imedi /  21 იანვარი 2021, 17:52 / სანდო წყარო

შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი - გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსობის შემცველი გადაცემები განსაკურებით ხშირად ბოლო პერიოდში ვრცელდება. კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვან მედიაგარემოში ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები და გამონათქვამებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. დღეს საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა, დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით კომისია გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს.

უხამსობის შემცველი გადაცემების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 7 დეკემბერს განცხადება გაავრცელა და მაუწყებლებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემები. კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით გამოწვეული ზიანისაგან.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობაა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენა და მაყურებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ არაეთიკური ლექსიკის შემცველ გადაცემასთან დაკავშირებით იმსჯელა. 2020 წლის 31 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ განიხილა საჩივარი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ გადაცემას ეხებოდა. კერძოდ, ტელეარხი ,,ფორმულა“ ყოველდღიურად, 12:30 საათიდან 14:00 საათამდე მონაკვეთში აჩვენებდა სერიალს ,,ჩემი ცოლის დაქალები“, რომლის თითქმის ყველა სერიაში იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკა და გინება. კომუნიკაციების კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებული იყო სერიალის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინების კონტექსტით გამართლების საფუძველია. თუმცა, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ სერიალში გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლექსიკა, მათ შორის კონტექსტით გამართლებული, არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნია, რადგან მაუწყებელი ვალდებული იყო შესაბამისი გადაცემა ეთერში კანონით დადგენილ დროს, სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებით განეთავსებინა.

მედიის მიერ უხამსობის შემცველი, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ფართოა საერთაშორისო მაგალითები და პრაქტიკა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ რადიოსა და ტელევიზიას, როგორც ინტიმურ, ოჯახურ გარემოში ინფორმაციის მიღებისა და გართობის საშუალებებს, აქვთ მყისიერი, ინვაზიური და ძლიერი საზოგადოებრივი ეფექტი (Jersild v. Denmark, no. 15890/89, § 31, Murphy v. Ireland, no. 44179/98, §§ 69, 74; Animal Defenders International v. UK, [GC], no. 48876/08, § 119, Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy, [GC], no. 38433/09, § 132). შესაბამისად, აუდიო-ვიზუალური მედიის ბუნებიდან გამომდინარე, მაუწყებლობით გადაცემული შინაარსის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნას მიღებული აუდიტორიის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხი. სწორედ აუდიტორიაზე გამოწვეული მყისიერი, ინვაზიური და ძლიერი ეფექტი და აუდიტორიის უფლებების დაცვის ინტერესი განაპირობებს მაუწყებლობის სფეროს რეგულირების საჭიროებას.

საერთაშორისო პრაქტიკაში აუდიო-ვიზუალური მედიის მიერ უხამსობის გავრცელების რეგულირების მიმართულებით ბევრი მაგალითი არსებობს.

ამ მიმართულებით საინტერესოა გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს - კომუნიკაციების ოფისის (Ofcom) პრაქტიკაც. მაგალითად ბრიტანეთის მარეგულირებელმა ერთ-ერთი რადიოს სამაუწყებლო სტანდარტების დარღვევა დაუდგინა იმის გამო, რომ ეთერში მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯგუფის “Radiohead”-ის ნაწარმოები “Creep” განთავსდა. Ofcom-მა მიიჩნია, რომ უცენზურო სიტყვის რამდენჯერმე ეთერში განთავსება არ იყო კონტექსტით გამართლებული. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარეგულირებელს არ შეუფასებია უშუალოდ ნაწარმოებს ჰქონდა თუ არა კულტურული ღირებულება. კომისიის მიერ შეფასდა რამდენად იყო სახეზე უცენზურო სიტყვების გამოყენების აუცილებლობა და რამდენად იყო ეს კონტექსტით გამართლებული ( Ofcom Broadcast and On Demand Bulletin Issue Number 393, 9-10 https://www.ofcom.org.uk/__data/assets/pdf_file/0025/185551/Issue-393-broadcast-and-on-demand-bulletin.pdf )

არანაკლებ საინტერესოა Ofcom-ის გადაწყვეტილება საქმეზე, სადაც ერთ-ერთ მაუწყებელს დარღვევა დაუდგინდა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში არაეთიკური გამონათქვამებით შეურაცხყო რესპოდენტი პოლიტიკოსი. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს ეროვნულმა სასამართლოებმა, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის შესაბამისად მიიჩნია და ჟურნალისტის საჩივარი დასაშვებად არ ცნო (Gaunt v UK, no. 26448/12)

სამაუწყებლო ბადეში უხამსობის განთავსება მკაცრად რეგულირდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, კერძოდ, აშშ-ს ფედერალურ კომუნიკაციების კომისიას (FCC) ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მაგალითად, აშშ-ს ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ ერთ-ერთი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ პირდაპირ ეთერში გადაიცა მსოფლიოში ცნობილი კომიკოსის, ჯორჯ კარლინის იუმორისტული მონოლოგი „შვიდი ბინძური სიტყვა“. იმის მიუხედავად, რომ, კომიკოსის მონოლოგს ერთიანობაში ჰქონდა კულტურული და იუმორისტული ღირებულება, მარეგულირებელმა უცენზურო ტერმინების გამოყენება კონტექსტით გამართლებულად არ მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ და უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დღესაც მოქმედ პრეცედენტად მიიჩნევა (FCC v. Pacifica Foundation, 438 U.S. 726 (1978)

კომისიის გადაწყვეტილება ერთ კვირაში იქნება მიღებული. თემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დისკუსიის შემდეგ, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით უნდა იქნას მიღებული.

ყველა სიახლე

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.