http://imedi.ge/ /  31 დეკემბერი 2020, 10:30 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი: საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

„საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ“, - ახალი წლის აღსანიშნავად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გამოაქვეყნა ვიდეო განცხადება, რომელიც მთავრდება კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის მიერ შექმნილი სიმღერის „ფიფქები“ შესრულებით, მის მეუღლესთან, მეტე ჰარცელთან და ქართველ მუსიკოსთან, ზაზა ხუციშვილთან ერთად.

„2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო. ამ წელს ჩვენ ახალი სიტყვა ვისწავლეთ: COVID-19. ეს წელი რთული აღმოჩნდა ბევრი ადამიანისათვის. მძიმე წელი იყო მათთვის, ვინც პანდემიის გამო ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა, ასევე მათთვის, ვისაც თვითიზოლაციასა ან ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება მოუხდა.

მაგრამ ეს ასევე იყო წელი, რომელმაც თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დაგვაახლოვა. მე და ბევრ ჩემ ევროკავშირის თანამოქალაქეს ყოველთვის გვემახსოვრება საქართველოში საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დროშის ფერებით განათებული შენობები პანდემიის პირველი ტალღის დროს, ამ ქვეყნებთან სოლიდარობის ნიშნად. მე ასევე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირი მთელი კრიზისის განმავლობაში საქართველოს გვერდით იყო და მას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა.

ვამაყობ ჩემი თანამშრომლებით, რომლებმაც დაუღალავი შრომით შესაძლებელი გახადეს ამ დახმარების გაწევა. მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად, „ევროპის გუნდის“ სახელით დააფინანსეს საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა, საავადმყოფოებს გადასცეს საჭირო აღჭურვილობა, დაეხმარნენ დაუცველ ადამიანებს და ბიზნესს და უზრუნველყვეს ის, რომ მათ, ვინც სხვებს ეხმარებოდა, საკმარისი რესურსი ჰქონოდათ.

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ წელს უჩვეულოდ დიდი შრომა გასწია. ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. დიდი მადლობა.

2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.

საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით - ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე - შვედეთში.

2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში. დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი! გილოცავთ ახალ წელს“, - აცხადებს ელჩი მიმართვაში.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2021, 16:38

მსოფლიო

„თალიბანი“: არავის მივცემთ უფლებას, ავღანეთის ტერიტორია ჩინეთისთვის საფრთხის შესაქმნელად გამოიყენოს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ არავის მისცემს უფლებას, ავღანეთის ტერიტორია ჩინეთისთვის საფრთხის შესაქმნელად გამოიყენოს. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მოტაყიმ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას ბანერები კრიტიკასაც ვერ უძლებს

ბოლო პერიოდში მელიას ბანერები გამოჩნდა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, ამაზე სერიოზული საუბარიც კი არ შეიძლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა. მისი თქმით, ტყუილზე აგებული ნარატივი ვერასდროს გაიმარჯვებს.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:27

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: პირწმინდად რომ წააგებენ მეორე ტურს, შემდეგ არჩევნების დისკრედიტაციას შეეცდებიან, მაგრამ ეს კინო უკვე ნანახია

ოპოზიცია ამბობს, რომ მათთვის ფაქტებს არა აქვს მნიშვნელობა და მთავარია აღქმები. ცნობილი გამონათქვამი გადაკეთდა ასე, რომ „თუ ფაქტები გვარამიას აღქმებს ეწინააღმდეგება, მით უარესი ფაქტებისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 16:25

საზოგადოება

პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტები ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის გადამზადდნენ

ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა ინტენსიური ტრენინგი გაიარეს. მოდული თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. გადამზადება სისტემაში დასაქმებულ სპეციალისტებს ძალადობრივი ქცევის მქონე პირებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური მომსახურების მიწოდებაში დაეხმარება. ტრენინგი სპეციალისტების საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის, რაც ძალადობრივი ქცევის შემცირებას შეუწყობს ხელს.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები არ იქნება - დღისით, მზისით ჩატარდება ყველაფერი და ყველა შეხედავს, რამდენი ადამიანი მივა აქციაზე

„ეს რაღაც შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები და ა.შ კი არ იქნება, დღისით, მზისით იქნება ეს ყველაფერი და ყველა შეხედავს რამდენი ადამიანი მივა {აქციაზე}. ამას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ყველა შეხედავს რეალობაში რა მოხდება იქ და რამდენი ადამიანი იქნება ხვალ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

26 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე, 6 000 კვ.მ. ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი სკვერი მოეწყო.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ვინმემ გაკადრათ, რომ ფულის სანაცვლოდ წამოდით ხვალინდელ აქციაზეო, არცერთი ადამიანი არ მოვიდეს

ძალიან სერიოზული მუხტი იგრძნობა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით რეგიონებში - ხვალ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ისინი კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და განვითარებასა და ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სად სააკაშვილი და სად პედიატრი კომაროვსკი, მხოლოდ პედიატრიული პრაქტიკით რომ იყოს ცნობილი კომაროვსკი - ჯანდაბას, ის წელიწადის უდიდეს ნაწილს ატარებს რუსეთში და ყირიმს ანექსირებულ ტერიტორიად არ თვლის

​​​​​​​ექსპერტი დავით ქართველიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან.

26 ოქტომბერი 2021, 15:51

მსოფლიო

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 15:45

ეკონომიკა

კახა კალაძე: როგორც ქალაქის მერსა და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასტუმროს ბრენდი შემოვიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. სიმბოლურად, ლენტი თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილთან ერთად გაჭრა.

26 ოქტომბერი 2021, 15:42

საზოგადოება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს, რომელიც საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიან საბიუჯეტო პროცესში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:41

პოლიტიკა

ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცესკოში განცხადება გაკეთდა

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.

26 ოქტომბერი 2021, 15:38

კულტურა

თბილისი თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენას უმასპინძლებს

გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება.

26 ოქტომბერი 2021, 15:32

სპორტი

NBA-ში ისტორიული მატჩი შედგა: ბითაძე VS მამუკელაშვილი

პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ქართული დუელი შედგა. ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი” შეხვდნენ. მატჩი ინსიანაპოლისში გაიმართა და მილუოკელთა გამარჯვებით – 119:109 დასრულდა, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია წერს.

26 ოქტომბერი 2021, 15:25

პოლიტიკა

ირინა ლომინაძე: პაატა ბურჭულაძეს, როგორც საოპერო მომღერალს, უდიდეს პატივს ვცემ - როგორც პოლიტიკოსს მე მას არ შევხვდები

პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს უდიდეს პატივს ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ როდისმე იმღერებს ჩემ თეატრში, თუმცა როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხვდები, - ამის შესახებ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა ლომინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 15:18

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს

ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 15:16

ეკონომიკა

თბილისში, ​ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო „ჰილტონ თბილისი გარდენ ინი“ გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კომპანია „რედიქსის“ ინვესტიიცით აშენებული საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ჰილტონ თბილისი გარდენ ინი“ პრემიერმა და თბილისის მერმა გახსნეს. გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მედია და პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

26 ოქტომბერი 2021, 15:12

მსოფლიო

The Times of Israel: უახლოეს თვეებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით წვრთნებს შეუდგებიან

უახლოეს თვეებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით წვრთნებს შეუდგებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:11

სპორტი

თეა წულუკიანი ველოსპორტის ფედერაციის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, ომარ ფხაკაძესა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და ველოსპორტში არსებულ გამოწვევებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:09

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს ამბასადორიალზე მონაწილეობას მიიღებს

28 ოქტომბერს, პარიზში, UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს მიწვევით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მიიღებს მონაწილეობას.