიც პანდემიის დასასრულებლად ერთ-ერთი საშუალებაა. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინი გადაითარგმნება ზუსტად ასევე ვაქცინის მიღებაშიც. საქართველოს აქვს საუკეთესო შედეგები მაგალითად ბავშთა იმუნიზაციის საკითხებში“, - განაცხადა დატამ.

კორონავირუსი

07 მარტი 2021, 22:29

COVID19

ჯანმოს იმუნიზაციის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი: ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ვაქცინა არის, მოდის და მას მიიღებთ

„რომელ ვაქცინას აირჩევს, ეს ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს. რომელ ვაქცინაზეც არ უნდა შეჩერდეს არჩევანი, აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი ეფექტიანობაზე და უსაფრთხოებაზე განურჩევლად ვაქცინის წარმოშობისა. პანდემიისას კრიტიკულ მნიშვნელოვანია ვაქცინისადმი ნდობა. დღეისათვის ჯანმოში შემოწმების პროცესს გადის ჩინური წარმოშობის ვაქცინა „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. პასუხი ჯერ არ გვაქვს. გამალეას ცენტრში დამზადებული „სპუტნიკ v-ს “ვაქცინაც დამერწმუნეთ ჯანმოს და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების იმავე პროცესს გაივლის, რასაც დანარჩენი ვაქცინები. ამიტომ დღეს „სპუტნიკზე“ და ჩინურ ვაქცინაზე, მათ ეფექტიანობაზე ან უსაფრთხოებაზე ვერ ვისაუბრეთ“, - განმარტავს დატა.

არჩილ თალაკვაძე

07 მარტი 2021, 22:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს

ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებას და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. მან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. „ბატონი მიშელის ვიზიტის დასასრულს ოპოზიციამ საკუთარი დესტრუქციული სახე აჩვენა. თუნდაც, პარლამენტთან ჩატარებული ე.წ. პიკეტირების აქციებით, რომელიც ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტშიც გვახსოვს, როდესაც ეს ფრთა ცდილობდა პარლამენტისა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციის ბლოკირებას. ჩვენ გვახსოვს თავდასხმები პარლამენტზე და საარჩევნო კომისიაზე. ეს არის ხელწერა, რომელიც დიდი ალბათობით, ბატონმა მიშელმაც დაინახა და ვფიქრობ, მას კარგად ესმის, რომ ეს დესტრუქციული ხაზი უშლის ხელს მოლაპარაკებას და პოლიტიკური მშვიდობის მიღწევას.