www.imedi.ge /  07 თებერვალი 2021, 22:18 / სანდო წყარო

ანა ჯაბაური: ყველას გვჯერა, რომ ცოტნე გაიმარჯვებს და სასწაულიც რომ იყოს მოსახდენი, ეს სასწაული მოხდება

ანა ჯაბაური

ანა ჯაბაური

ცოტნე ძალიან დამოკიდებული გახდა ჩემზე. ბოლო 3 წელი ერთად ვცხოვრობთ. ერთი დღე არსად წასულა იმ ორი წლის მანძილზე. სულ ერთად ვიყავით. ერთი პერიოდი კოვიდ პანდემიის გამო სასტუმროში მომიწია ცხოვრება. ღამე მივდიოდი სასტუმროში და მთელი დღე ცოტნესთან ვიყავი. დილას პირველივე ავტობუსს მივყვებოდი. ყოველ ჩემ წასვლაზე ძალიან ნერვიულობდა. ძილი ფაქტობრივად არ გვაქვს. ღამის საათებში სამჯერ შემოდიან პროცედურებზე. ფაქტობრივად ღამე ვერ დაიძინებ, მაგრამ მე ცოტნეს მაინც ვერ დავტოვებ. მე ასე ვფიქრობ, რომ მას უფრო უჭირს, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხდა. მისივე თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას მალე აპირებს.

„ძალიან მიხარია, რომ მალე დავბრუნდებით თბილისში. ბატონმა ზაზამაც (ქაცარავამ) გვითხრა და წინა კლინიკაშიც გვითხრეს, რომ არ შეიძლება პაციენტი წლობით იწვეს საავადმყოფოში. პაციენტისთვის აუცილებელია ოჯახური გარემო. ცოტნეს აღარ აქვს ტრახეოსტომა, სუნთქვის თვალსაზრისით დახმარება და გადაუდებელი დახმარება არ სჭირდება. ცოტნეს თბილისში ეყოლება სადღეღამისო ექთანი და სახლში ივლის ყველა სპეციალისტი, ვინც ცოტნეს სჭირდება. ჩემთვისაც ვინმეს რომ ეთქვა, ასეთი რამე გადასატანი მექნებოდა, ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ამას მე გავუძლებდი. მე და ცოტნე ვაძლიერებთ ერთმანეთს. ცოტნე ჩემი ხათრით ძალიან ბევრს აკეთებს. ეს ენერგიას მაძლევს მე და ჩემი ენერგია მასზე გადადის. ცოტნე ძალიან ყურადღებით მისმენს. მან იცის, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ისწავლოს“, - ამბობს ჯაბაური.

მისივე თქმით, წყვილი უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას გრძნობს ქართველი ემიგრანტებისგან, რომლებიც მათ სანახავად თურქეთშიც, ჰაიდელბერგშიც და შმიდერის კლინიკაშიც მიდიოდნენ.

„სიყვარული და ეს მხარდაჭერა გვაძლიერებს. მე არასდროს ვკარგავ იმედს. ასევე არიან ცოტნეს ძმები, ჩემი შვილი, გიორგის მეუღლე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ძალიან მამხნევებენ. მათ გარეშე არ ვიცი, თუ რას მოვიმოქმედებდი და შევძლებდი. არც ერთი არ ვკარგავთ იმედს. ყველას გვჯერა, რომ ცოტნე გაიმარჯვებს და სასწაულიც რომ იყოს მოსახდენი, ეს სასწაული მოხდება“, - განაცხადა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. ამჟამად ის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის. უცხოეთში მკურნალობას და რეაბილიტაციას პირველივე დღიდან სრულად „ფონდი ქართუ“ აფინანსებს და მზადაა ფინანსური მხარდაჭერა გააგრძელოს ცოტნეს სრულად გამოჯანმრთელებამდე

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავს

თურქეთი შავ ზღვაში კომერციული გემების შესვლას ზღუდავს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 აგვისტო 2026, 14:22

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: თითოეული ჩვენგანის ვალია, ავაშენოთ ძლიერი, მშვიდობიანი, ერთიანი საქართველო, როგორზეც ჩვენი 20 წლის გმირები, 18 წლის წინ ოცნებობდნენ

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლისთავი აღინიშნა რუსთავში.

08 აგვისტო 2026, 14:19

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე, იმ ადამიანებით, რომლებმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად

დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, ამავე დროს დღევანდელი დღეს არიის იმ ადამიანებით სიამაყის დღე, რომლებმაც ქვეყანას სიცოცხლე შესწირეს.

08 აგვისტო 2026, 14:19

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

08 აგვისტო 2026, 14:18

მსოფლიო

ფაშინიანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

08 აგვისტო 2026, 14:15

რეგიონი

კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

08 აგვისტო 2026, 14:07

რეგიონი

გორში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს

ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 13:58

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მარიონეტები არიან.

08 აგვისტო 2026, 13:54

საზოგადოება

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან. ისინი ჯარისკაცების გმირულ ისტორიებს კიდევ ერთხელ იხსენებენ.

08 აგვისტო 2026, 13:52

პოლიტიკა

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, კადეტები, გმირულად დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

თეა ახვლედიანი

08 აგვისტო 2026, 13:47

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 13:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე: ეს აჩვენებს ორ რამეს. პირველი, საქართველოს ხელისუფლების მშვიდ, რაციონალურ და ძალიან სწორ ეკონომიკურ გეზს. მეორე, ეს გვაჩვენებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, რომ ამ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლებას მიჰყვება

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დარჩა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 13:43

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას!

„არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომელმაც პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

08 აგვისტო 2026, 13:32

რეგიონი

დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია

ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 13:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო?! სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები?! არა! ვის დაუწესა სანქციები?! საქართველოს დაუწესა!

12 აგვისტოს შეთანხმებაზე საქართველოს და რუსეთის ხელმოწერის გარდა, კიდევ არის ევროკავშირის ხელმოწერა, როგორც გარანტის. რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო? სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები? არა. ვის დაუწესა სანქციები? საქართველოს დაუწესა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მისივე თქმით, ნაომარ ქვეყანას დასავლეთმა 2008 წელს იარაღის შესყიდვაზე ემბარგო დაადო.

ვატო შაქარიშვილი

08 აგვისტო 2026, 13:23

პოლიტიკა

შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული გია ბარამიძე!

ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 13:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ჯარისკაცებს, ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს

„ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ცოტნე ანანიძე

08 აგვისტო 2026, 13:20

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის პოლიტიკასა და რიტორიკას ეხმიანება. მისი თქმით, მათი პოზიცია ომისა და მშვიდობის საკითხებზე ქვეყნის ინტერესებს როგორც წარსულში ვნებდა, ისე აწმყოში ვნებს.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 13:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომში ქართველი სამხედროები თითქოს ტყვეებს ხვრეტდნენ, არის იგივე სულისკვეთება, რაც 2008 წლის ოქტომბერში PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 13:06

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის ომზე: მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს

მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს, თქვენ იცით ეს თუ არ იცით?, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას მათი კითხვების პასუხად. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაამტკიცა.