imedi /  19 დეკემბერი 2020, 14:43 / სანდო წყარო

მეუფე შიო: პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს შეავედრა ჩვენი ქვეყანა და ერი, უფალმა ინებოს, დავძლიოთ ეს მძიმე სენი, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით

მეუფე შიო

მეუფე შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შეავედრა წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი და უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე სენი, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამებაში, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაზე ისაუბრა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა ნიკოლოზობა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და დალოცვას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვები. დღეს არის დიდი დღე, საყვარელი დღე ყოველი ჩვენგანისთვის, რადგან წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით ახლოს არის ყოველ ჩვენგანთან. მას თაყვანს, პატივს სცემენ არამარტო ქრისტიანები, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც და მისი მისიონერული ღვაწლი ხასიათდება ერთი გამორჩეული თვისებით, გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, დიდი გულისხმიერებით. წმინდა ნიკოლოზის თანაგრძნობას ყოველთვის თან ახლდა დიდი დახმარება საქმით; ხან პატიმრობიდან იხსნიდა უდანაშაულოს, ბევრია ასეთი შემთხვევა, რამდენჯერ გადაარჩინა ადამიანები თავისი ლოცვითა და ჩარევით. ამრიგად ის ამდენად გამორჩეული ადამიანი იყო.

იცით, მთელ მსოფლიოში ახალ წელს ბავშვებს საჩუქრებს წმინდა ნიკოლოზი მიუტანს ხოლმე. ეს კომუნისტებმა შეცვალეს ყოფილ საბჭოთა კავშირში თოვლის ბაბუით, რომ დაგვევიწყებინა ღმერთიც, წმინდანებიც და ეკლესიაც. ამისთვის თოვლის ბაბუა მოიგონეს. სინამდვილეში ეს დღეს წმინდა ნიკოლოზია. სხვა წმინდანებიც ხომ იყვნენ, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია. ალბათ იმიტომ არის გამორჩეული, რომ დღესაც კი, 21-ე საუკუნეში ჩვენ ვგრძნობთ მასთან უშუალო კავშირს, როდესაც ვევედრებით, ჩვენ ვღებულობთ მისგან პასუხს. მას ესმის და ჩვენც გვესმის მისი პასუხები“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, წმინდა ნიკოლოზი არ არის მხოლოდ ისტორიული ფიგურა, რომელიც ოდესღაც თავისი სიკეთით გამოირჩეოდა.

„წმინდა ნიკოლოზთან და ასეთ დიდ წმინდანებთან ჩვენ გვაქვს ცოცხალი კავშირი ქრისტეში სულიწმინდის მადლით და ამიტომ ვხარობთ დღეს. თქვენ იცით, რომ კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ შეავედრა განსაკუთრებით წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერი და უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე სენი, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით. დღეს ჩვენ ერსა და მთელ მსოფლიოს წმინდა ნიკოლოზი, როგორც სწრაფლშემწე შეგვეწიოს და დავძლიოთ, არამარტო სენი, არამედ მიზეზები. ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რა არის გამომწვევი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები ჩვენი დაშორება ღმერთთან და განსაცდელებით უფალი გვასწავლის, როგორც მის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ, მოინანიონ და დაბრუნდნენ თავის წიაღში. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. შეგვეწიოს წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

ბენ ჰოჯესი

18 ოქტომბერი 2021, 12:06

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში თავდაცვის მდივნის ვიზიტი იმის მკაფიო სიგნალია, რომ აშშ დაინტერესებულია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონით

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტს ეხმაურება.

18 ოქტომბერი 2021, 12:06

COVID19

საქართველოში „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. „ჩაერთე შენივე სოფლიდან“, - ამ კამპანიის ფარგლებში, პირველი ადგილი სოფელი კავთისხევია, სადაც მოქალაქეები დილიდან ამბულატორიაში კოვიდვაქცინით იცრებიან.

გია აბაშიძე

18 ოქტომბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე რომ არიან, არაა ახალი ამბავი

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე რომ არიან, არაა ახალი ამბავი. ამით აიხსნება მათი ანტიჰუმანური ხელისუფლების წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულებები და ოპოზიციაში ყოფნისას მათ მიერ შექმნილი ტოქსიკური გარემო პოლიტიკურ ველზე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მეუფე შიოს ქადაგების გამო ემუქრება.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 ოქტომბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

ლევან ნიკოლაიშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს - ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოსო! სამაგიეროდ მოსწონთ და აგულიანებენ სააკაშვილის მხარდამჭერებს

„გვარამიას ნათქვამი მოგწონთ და პატრიარქის თანამოსაყდრის სიტყვის არ გჯერათ და არ მოგწონთ? ახლა უფრო მეტად გასაგებია ეს ყველაფერი - იმას რასაც სააკაშვილი აკეთებდა, კიდეც მოგწონდათ და კიდეც ხელს უწყობდით - ირიბად თუ პირდაპირ თვითონ გადაწყვიტეთ!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 12:04

ეკონომიკა

მთავრობის განკარგულებით, 198 დევნილ პირს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.

18 ოქტომბერი 2021, 11:50

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერს სურს, ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალური გახდეს

შესაბამისი განცხადება სანჩესმა სოციალისტური პარტიის კონგრესზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პროსტიტუცია ქალებს ამონებს. ამ გეგმის შესახებ სანჩესი ჯერ კიდევ 2019 წელს, თავის საარჩევნო მანიფესტში წერდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროსტიტუცია „სიღარიბის ფემინიზაციის ერთ-ერთ უსასტიკესი ასპექტი და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმაა“. თუმცა დღემდე ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

18 ოქტომბერი 2021, 11:50

საზოგადოება

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა და ენრიკო ვალვომ, ასევე, გაერთიანებული სამეფოს COP26-ს რეგიონულმა ელჩმა, დევიდ მორანმა, დამსწრე საზგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 11:39

სპორტი

ნორისთან განცდილი მარცხის მიუხედავად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, „ინდიან უელსის“ ფინალში გასვლით, რეიტინგი გაიუმჯობესა

მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, ამერიკის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ATP 1000 Masters Indian Wells ზე ფინალური შეხვედრა ჩაატარა და, განახლებული რეიტინგით, 2 066 ქულით 27-ე პოზიციაზეა.

18 ოქტომბერი 2021, 11:30

მსოფლიო

მიანმარში, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ 5 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებენ

მიანმარში, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ 5 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებენ.

მკვდარი ზღვა გაშიშვლება

18 ოქტომბერი 2021, 11:22

კულტურა

მკვდარ ზღვაში წყლის დონის შემცირების პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად ასობით ადამიანი გაშიშვლდა

გამოცემის ინფორმაციით, ეს ღონისძიება ამერიკელი ფოტოგრაფის, სპენსერ ტუნიკის პროექტის ფარგლებში გაიმართა. ტუნიკი ისრაელში ტურიზმის სამინისტროს სტუმრის სტატუსით იმყოფება, რათა მესამედ ასახოს მკვდარი ზღვის შემცირება შიშველი ადამიანების დახმარებით. მოდელებს სხეულებზე თეთრი საღებავი უსვიათ.

18 ოქტომბერი 2021, 11:18

რეგიონი

სტიქიამ ლანჩხუთის სოფელი სუფსა დააზარალა

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი სახლია დატბორილი.

18 ოქტომბერი 2021, 11:12

სამართალი

„რუსულ მაფიასთან“ კავშირისთვის, საფრანგეთში ქართველები დააკავეს

„რუსულ მაფიასთან“ კავშირისთვის, საფრანგეთში ქართველები დააკავეს. საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.

18 ოქტომბერი 2021, 11:10

მსოფლიო

ინდოეთის შტატ კერალაში წყალდიდობას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ კერალაში წყალდიდობას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 10:53

სამართალი

თუშეთის გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თუშეთის გზის 30-ე კილომეტრზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს ერთადერთ დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

18 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 260-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 914 269 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

18 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კი კახეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 474, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 132, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 220, კახეთი - 396, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

18 ოქტომბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში 1 247 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

18 ოქტომბერი 2021, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.77%-ს შეადგენს

17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.47%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.07%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

დავით ქართველიშვილი

18 ოქტომბერი 2021, 10:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღეს სააკაშვილი აპირებს სიმულაციას, თითქოს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემებს მოიმიზეზებს და საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს.

18 ოქტომბერი 2021, 10:37

თემა

არის თუ არა მერკელის წასვლა მაკრონისთვის შანსი? შეძლებს თუ არა საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ევროპის ლიდერი გახდეს?

ანგელა მერკელი თანამდებობას 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას თავისუფალი მსოფლიოს კანცლერს, ევროპის ლიდერსა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს - ლიბერალური დასავლეთის უკანასკნელ დამცველსაც კი უწოდებდნენ. თუმცა ევროპულ პოლიტიკაზე არანაკლები გავლენა ჰქონდა საფრანგეთს. ახლა, როდესაც მერკელი ხელისუფლებაში აღარ არის, ემანუელ მაკრონს შანსი გამოუჩნდა. რამდენად დიდია ალბათობა, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ევროპის ლიდერობას შეძლებს, ამას პასუხი BBC-მ გასცა.